ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი იაპონიაში გლობალური ექსპერიმენტის ახალ მიღწევებზე იშვიათი ელექტრონების მაძიებელ მკვლევრებთან კოლაბორაციაში მუშაობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინერთა ჯგუფი ტოკაიში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, იაპონიის პროტონების ამაჩქარებლის კვლევით კომპლექსში (J-PARC – Japan Proton Accelerator Research Complex) მიმდინარე გლობალური COMET ექსპერიმენტის ახალ მიღწევებზე იშვიათი ელექტრონების მაძიებელ ცნობილ მკვლევრებთან კოლაბორაციაში მუშაობას აგრძელებს და სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის უნიკალურ ტრეკულ დეტექტორებს ქმნის.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც სტუ-ში აღნიშნავენ, J-PARC-ის მაღალტექნოლოგიურ სივრცეში, COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, ელემენტარულ ნაწილაკებთან დაკავშირებული იშვიათი და უნიკალური მოვლენების ძიება-დამზერა მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, რომელსაც დეტექტორების მშენებლობაში თავისი სოლიდური წვლილი შეაქვს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, COMET ექსპერიმენტის უმთავრესი მისია მიუონის ელექტრონად გარდაქმნაზე დაკვირვებით ფიზიკის კანონების გადამოწმებაა. რექტორის თქმით, ამ ურთულესი სამეცნიერო მომენტის დასაფიქსირებლად მეცნიერებს განსაკუთრებული მგრძნობელობის ტრეკული დეტექტორი ესაჭიროებათ.

„სწორედ აქ ერთვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მაღალკვალიფიციური ჯგუფი. მისი წევრები არიან ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ- ინჟინერთა ჯგუფების ლიდერი CERN-ის CMS და იაპონიის COMET ექსპერიმენტებში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, მეცნიერ-თანამშრომლები: ნიკოლოზ წვერავა, დავით ჩოხელი, რომან აბრამიშვილი, თენგიზ ტორიაშვილი და გიორგი ადამოვი. მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტრუმენტაციაში სპეციალიზირებულმა ჩვენმა მეცნიერებმა იაპონელებთან თანამშრომლობით წარმატებით განახორციელეს ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა – Straw Tracker დეტექტორის სისტემის შექმნა, აწყობა და ტესტირება. „სტროუები“ ულტრამსუბუქი, გაზით სავსე მილებია, რომელთა კედლები ადამიანის თმაზე თხელია. მათში დამუხტული ნაწილაკის გავლისას სუსტი ელექტრული სიგნალი წარმოიქმნება. ათასობით სტროუს ერთმანეთზე შეერთებით იქმნება გადაფარული სამუშაო არე, რომელსაც შეუძლია ნაწილაკების ტრაექტორიის მიკროსკოპული სიზუსტით თვალყურის დევნება.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე შექმნილია სტროუ ტრეკული მილების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც დამზადდა 10 მმ სტროუ მილები COMET ექსპერიმენტისათვის. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთა უდავოდ დიდი წარმატებაა. „ტრეკული დეტექტორის“ შექმნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო წრეების ცნობადობა და რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მეცნიერებთან ერთად ჩვენი სტუდენტებიც მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტროუ ლაბორატორიაში წარმოებული მილები უკვე გაგზავნილია იაპონიაში – KEK-სა და J-PARC-ში“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობილი ფიზიკოსის, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციის (KEK) ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (Institute of Particle and Nuclear Studies, IPNS) პროფესორ ჰაჯიმე ნიშიგუჩის (Hajime Nishiguchi) შეფასებით, COMET ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მონაწილეობა კლიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

„COMET ექსპერიმენტის გამოწვევა უნიკალურია: ის ეძიებს უკიდურესად დაბალი ენერგიის ელექტრონებს. სტანდარტული დეტექტორები კი ძალიან სქელი ან მრავალი დანაკარგის მქონეა, რა დროსაც გაიბნევა ან შთაინთქმება ზუსტად ის ნაწილაკები, რომელთა შესწავლასაც მეცნიერები ცდილობენ. სწორედ აქ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ექსპერტიზა. ისინი ქმნიან სისტემას, რომელიც წარმოუდგენლად მსუბუქია და მექანიკურად საკმარისად მტკიცე, რომ გაუძლოს მაღალი ინტენსივობის ნაკადებს, მაგნიტურ ველს 5 ტესლამდე და გამართულ მუშაობას ვაკუუმში. TOKAI-ში მომუშავე ქართველი მეცნიერებისთვის ყოველდღიური რეალობა ზუსტი გაზომვებისა და აპარატურის მომზადების პრეცეზიული პროცესია. მათი სამუშაო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამოცანების მექანიკური შესრულება“, – ამბობს პროფესორი ჰაჯიმე ნიშიგუჩი.

