სამშაბათი, მარტი 3, 2026

ტერეზა მეი: საქართველოდან ჯარების გაყვანაზე რუსეთს არაერთხელ მოვუწოდეთ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

მას შემდეგ რაც მეიმ ბრიტანელ დეპუტატებს 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განუცხადა, მეიმ თქვა, რომ არაერთხეულ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის გვერდზე რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ანექსიის შესახებაც არის ინფორმაცია. რუსეთი საქართველოს სუვერენიტტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ღიად აცხადებს უპატივცემულობას”, – წერია ვიდეოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, თეირანში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ტანკერს გაუხსნიან ცეცხლს, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება

ირანმა ორმუზის სრუტე დახურა, როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება.მედიის ცნობით, თეირანში ასევე არ გამორიცხავენ სრუტეში ნაღმების გამოყენებასაც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნაოსნობისთვის.აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს 6 000-მდე სხვადასხვა ნაღმის მარაგი აქვს.ამჟამად, ორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი რისკების ანაზღაურებაზე უარი თქვეს.ორმუზის სრუტის ჩაკეტვა აისახება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზეც. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ნავთობის ფასებმა 10%-ით უკვე მოიმატა, „ბრენტის“ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი ფარგლებში მერყეობს. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო, მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო აიწევს.აღსანიშნავია, რომ ორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს ერთმანეთთან აკავშირებს და სწორედ აქედან ხდება არა მხოლოდ ირანში, არამედ ერაყის, ქუვეითის, კატარის, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება, რაც გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ასევე ორმუზის სრუტით ხდება მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორისგან კატარიდან გათხევადებული აირის ტრანსპორტირებაც, რაზეც 20-25% მოდის.

გიორგი შარაშიძე – ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, 4 ოქტომბრის პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება

ოპოზიციური პარტიების ნაწილი გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, ანუ ამ პარტიებმა, პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, გააკეთეს „ოცნების“ საქმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებლად აგრძელებს ბრძოლას.„შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, პირველ რიგში, გამიზნულია „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. 4 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა უპასუხისმგებლო ქმედებას, რაც დაიწყო ბოიკოტის კამპანიით. ამას მოჰყვა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია, რომელიც „ოცნების“ მიერ იყო დაგეგმილი. ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა და უნარი, რომ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა.მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, რას შეგვიძლია, მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, რომ სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.ქვრივიშვილის თქმით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც.„ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.მინისტერიალის სხდომას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი – ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „უსარგებლოა“ და დღესდღეობით დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც იყო. ამის შესახებ ტრამპმა The Sun-თან საუბრისას აღნიშნა.ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების დროს გაერთანებული სამეფოსგან მეტ მხარდაჭერას ელოდა და ვერ წარმოიდგენდა, დიდი ბრიტანეთისგან ოდესმე თუ მიიღებდა მსგავს კრიტიკას.„ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად ისეთი არ არის, როგორიც იყო“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთმა უფრო მეტი მხარდაჭერა გამოხატა აშშ-ის მიმართ, ვიდრე ბრიტანეთმა, რასაც ლონდონისგან არ ელოდა.ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა, პირველ რიგში ბრიტანეთის ინტერესები დაიცვას. სტარმერის განცხადებით, მას ესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების გამო, არ ჩართულიყო პროცესში საწყის ეტაპზე, მაგრამ სტარმერის თქმით, მისი მოვალეობა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა და გამიზნულად არ ჩაერთნენ ოპერაციაში თავიდანვე. პრემიერის განცხადებით, ირანისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკების გზით ვითარების დარეგულირება და ბირთვული იარაღის განვითარების მისწრაფებებზე უარის თქმაა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს სამხედროებმა დედის დღე მიულოცეს.თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ესტუმრნენ. ჯარისკაცებმა დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ყვავილების თაიგულებით მიულოცეს და თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მისალოცი ბარათები გადასცეს.ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ბოლო სიახლეები