ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

„ტიკ ტოკი“ ამერიკელ მომხმარებლებს ატყობინებს, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, აპლიკაცია აშშ-ში ბრუნდება

აშშ-ში „ტიკ ტოკი“ ბრუნდება. როგორც „სიენენი“ წერს, თითქმის 12 საათის შემდეგ, რაც „ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა, აპლიკაცია 170  მილიონი მომხმარებელისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება. „ტიკ ტოკზე“ შესულ ამერიკელ მომხმარებლებს კი ხვდებათ შეტყობინება, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით, „ტიკ ტოკი“ ამერიკაში დაბრუნდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

19 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს ბრძანებას, რათა გადაავადოს „ტიკ ტოკის“ შესახებ კანონის აღსრულება. განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მომხმარებლებისთვის „ტიკ ტოკის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე წვდომა აღდგა.

ტიკ ტოკის“ მფლობელი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპლიკაციის გადარჩენის შესახებ ტრამპის დაპირება საშუალებას აძლევს მათ, აღადგინონ აშშ-ის მომხმარებლების წვდომა, მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერამდეც კი.

„ჩვენი სერვისის მომწოდებლებთან შეთანხმებით, „ტიკ ტოკი“ ახორციელებს მომსახურების აღდგენის პროცესს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიაში ასევე მადლობას უხდიან ტრამპს და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ტრამპთან ისეთი გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომ შეძლონ „ტიკ ტოკის“ შენარჩუნება ამერიკაში.

ტიკ ტოკის“ გარდა, გაუქმდა და აღარ იყო ხელმისაწვდომი​ ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის, ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut-ი და სოციალური აპლიკაცია Lemon8.

ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარია: მუნიციპალური არჩევნების და „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები

დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს გიორგი გახარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას მიმართავს – ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია

როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.ლომჯარია ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ევროკავშირი დათანხმდა, რომ 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი

ევროკავშირი დათანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი.ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი.მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.

სკოლის არდადეგების თარიღი ცნობილია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, დასრულდება.30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი ზამთრის არდადეგები იქნება.  ცნობილია, რომ სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე – გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა – ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი...

გახარიას „ლუზერთა რაზმი“ ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.მისი თქმით, „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. თბილისმა პანღური დაადო , „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო - ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის ,რაც თქვენ ჩაიდინეთ.ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ბოლო სიახლეები