J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინერთა ჯგუფი პასუხისმგებელია დეტექტორის მოდულების სრულ სასიცოცხლო ციკლსა და სამომავლოდ მათ გამართულ მუშაობაზე. როგორც სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე აღნიშნავს, შესასრულებელ სამუშაოთა შორისაა: ზუსტი გაზომვა, რაც მოიცავს ათასობით ინდივიდუალური სტროუ მილის დაჭიმულობისა და განლაგების შემოწმებას მიკრონების სიზუსტით; ელექტრონიკის ინტეგრაცია, რაც გულისხმობს მგრძნობიარე წამკითხველი ელექტრონიკის აწყობა-მონტაჟს – გაზის ურთიერთქმედებების ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის მიზნით; და სისტემის ტესტირება, რაც მოითხოვს მოდულების მკაცრი „სამუშაო პირობების“ უზრუნველსაყოფად ტესტების ჩატარებას – შემდგომში ექსპერიმენტის ინტენსიური რადიაციულ გარემო-პირობებში მათი გადატანის მიზნით.

„ეს არის სამუშაო, რომელიც მოითხოვს ფიზიკოსის ინტუიციისა და ინჟინრის პრაქტიკულობის იშვიათ კომბინაციას. COMET კოლაბორაციის ფარგლებში, ახალი აპარატურის შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფი აღიარებულია მაღალპროფესიონალთა გუნდად. თუ COMET ექსპერიმენტი წარმატებით წარიმართება, ის მოგვაწვდის „ლეპტონის არომატის დარღვევის“ პირველ მტკიცებულებას – აღმოჩენას, რომელიც ფარდას ახდის ფიზიკის სტანდარტულ მოდელს მიღმა ფიზიკას. ამ მტკიცებულების მოსაძებნად, დეტექტორმა უნდა განასხვავოს კონკრეტული „სიგნალის“ ელექტრონი მილიონობით სხვა ნაწილაკის ფონისგან. განსაკუთრებული მგრძნობელობის დეტექტორის სისტემა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ამუშავებს, სპეციალურად არის შექმნილი, რომ დაიჭიროს დაბალი ენერგიის ელექტრონების უპრეცედენტო (10-17 ) მგრძნობიარობა“, – აღნიშნავს სტუ-ის მეცნიერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ია მეტრეველი-სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს...

დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. 2006 წლის 28 იანვარს გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს. 20 წლის შემდეგ მის მკვლელობაზე გამოძიება ისევ გრძელდება.,,სანდროთი და ბუტათი დაიწყეს ქვეყნის უბედურება ,სანდროთი და ბუტათი დამთავრდა ნაცების ძალაუფლება.თუმცა, სათანადოდ მაინც არავინ დასჯილა ,გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ,რის შედეგებსაც დღეს ვიმკით. ეს მკვლელები კიდევ რომ ამდენს ბედავენ , საერთოდ ხმას რომ იღებენ და "მშვიდობიან" რევოლუციებს ცდილობენ- წერს ია მეტრეველი.

