კვირა, ივლისი 27, 2025

სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – „ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი ბიოტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ბიოტექნოლოგიების კვირეული, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, 14-18 წლის მოზარდებისთვის ტარდება, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარებას, აგროტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიების სწავლების მნიშვნელობის გაზრდასა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორთა აქტიურად ჩართვას.

სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აგრარული მიმართულებებით. პროექტის ფარგლებში 50 მონაწილე ინტენსიურად გადის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბიოტექნოლოგიებისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, მონაწილეები ესწრებიან „მენტორინგ სესიებს“, რა დროსაც საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე მუშაობენ, დასკვნით ეტაპზე კი საკუთარ იდეებს წარადგენენ.

ეკოლოგიის დოქტორ, პროფესორ მაია კუხალეიშვილის თქმით, ბიოტექნოლოგიის ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დანიშნულებაა მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევა, ასევე აღნიშნული ტექნოლოგიების მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება-გავრცელება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია, კულტივირება და მდგრადი გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მიკრობული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა და ხეხილოვანი კულტურების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება-დანერგვა.

„ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა, კვლევებით შესაძლებელი გახდეს სუფთა პროდუქტის მიღება. კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებია. მათი მიწოდება შესაძლებელია ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების განვითარებას საქართველოში. ფიტოგენეტიკური რესურსის – სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებავი, სანელებელი, შხამიანი – და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება გლობალური კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით ძალზე აქტუალურია. შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამავე დროს მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია მცირემიწიანი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მქონე საქართველოსთვის. კურკოვანი ხილის და ყურძნის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია საშუალებას მისცემს ფერმერებს, აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეინახონ მაქსიმალური დროით, მინიმალური დანაკარგებით და მოახდინონ მათი რეალიზაცია ზამთრის პერიოდში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც. ამ მისიის შესრულება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა-განახლება (კოლექცია); კარტოფილის ტუბერიზაცია in vitro პირობებში და მიკროტუბერების გატანა ღია გრუნტში ელიტური თესლის მიღების მიზნით და კაკლის in vitro მცენარეების მიღება; ნიადაგის და ბოსტნეული კულტურების ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის და ფუნგიციდის მოქმედების შედარებითი შესწავლა მცენარისა და ნიადაგისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად; სამკურნალო, არომატულ, თაფლოვან, საღებავ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება; მდგრადი გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში; კურკოვანი, კენკროვანი ხილის, სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და ბიოქიმიური კვლევა. ახალგაზრდებს სწორედ ამ მიმართულებებზე ვესაუბრეთ და ლაბორატორიები დავათვალიერებინეთ”, – განაცხადა მაია კუხალეიშვილმა.

როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე აცხადებს, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარება ყოველდღიურად ცვლის ცხოვრებას, ამ ფონზე კი ინოვაციებისა და მეცნიერების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანია.

„ბიოტექნოლოგიების კვირეულის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, რადგან ეს ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარები. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვართ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ქვეყანაში. უნივერსიტეტის გამოცდილება, პროფესიული რესურსი და ინფრასტრუქტურა აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, ახლოს გაეცნონ ბიოტექნოლოგიის, აგროტექნოლოგიისა და ინოვაციების სამყაროს, რაც საბოლოოდ განამტკიცებს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას და ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი აღჭურვილია რეგიონში უნიკალური ლაბორატორიებით. აქ წარმოებული კვლევები კი მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები იმდენად დაინტერესდნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებით, რომ მასში ჩართვის სურვილი გამოთქვეს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა…“ – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

27 ივლისს საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ქ. თბილისში 27-28 ივლისს ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27-28 ივლისს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი)  27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +38 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):27-28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +35 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +38 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +36 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ივლისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. 28 ივლისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება.ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge

დედამიწას ახალი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება – რას უნდა ველოდოთ?

27 ივლისს, დედამიწაზე მოსალოდნელია G1 კლასის მაგნიტური ქარიშხალი.Meteoagent-ის პროგნოზით, 26 ივლისის განმავლობაში მაგნიტური აქტივობის K-ინდექსი იქნება მხოლოდ 2 ან 3, რაც ნიშნავს, რომ მაგნიტოსფერო მშვიდი დარჩება. თუმცა, 27 რიცხვიდან ვითარება შეიძლება შეიცვალოს.შეგახსენებთ, რომ ადრე Geomagnetism-მა გამოაცხადა, რომ 23 ივლისს მზის დისკოს ცენტრიდან მოხდა ამოფრქვევა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ შეიძლება მოახდინოს გავლენა დედამიწაზე 27 ივლისის განმავლობაში, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ არის ცნობილი.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას

ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ აღნიშნულია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.ამასთან, შვედეთის საგარეო უწყებას გაზიარებული აქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადება.ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი მკაცრად გმობს პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ, რომელიც სასიცოცხლო როლს ასრულებს საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებაში“. 

ევროპის ახალგაზრდულ პარათამაშებზე პარატაეკვანდოისტმა ნატა ოჩგავამ ოქროს მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები მიმდინარეობს. ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ნატა ოჩიგავამ (-57 კგ) ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს მეოთხე მედალია. მანამდე ტურნირზე ჩემპიონობა ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ანა ჯაფარიძემ იზეიმა, სანდრო მარგველაშვილი პარატაეკვანდოში ვიცე-ჩემპიონი გახდა, ზაკო მუშკუდიანი კი პარაცურვაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.საქართველოს ნაკრები პარასპორტის სამ სახეობაში ცხრა პარაათლეტით არის წარმოდგენილი. ევროპის ახალგაზრდული პარათამაშები 28 ივლისამდე გაგრძელდება.ქართველი პარასპორტსმენები ტურნირზე ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.ინფორმაციას პორტის სამინისტრო ავრცელებს.

თვალჭრელიძის ქუჩაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა – 4 დაკავებულის...

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები არიან, სასამართლომ 2 000 – 2 000-ლარით დააჯარიმა.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.ცოტა ხნით ადრე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.ნაწილი მათგანის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები