ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

სუს-ი – თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია

თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, „აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედიასაშუალებები“.

სუს-ში განმარტავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უწყების თქმით, უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან
დაკავშირებით.

პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს“,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ია მეტრეველი-ურიგო არ იქნებოდა “ქალბატონი” გიული ალასანიათი დაგვეწყო კორუფციასთან ბრძოლა , ასევე უგულავათი,კეზერაშვილით და ასე შემდეგ

,,ურიგო არ იქნებოდა "ქალბატონი" გიული ალასანიათი დაგვეწყო კორუფციასთან ბრძოლა , ასევე უგულავათი,კეზერაშვილით და ასე შემდეგ... ქვეყანას ნამდვილად ავაყვავებდით''-ამის შესახებ ია მეტრეველი სოციალურ ქსელში  წერს.

ექსკლუზივი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები” – “პრაიმ ტაიმმა” გახარიას მიმართვა მოიპოვა

"პრაიმ ტაიმმა" მოიპოვა გახარიას მიმართვა თანაპარტიელებისადმი, რომელიც მან პარტიულ ჩატში გააგზავნა."დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა, ოცნება ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა ოცნების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები," -  ნათქვამია გახარიას მიერ გაგზავნილ მესიჯში.

სოზარ სუბარი: უნდა დავიცვათ სუვერენიტეტი და სამშობლოს ინტერესები. ამ შემთხვევაში ადამიანები, ვისაც ჩვენ „მეგობრებს“ ვუწოდებთ, იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროპელი ბიუროკრატების მოთხოვნების მიმართ სახელმწიფოს პოზიციას მედიასთან ეხმიანება.„აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ქვეყნის ინტერესები და თუ რომელიმე ევროპელ ბიუროკრატს ეს არ მოეწონება, ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, შეეგუოს ამ ვითარებას და საქართველოს ესაუბროს ისე, როგორც თანასწორ პარტნიორ ქვეყანას.„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ღირსება. თუ დღეს ვინმეს ეს არ მოსწონს, იძულებული იქნება შეეგუოს და დაგველაპარაკოს, როგორც თანასწორ პარტნიორს. აღარ გაგრძელდება ძველებურად, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი, დიღმიდან თუ თბილისის რომელიმე სხვა ნაწილიდან, ერთ თითს დაატკაცუნებდა და მთელი ქვეყანა უკანა თათებზე უნდა დამდგარიყო. აღარ მოხდება ის, რისკენაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპოზიციონერები - რომ თუკი ევროპელი ბიუროკრატები გვეტყვიან, ცალ ფეხზე დადექითო, ჩვენც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ და ასე ცალ ფეხზე უნდა ვიყანყალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ვიღაც ევროპელ ბიუროკრატს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოს ინტერესები და ამ შემთხვევაში ის ადამიანები, ვისაც ჩვენ "მეგობრებს" ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არამეგობრულად იქცევიან), იძულებული იქნებიან გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და დაგველაპარაკონ, როგორც თანასწორ პარტნიორებს და არა ისე, როგორც თავიანთ ქვეშევრდომებს“, - განაცხადა სუბარმა.

ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება – რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება

ამინდის ახალ პროგნოზზე ,,დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში დოდო გვაზავა საუბრობს.ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - ნახეთ, რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება:

ემანუელ მაკრონი: ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია

ემანუელ მაკრონმა ლუვრში ქურდობას საფრანგეთის მემკვიდრეობაზე თავდასხმა უწოდა. მომხდარს ის სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა.„ლუვრში ჩადენილი ქურდობა არის თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ის ისტორიის ნაწილია. ჩვენ დავიბრუნებთ ნამუშევრებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. იანვარში დაწყებული ლუვრის რენესანსის პროექტი, უსაფრთხოების გაზრდილ ზომებს მოიცავს. ის უზრუნველყოფს ჩვენი მეხსიერებისა და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვას“, - დაწერა მაკრონმა.

ბოლო სიახლეები