ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო კურსების შემუშავება-იმპლემენტაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული საკითხებს დაარეგულირებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ მოაწერეს ხელი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, მემორანდუმის მიზანია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, გეოდეზიის და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის შემუშავება, ასევე, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიან სასწავლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიული უნარების გაძლიერებასა და კარიერულ განვითარებას. ახალგაზრდებისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პროფესიული მიმართულებით მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღონ. გარდა ამისა, ახალი, მოკლევადიანი სასწავლო კურსი სათანადოდ გადამზადებული კადრებით უზრუნველყოფს დარგს, რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ აღნიშნა, სააგენტოსთვის, რომელიც  გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და ტოპოგრაფიის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტის განმახორციელებელი უწყებაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობას. მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიულ და კარიერულ განვითარებას ხელს შეუწყობს პრაქტიკული საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დასაქმდნენ, როგორც  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ასევე, სხვა მომიჯნავე ორგანიზაციებში.

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მოკლევადიანი სასწავლო კურსის ხანგრძლივობა, შინაარსი და სწავლის მეთოდი სასწავლო კურსის სილაბუსით განისაზღვრება. მის მიღებაზე პასუხისმგებელია მემორანდუმით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო, ხოლო კურსის მონაწილე სტუდენტების შერჩევაზე პასუხისმგებლობას უნივერსიტეტი აიღებს. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე სტუდენტებზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ სტაჟირება, დასაქმების პერსპექტივით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიარონ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მანქანა გაზზე იყო… ბავშვები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ – რა არის ამ დროისთვის ცნობილი კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე

გურჯაანში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს გლოვობენ. ადგილობრივები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ისინი  ერთმანეთის ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია.მოზარდები ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ.  საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, შეჯახების დრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.როგორც სოფელში ამბობენ, არასრულწლოვანმა მანქანა პაპას სთხოვა, რომელიც თავიდან უარს ეუბნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დათანხმდა შვილიშვილისთვის მანქანა ეთხოვებინა. როგორც ამბობენ, მოზარდმა  მანქანის ტარება იცოდა.ადგილობრივების ცნობით, მანქანა გაზზე იყო, ამიტომ შეჯახების დროს ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მოზარდებმაც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს.შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობილია გურჯაანში ავარიის დროს დაღუპული ბავშვების ვინაობა

გურჯაანში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს გლოვობენ. ადგილობრივები ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.სოფელ მელაანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად სამი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ისინი  ერთმანეთის ნათესავები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილში დამწვარი ბიჭები დეიდაშვილები, ხოლო გოგონა - მათი ბიძაშვილია.საჭესთან, სავარაუდოდ, 14 წლის მოზარდი იჯდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, მანქანა გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილია მხოლოდ ორი მგზავრი.შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სკანდალი იტალიურ მედიცინაში – 2 წლის ბავშვს შეცდომით დაზიანებული გული გადაუნერგეს

იტალიაში, 2 წლის ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება მას შემდეგ, რაც მას ტრანსპორტირებისას დაზიანებული დონორის გული გადაუნერგეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, ექვსი ექიმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.შემთხვევა დეკემბერში მოხდა.  თანახმად,  როდესაც დონორის ორგანო ქალაქ ბოლცანოდან ნეაპოლში გადაჰქონდათ, გული არასწორ კონტეინერში მოათავსეს, სადაც ის პირდაპირ კონტაქტში იყო მშრალ ყინულთან. ყუთს ასევე არ ჰქონდა თერმომეტრი, რის გამოც სამედიცინო ჯგუფმა ვერ შეამჩნია კრიტიკულად დაბალი ტემპერატურა.ბავშვის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ორგანო დანიშნულების ადგილზე „ყინვისგან დამწვარი“ ჩავიდა.ტრანსპლანტაციის შემდეგ, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და ის აპარატზეა შეერთებული.ექიმთა სპეციალური ჯგუფი ამჟამად მსჯელობს, რამდენად შესაძლებელია განმეორებითი ოპერაციის ჩატარება, რადგან აპარატზე ხანგრძლივად ყოფნა სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების რისკს ზრდის.ბავშვის დედამ დახმარებისთვის რომის პაპსაც მიმართა.იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, ორაციო შილაჩის განცხადებით, მომხდარი დეტალურად შეისწავლიან.

ილია მეორე დიდი მარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს და კონკრეტულ რჩევას აძლევს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდმარხვის დაწყების წინ მრევლს მიმართავს.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა სამწყსოსადმი დიდმარხვის დაწყების წინ (22.02.2026) დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა...ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.მუდამ თქვენთვის მლოცველიილია IIსრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

დღეიდან დიდი მარხვა იწყება – როგორ ვიმარხულოთ სწორად და რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის შესახებ

დიდი მარხვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ეს დრო განწმენდისა და სულიერი გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ადამიანი საკუთარი სხეულის და სულის გაძლიერებაზე, ლოცვაზე, თავშეკავებასა და სინანულზე ფიქრობს. მარხვის დროს ადამიანები უარს ამბობენ ხორცსა და სხვა ცხოველურ პროდუქტებზე, ასევე ცდილობენ სულიერად და ფიზიკურად უფრო გაწონასწორებულ ცხოვრებას.დიდი მარხვა 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს დასრულდება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით.ამ პერიოდში აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღეები:28 თებერვალი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) - დიდმოწამე თეოდორე ტირონისა8 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) - ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება22 მარტი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) - ღირსი იოანე სინელის ხსენება29 მარტი (დიდი მარხვის V კვირიაკე) - ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება4 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) - მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი5 აპრილი - ბზობა - იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში7 აპრილი - ხარება - ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარება26 აპრილი (აღდგომიდან III კვირიაკე) - მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა3 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) - მართალი ტაბითასი21 მაისი - ამაღლება იესო ქრისტესი31 მაისი - სულთმოფენობა - სულიწმიდის გარდამოსვლამიცვალებულთა ხსენების დღეები:დიდმარხვის II შაბათი - 7 მარტი დიდმარხვის III შაბათი - 14 მარტი დიდმარხვის IV შაბათი - 21 მარტიროგორ დავიცვათ მარხვა სწორად? მარხვა არ არის მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება, ის სულიერი განწმენდის პერიოდიცაა. მარხვის დროს საჭიროა უარის თქმა არა მხოლოდ ხორცსა და ცხოველურ პროდუქტებზე, არამედ ცუდ აზრებზე, წყენასა და ბოროტებაზე. ეს არის დრო, როდესაც ადამიანი უნდა დაფიქრდეს საკუთარ ცხოვრებასა და სულიერ მდგომარეობაზე, ილოცოს და უკეთესი გახდეს.რა პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი?მარხვის პერიოდში არ იკრძალება მხოლოდ ხორცი, არამედ რძის პროდუქტები, კვერცხი და ზოგ შემთხვევაში თევზიც (გარდა ხსნილის დღეებისა).

ბოლო სიახლეები