შაბათი, მარტი 21, 2026

სოფო კილაძე – ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა

 

ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული ორი თვის მანძილზე „ქართული ოცნების“ გუნდმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმუშავა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და Covid19-თან ბრძოლის ფარგლებში.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით – 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ „ქართული ოცნების“ გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა სერვისი, რომელიც ქვეყანაში მუშაობს – სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ.
მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.
სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.
„ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ იუნისეფთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ,“ – განაცხადა სოფო კილაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.
დღესვე, ბრიფინგზე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა.
„დიდი პატივია ჩემთვის ვიმყოფებოდე საქართველოს პარლამენტში და თქვენთან ერთად აღვნიშნავდე ბავშვთა უფლებების დაცვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობთ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე, რომლებზეც იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. ზოგ ოჯახს სჭირდება ინტერნეტი ბავშვის სწავლისთვის, მაგრამ არ აქვთ. ყველა ჩვენგანს აქვს სპეციალური საჭიროებები, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება“, – აღნიშნა ღასან ხალილმა, მისი თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პარლამენტისგან, მთავრობისგან, იუნისეფისგან.
მისივე განცხადებით, პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა”- Le Figaro ილია მეორეზე წერს

"მან საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური განვლო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ერისთვის უმთავრეს მორალურ საყრდენად იქცა" - ასე ეხმაურება Le Figaro ილია მეორის გარდაცვალებას.ფრანგული გაზეთი პატრიარქის ბიოგრაფიის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ "უდიდესი ავტორიტეტის მქონე საქართველოს ეკლესიის რიგით 141-ე კათალიკოსმა, გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლიტიკური კრიზისების დაძლევაში და ხშირად იყო მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს შორის".

ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს- რა ამბავს იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი ილია...

,,მინდა ამ სურათის ისტორია გიამბოთ. ბერლინში, გულის ოპერაციის შემდეგ, უწმინდესს რეაბილიტაციაზე გაჩერება მოუწია რამდენიმე კვირით. მე ლონდონიდან ჩავედი, რომ მენახა. დილით მივდიოდი და საღამოს ლოცვამდე ვჩერდებოდი. ახალ საგალობელს წერდა. უწმინდესი მელოდიას მღეროდა და სვიმონ ჯანგულაშვილს ნოტებზე გადაჰქონდა. ერთხელ, საუზმეზე, მკითხა: – დღეს რა ნახეთ, აქ რომ მოდიოდით? მეც ვუყვები, რომ ტიერგარდენში, რომელიც სასტუმროს გვერდით იყო, ვნახე ძალიან საინტერესო კომპოზიცია სამი კომპოზიტორის ძეგლი: ბეთჰოვენი, მოცარტი და ჰაიდნი. ვინაიდან რაიხსტაგის სიახლოვესაა, მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ძეგლი დაინგრა და 2000 წელს ბერლინელებს აღუგენიათ. საუზმის შემდეგ საგალობელზე მუშაობა დაიწყო. უცებ უწმინდესმა სვიმონს უთხრა: – ჩვენ უნდა წავიდეთ, ის ძეგლი ვნახოთ და თან ვილოცოთ. მანდ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა ომის დროს, მათზე ხომ აღარავინ ლოცულობს. წავიდეთ და მათი სულის მოსახსენიებელი ვთქვათ. რამდენიმე წუთში ლიფტში ვიყავით ოთხნი: უწმინდესი, სვიმონ ჯანგულაშვილო, გიორგი დონაძე და მე. დელეგაციის წევრები კლინიკაში იყვნენ წასული. სასტუმროს ფოეში რომ ჩავედით, უწმინდესის მანქანა არ იდგა. სვიმონმა უთხრა, რომ მანქანები ჯერ არ არის და იქნებ მოგვიანებით წავიდეთო, როცა მოვლენ. უწმინდესმა ბრძანა: – მერე რა? ფეხით წავიდეთ. შორს არ იყო, 600 მეტრამდე, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ და ტაქსი გავაჩერეთ. გიორგი გაიქცა, რომ იქ დაგვხვედროდა. ეს სურათიც სწორედ მაშინ გადავიღე, როდესაც ტაქსიდან გადმოვედით და ძეგლისკენ მივდიოდით. მერე ვილოცეთ. სვიმონი და გიორგი გალობდნენ. მე სანთლების ანთება დამევალა. რაიხსტაგის მინის გუმბათი ხეებს შორის მოჩანდა. აი, ასე ლოცულობდა ჩვენი პატრიარქი ყველასთვის''- ამის შესახებ ირაკლი იმნაიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

„შემოგვხედა და თქვა, ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“ – რა ამბავს იხსენებს გიორგი ლომთათიძე ილია მეორესთან დაკავშირებით

ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი, გიორგი ლომთათიძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ისხსენებს, თუ როგორ დაარქვა სახელი მათ თავად ილია მეორემ:„როცა დავრჩით შვიდნი და უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი უნდა დარქმეოდა ანსამბლს. რამდენიმე სახელი შემოგვთავაზეს მეგობრებმა. ერთ-ერთი სახელი იყო „შვიდკაცა“. ჩვენი ტაძრის მოძღვარმა, მამა ილია ნასიძემ შეგვიყვანა შეგვიყვანა უწმინდესთან, დავიჩოქეთ ყველამ, მამა ილიამ კი მოყვა პრეისტორია და ჰკითხა უწმინდესს, რომელ სახელს ამოარჩევდა. შემოგვხედა უწმინდესმა და გვითხრა: ამათ უნდა ერქვათ „შვიდკაცა“,- ამბობს გიორგი ლომთათიძე.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა

„სოსიედადთან“ ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში მოგებულ მატჩში (3:1), „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.ფოტო: Geo Team

დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, აშშ ამას არ გააკეთებს

ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ უახლოვდება თავისი მიზნების შესრულებას.„ჩვენ ვუახლოვდებით ჩვენი მიზნების მიღწევას, რამდენადაც განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას, ირანის ტერორისტულ რეჟიმთან მიმართებაში: 1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული შემცირება; 2. ირანის სამრეწველო თავდაცვითი ბაზის განადგურება; 3 მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების განადგურება, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების; 4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება; 5. ჩვენი ახლოაღმოსავლელი მოკავშირეების, მათ  შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კუვეიტისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.ჰორმუზის სრუტე იქნება დაცული და გაკონტროლდება საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ, რომლებიც იყენებენ მას – აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს იქნება მარტივი სამხედრო ოპერაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები