ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

ტრამპი მოუწოდებს სენატს ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეები მის ინაუგურაციამდე არ დაამტკიცონ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს კონგრესის სენატს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცების პროცესი მის ინაუგურაციამდე შეაჩეროს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„დემოკრატები“ წასვლამდე ცდილობენ სასამართლოები მემარცხენე რადიკალი მოსამართლეებით გაავსონ. „რესპუბლიკელ“ სენატორებს ევალებათ მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ – არავითარი ახალი მოსამართლე ინაუგურაციის დღემდე!“, – ციტირებს გამოცემა ტრამპს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, რომელიც „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელია ნიუ-იორკიდან, საკუთარ კოლეგებს განუცხადა, რომ სენატმა ახალ წლამდე რაც შეიძლება ბევრი მოსამართლე უნდა დაამტკიცოს. ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ კენჭისყრები დასვენების დღეებში, მათ შორის საშობაო არდადეგების დროსაც ჩატარდება.

„რესპუბლიკელებმა“ რამდენიმე დღის წინ პროცესის გაწელვა სცადეს და პროცედურულ ხრიკებს მიმართეს, რის გამოც „დემოკრატებს“ კენჭისყრის პროცესი გაეწელათ.

თეთრმა სახლმა, თავის მხრივ, ტრამპი და „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი კანდიდატების დამტკიცების პროცესს აჭიანურებენ. ასე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ თიუნმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულად ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატების დამტკიცება მიაჩნია.

„პარტიულობის მიუხედავად, ამერიკელი ხალხი ელის, რომ მისი ლიდერები კანონის უზენაესობისთვის იბრძოლებენ და თითოეულ შტატში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მოსამართლეების დანიშვნის დაყოვნება ამომრჩევლებს აზარალებს და სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აფერხებს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

The Hill-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ბაიდენის 216 კანდიდატურა გააწესა მოსამართლედ. ხოლო ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს „რესპუბლიკელებმა“ 234 მოსამართლე გააწესეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.„4 მარტის საღამოს, უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყა, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს სიმინდი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა.მისი თქმით, დაშავებულებს სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიეს და განხორციელდა ეკიპაჟის ევაკუაცია.

The Times of Israel: ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ირანის წინააღმდეგ ოპერაციების კიდევ მინიმუმ 1-2 კვირით გაგრძელებას გეგმავენ

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ირანის წინააღმდეგ ოპერაციების კიდევ მინიმუმ 1-2 კვირით გაგრძელებას გეგმავს; ჩამოგდებულია 5 000-ზე მეტი ბომბი - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცრის განცხადებით, ისრაელის დარტყმების შედეგად ათასობით ირანელი სამხედრო დაიღუპა; ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამ კონფლიქტს აღწერენ, როგორც ისრაელისა და აშშ-ის პირველ სრულმასშტაბიან ერთობლივ სამხედრო კამპანიას: "ეს არის ომი ინგლისურ ენაზე".ისრაელის სამხედრო უწყება ირანის წინააღმდეგ ოპერაციების კიდევ მინიმუმ ერთი ან ორი კვირით გაგრძელებას გეგმავს, რომლის დროსაც მისი მიზანი ირანის რეჟიმის კიდევ ათასობით ობიექტზე დარტყმაა - ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ისთვის გახდა ცნობილი.ისრაელის მიზანია ირანის რეჟიმისა და მისი სამხედრო ობიექტების სისტემატური დეგრადაცია (დასუსტება). ეს გეგმები გამოცხადდა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი საჰაერო კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

ტატა ხვედელიანი – აშშ-თან ურთიერთობის რეალური გადატვირთვისთვის რაიმე რესურსი რომ ყოფილიყო, შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებით დაკომპლექტდებოდა

ქვეყნის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინაღობა „ქართული ოცნებაა“. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ მათთან ურთიერთობა ვერ იტვირთება, რაც „ოცნების“ „დამსახურება“, მათი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისივე თქმით, „ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს“.„ამერიკაში შეხვედრები იმართება, მაგრამ ამ შეხვედრებიდან გამომდინარე რაიმე რესურსი რომ ყოფილიყო ურთიერთობის რეალური გადატვირთვისთვის, არ მგონია, დეპუტატები გაეშვათ. მაშინ შეხვედრები უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებით დაკომპლექტდებოდა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრებია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. როგორც სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე დაადასტურა მზაობა, დაიწყონ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე.„საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები იყო. ასევე განიხილეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უსაფრთხოების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხზე“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.შეხვედრაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია ირანისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების დასაცავად საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის.როგორც პრემიერი განმარტავს, უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული.„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალია აპირებს, გაგზავნოს დახმარება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, კონკრეტულად თავდაცვის სფეროში და, კერძოდ, საჰაერო თავდაცვაში. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ“, – განაცხადა მელონიმ.

ბოლო სიახლეები