გერმანიაში, ნეურიედში 53 წლის ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მოქალაქე მანქანით მგზავრობისას პოლიციამ გააჩერა, მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი კი ყალბად მიიჩნია. მოგვიანებით, ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ კაცი იმიგრაციის კანონის დარღვევისთვის იძებნებოდა.