შაბათი, მარტი 15, 2025

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნესტორ ლაბარტყავა აცხადებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნესტორ ლაბარტყავამ 2016 წელს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და მოწვეული მასწავლებლის რანგში საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, სალექციო კურსები მიჰყავდა.

„უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, სტუდენტებს, რომლებმაც უკვე აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ან/და აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა, ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ, მთავარია ის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოიყენოს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და სამომავლოდ გახდეს წარმატებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი. მომავალ თაობას შესწევს უნარი კარგ განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების მეშვეობით მიიღოს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებული კარიერული წინსვლის საწინდარი გახდება. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მრავლისმომცველი სამეცნიერო ლიტერატურით გამოირჩევა“, – განაცხადა ნესტორ ლაბარტყავამ.

ცნობისთვის, ნესტორ ლაბარტყავა 2015-2017 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ინიცირებულ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მისვლა, ნებისმიერ სპეკულაციაზე დიდი წერტილია დასმული

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციაზეა გამოსული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეერთებული შტატების ელჩის მისვლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ვერ მოხდებოდა.„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ ის მარცხი, რაც განიცადა პოლიტიკური, ქუჩაში, პარლამენტში, უცხოეთში, როგორმე გაამართლოს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები რეალურად არის გამოსული კომუნიკაციაზე საქართველოს ხელისუფლებასთან. ის ფაქტი, რომ თავად შეერთებული შტატების ელჩი მიდის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია, თავისთავად ეს არ ხდება, ტრამპის ადმინისტრაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ისიც ბუნებრივია, რომ ტრამპის ადმინისტრაციას რა პოლიტიკაც აქვს, ძალიან კარგად იციან ამერიკაში, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს იგივე პოლიტიკა ღირებულებებთან პარტნიორობასთან, მშვიდობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ბუნებრივიც იყო, რომ შეერთებული შტატების ელჩი ზუსტად იმ გზავნილებს ეტყოდა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ გარკვეული რებრენდინგი უნდა მოხდეს, აღდგენა ურთიერთობების, რაც დააზიანა ბაიდენმა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა დააზიანა ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართევლოსთანაც დაეზიანებინა.„და რა გასაკვირია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ურთიერთობები საქართველოსთან დაეზიანებინა, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გასაკვირი არ არის, რომ ურთიერთობები დაზიანებულია ბევრ ქვეყანასთან და მათ შორის, საქართველოსთან, ამიტომ, ასევე ბუნებრივია, რომ შეერთებული შტატების ელჩი ახლა ცდილობს, რომ აღდგეს ურთიერთობები ამერიკა – საქართველოს შორის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.მისი თქმით, არსებობს გამოთქმა, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო და სწორედ ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩის მისვლა.„დიდი წერტილია დასმული ნებისმიერ სპეკულაციაზე, როდესაც ამერიკის ელჩი პირდაპირ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, რომ აღიარებს ლეგიტიმაციას საქართველოს ხელისუფლებისა და მეორე, თვლის, რომ უნდა მოხდეს ურთიერთობების განახლება საქართველო-შეერთებულ შტატებს შორის. ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამე აქვს დარჩენილი, რომ ვინ სად გადანაწილდება, ვინ პენსიაზე წავა და ვინ სხვა საქმეს მიყოფს ხელს, ამაზე უნდა იფიქრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს – ჯეი...

ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ მას სურს აყვავებული ევროპის ხილვა, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს.„მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ ევროპასთან ბევრი საერთო გვაქვს. დიახ, ევროპელები ხანდახან მაღიზიანებენ და მათთან გარკვეულ საკითხებზე არ ვთანხმდები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დასავლური ცივილიზაციის აკვანია. ქრისტიანული ცივილიზაციის მთელი იდეა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებამდე მიგვიყვანა, ევროპაში ჩამოყალიბდა. კულტურული კავშირები, რელიგიური კავშირები - ეს ყველაფერი პოლიტიკურ უთანხმოებებს მიღმა გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.„მაგრამ ვფიქრობ, ევროპა ცივილიზაციური თვითმკვლელობის რისკის წინაშე დგას. ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ თავიანთი საზღვრების კონტროლი. ხედავთ, რომ ისინი ამის წინააღმდეგ გამოდიან და ეს კარგია. ხედავთ, რომ ისინი იწყებენ საკუთარი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. მე მინდა, რომ ევროპა აყვავებული იყოს, მინდა, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი მოკავშირე, და ამის ნაწილი არის ის, რომ ევროპამ პატივი უნდა სცეს საკუთარ ხალხს, საკუთარ სუვერენიტეტს და ამერიკა ამას მათ ნაცვლად ვერ გააკეთებს“, - დასძინა ჯეი დი ვენსმა.

„მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, წინსვლა გვაქვს, ვნახოთ, რა გამოვა“ – პუტინი

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.მისი თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და პირობა მისცა, რომ ალყაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, კურსკის ოლქში არიან, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება."ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონი ტრამპის დღევანდელი მიმართვა უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადასარჩენად, რომელთაგან ზოგიერთი ბლოკირებულია რუსული ჯარების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრის ზონაში. იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ გარანტირებული ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნება და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და რუსეთის ფედერაციის კანონებთან შესაბამისობაში. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრეზიდენტი ტრამპის მეთაურობით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თუნდაც რამე აღდგეს იქიდან, რაც ნულამდე იყო დაყვანილი და განადგურებული წინა ადმინისტრაციის მიერ. როგორც ყველამ იცის, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. შედგა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კონტაქტები ამერიკელ კოლეგასთან. ზოგადად, წინსვლა გვაქვს. ვნახოთ, რა გამოვა", - ამბობს ვლადიმერ პუტინი.

„დოიჩე ველე“ – გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე ვლადიმირ პუტინის განცხადებები მოლაპარაკებების გაჭიანურებაა

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაჭიანურების ტაქტიკას იყენებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სკეპტიკურად უყურებენ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ეს მოლაპარაკებების გაჭიანურებაა.გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უნდა დაისვას კითხვა, „არსებობს თუ არა სერიოზული დაინტერესება, რომ მხარეებმა იმუშაონ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისა და მოგვარების მიმართულებით“.მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი შეგნებულად არ თანხმდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ბერბოკის თქმით, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, - ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყება მოქალაქეებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც ახსენებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბოლო სიახლეები