მარკო რუბიო – უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს

უკრაინისთვის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ზოგადი შეთანხმება არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„უსაფრთხოების გარანტიებზე ბევრი საუბარია. ეს არის ის, რაზეც ამჟამად, უკრაინის შემთხვევაში, გვაქვს ზოგადი შეთანხმება. თუმცა, ეს უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად გულისხმობს მცირე რაოდენობით ევროპული ჯარისკაცების, ძირითადად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის განლაგებას და შემდეგ აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილ დამცავ მექანიზმს. სინამდვილეში, უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმია. მე არ ვამცირებ იმ ფაქტს, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზადაა ომის შემდგომ ჯარები განათავსოს უკრაინაში. რასაც მე აღვნიშნავ, არის ის, რომ ეს აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი დამცავი მექანიზმის გარეშე უმნიშვნელოა. და მიზეზი, რის გამოც გჭირდებათ ასეთი ძლიერი აშშ-ის დამცავი მექანიზმი, არის ის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ბოლო 20 ან 30 წლის განმავლობაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩადეს საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში. ახლა, იმედია, ეს შეიცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ეს უკვე შეიცვალა. მაგრამ ეს არის ფაქტი, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან“,- განაცხადა რუბიომ.რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში დარჩენილი მთავარი საკითხი ტერიტორიას ეხება.„ვიცი, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმის დასანახად, შეიძლება თუ არა ორივე მხარის პოზიციების შეთანხმება ამ საკითხზე. ეს არის ხიდი, რომელიც ჯერ ვერ გადავკვეთეთ. ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული, მაგრამ სულ მცირე, შევძელით საკითხების დაყვანა ერთ ცენტრალურ საკითხამდე და ეს, ალბათ, ძალიან რთული იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის საკითხი, რომელზე მუშაობაც გრძელდება”,- განაცხადა რუბიომ.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური სირთულე უკრაინისთვის არის, რომ საერთოდ განიხილოს ტერიტორიის გაცვლის იდეა.„რუსეთის შემთხვევაში, ისინი ორწელიწად-ნახევარია, ეუბნებიან თავიანთ ხალხს, რომ ამ ომს დამაჯერებლად იგებენ. ასე რომ, ხალხი დაინტერესდება, რატომ ვთმობთ ტერიტორიას, თუ ასე ძლიერად ვიმარჯვებთ?”, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან კავშირზეა „ალბათ, დღეში 10-ჯერ”. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მსურველთა კოალიცია“ აგრძელებს მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას.„ჩვენ განვიხილეთ გასულ კვირას, აბუ დაბიში დაწყებული მოლაპარაკებების პროგრესი. შევთანხმდით, რომ ევროპელები სრულად უნდა იყვნენ ჩართული იმ დისკუსიებში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ“,- აღნიშნა მაკრონმა.მაკრონის თქმით, საფრანგეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.„ჩვენ ევროპულ დონეზე ახალ სანქციებზე ვმუშაობთ და გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის შეზღუდვის მიზნით“, – განაცხადა მაკრონმა.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუშინ, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სამგზავრო მატარებელზე თავდასხმა მიუღებელია. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს რუსეთის თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.„საფრანგეთის პოზიცია ნათელია: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა მან თავი დაიცვას და დაამარცხოს რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის ომი“,- წერს მაკრონი.თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში გამართული შეხვედრები და ასევე ახალი შეხვედრები განიხილა, რომლებიც შესაძლოა, მოგვიანებით ჩატარდეს.„განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული მდგრადობა. უახლოეს მომავალში უკრაინა საფრანგეთიდან გენერატორებს მიიღებს. წელს ასევე დამატებით მივიღებთ ფრანგულ თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საჰაერო ბომბებს. გმადლობთ!”,- წერს ზელენსკი.

ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა – ხათუნა ხოფერია

„ამინდზე რომ არის საუბარი, შეიძლება კლიმატზე იყოს და შეიძლება პოლიტიკურ ამინდზე იყოს საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ვერ შედგა ჰელსინკის კომისიაში ის პოლიტიკური ამინდი, სადაც შეიძლებოდა იმ დოკუმენტის გატანა...“, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე, რომელიც ინდოეთში გავრცელდა

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან.სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს, ხოლო ინფიცირებულ პაციენტებს კოლკატის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.და მაინც, რა არის ნიპას ვირუსი? — ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალიც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიპას ვირუსი ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ძირითადად — ღამურების მიერ დაბინძურებული ხილიდან. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 4-იდან 21 დღემდე გრძელდება.NiV-ს ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგან ამ დროს კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად ხველა, ქოშინი ან პნევმონია.ნიპას ვირუსის ყველაზე სერიოზული გართულება ტვინის ანთება, ანუ ენცეფალიტია. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ნევროლოგიური სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად დაბნეულობა ან უკიდურეს შემთხვევებში კომა. ზოგ პაციენტს მენინგიტიც უვითარდება.არის თუ არა საქართველოში გავრცელების რისკისაქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.„ეჭვი მაქვს, „ნიპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.როგორ ხდება მისი პრევენციაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიპას ვირუსის პრევენცია ინფიცირებულ ცხოველებთან ან ადამიანებთან კონტაქტის შემცირებით არის შესაძლებელი. ასევე, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ის დაბინძურებული საკვებიდანაც ვრცელდება.სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით საფრთხილოა ფინიკის პალმის წვენის უმად მიღება. ასევე, ღამურის ნაკბენების მქონე ხილის ჭამაც. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ადამიანებს, რომელთა ფერმებიც ისეთ რეგიონებში მდებარეობს, სადაც ხილის მჭამელი ღამურები ბინადრობენ. და რა თქმა უნდა, როგორც ყველა ვირუსული ინფექციის დროს – აქაც საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა – პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ა.შ.წარსული გამოცდილებანიპას ვირუსის შემთხვევები 2001 წელს ბანგლანდეშშიც დაფიქსირდა და მას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლეთ ბენგალის შტატში ვირუსის აფეთქებას 2001 და 2007 წლებშიც ებრძვოდა.ნიპას ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ინდოეთის ხელისუფლებამ 2018 წელსაც გაავრცელა – მაშინ ის კერალას შტატში დაფიქსირდა. სხვათა შორის, გასულ წელს 17-12 ივლისის პერიოდში ვირუსმა კერალას შტატში კვლავ იფეთქა. თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ჯერზე შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ, მათ ვირუსთან გამკლავება შეძლეს.

ბოლო სიახლეები