პრაღაში მიმდინარე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გრიგალაშვილმა პრაღაში ჯერ იტალიელი კრისტიან პარლატი, შემდეგ კი ბერძენი თეოდოროს დემორციდისი დაამარცხა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მისივე თანაგუნდელი ლუკა მაისურაძე იყო, რომელსაც გრიგალაშვილმა ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში გრიგალაშვილმა ასევე ვაზარით ბელგიელი მატიას კასე დაჯაბნა.