ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოებისა და საბერძნეთის მწერალთა კავშირი საპატიო წევრის, საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარშია აღნიშნული, რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში.

„მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების გარდაცვალება ტოვებს იმ სიცარიელეს, რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებით ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დააკლდა მკვლევარი, რომელმაც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებებს ახალი, მეთოდოლოგიურად გამართული კვლევითი პერსპექტივა მისცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი იმ სამეცნიერო სივრცის ფორმირებაში, სადაც ჰუმანიტარული განათლება და მეცნიერება ისტორიის, ენის და ეროვნული იდენტობის გააზრების საფუძველია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა სახელით ვუსამძიმრებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, აღზრდილებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში “, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისათვის, რისმაგ გორდეზიანი 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ენერგიულად დებს ძალისხმევას ამ პროცესში, რათა მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ენერგიულად დებს ძალისხმევას ამ პროცესში, რათა მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.„მოგიყვებით, რა ეტაპზე ვართ ამჟამინდელ ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, იღებს საკმარისად ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, შეჩერდეს კრიზისი და მივიდეთ შეთანხმებამდე, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესია, რომ შეიქმნას მშვიდობისთვის ხანგრძლივი პირობები როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ აშშ-თან მომდევნო კონტაქტების ეტაპზე მიაღწიონ სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის სფეროში შეთანხმებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ტრენინგს ჩაატარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის გუნდის და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმროში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს.სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდების პროფესიული ზრდას უწყობს ხელს.„დღევანდელი ინჟინერიული განათლება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ აუდიტორიული გამოცდილებით. თანამედროვე შრომითი ბაზარი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ფლობენ პროფილურ კომპეტენციებს, არამედ იცნობენ ინდუსტრიის დინამიკას, საჭიროებებს და იციან, როგორ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში. სწორედ ასეთ ფორუმებში მონაწილეობა აძლევს სტუდენტებს საშუალებას, შეამოწმონ საკუთარი პროფესიული მზაობა, გაეცნონ სექტორულ მოთხოვნებს და მიიღონ გადაწყვეტილება. ფაკულტეტისთვის ეს არის უკუკავშირის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და შრომითი ბაზრის სწრაფ ცვლილებებზე“, - აცხადებს დეკანი.სტუ-ის ინფორმაციით, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს.„სტუდენტებისთვის ტრენინგი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კომპანიების ექსპერტების ჩართულობით, როგორიცაა ავსტრია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც პროფესიული, ისე ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით. ამ ფორმატის თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ ინჟინრული პრაქტიკის ევროპული სტანდარტები, ინტეგრირდნენ მრავალპროფილურ გუნდებში. გარდა ამისა, მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს იმ ტიპის ინჟინრის ფორმირებას, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზეც კონკურენტუნარიანია. უნივერსიტეტისთვის ასეთი სტაჟირებები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების“, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

დიმიტრი ხუნდაძე – უკვე მიჩვეული ვართ, რომ ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნები, მათი მიზანია რევოლუცია

ოპოზიციის მიზანი არ არის არჩევნები, მათი მიზანია ის, რასაც ხშირად ახსენებენ – რევოლუცია, მაგრამ, რეალურად, ეს მათი შეუმდგარი სურვილი იქნება. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, წარვადგინეთ კანდიდატები, გვაქვს საარჩევნო პროგრამა, ვიწყებთ მოქალაქეებთან საარჩევნო კომუნიკაციას და გვაქვს მოლოდინი, რომ დავდებთ მაღალ შედეგს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.მისი თქმით, ოპოზიცია ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის.​„ოპოზიცია ემზადება, რომ შემდეგ იყვიროს. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ, მაგრამ გაყოფაც არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რა დავალებაც გარედან მიიღეს –  ნაწილმა ქუჩა უნდა შეინარჩუნოს, ნაწილი უნდა ეცადოს, თუნდაც ერთი-ორი წარმომადგენლით საკრებულოში შევიდეს და ატეხონ აურზაური. ერთიც და მეორეც მიუღწეველია. ორად გაიყოფიან თუ სამად, ერთნი არიან. შედეგი იქნება, რომ მათ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს საზოგადოება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად - პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია.პარიზელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგეს

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

ბოლო სიახლეები