სამშაბათი, მაისი 19, 2026

სოფიო ხუნწარია: თბილისში ბიბლიოთეკების მოდერნიზება იგეგმება და არა ლიკვიდაცია

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ხუნწარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხდა, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

“ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ თუ რა პროცესები გველოდება, რა პროცესები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, რომელიც ქალაქის საიმიჯო სივრცე უნდა იყოს და არა პირიქით, რაც ახლა ხდება. ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას მოყვა პროტესტი გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს თბილისის მერია, რაც სამართლებრივად გაუმართავია. მეორე საკითხია ის, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნის ფონდების და შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს უკვე სოკო აქვს იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ ყოფნა. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თქვენთვისაც, რადგან გაუსაძლის მდგომარეობაში გიწევთ ყოფნა, შეუსაბამოა ის გარემო, სადაც მუშაობთ და ასევე შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, პრობლემაა დაბალი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონდეთ. იმისთვის რომ გავმართოთ სისტემა, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. რათა ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ”, – მიმართა ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მერიის მხრიდან ა(ა)იპ-ისდაფუძნებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პირველად ვამბობ ამას…“ – ზურა ხაჩიძე პირად ცხოვრებაზე

ზურა ხაჩიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია.მომღერალი გადაცემის ეთერში მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას გაცნობისა და მასზე დაქორწინების ისტორიას გვიყვება.„როგორც ხათუნა ამბობს, შენს ასაკთან შედარებით ბევრი ღირებული თვისება ვიპოვე შენშიო, ის რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო. გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი, ვიღაცებს ჰქონიათ, რომ მარტივი იყო თუნდაც ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება.მე მგონი პირველად ვამბობ ამას, არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა. მათ შორის არც ჩემი სულიერი მოძღვარი, გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე და არ მირჩევდა ეს ნაბიჯი გადამედგა. მე მიყვარდა და გადავდგი ეგ ნაბიჯი და აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი 11:00 საათზე გაიმართება.უცნობია, რა თემაზე გააკეთებს განცხადებას ირაკლი კობახიძე.

ვლადიმერ პუტინი – მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში

მოსკოვი და პეკინი მზად არიან, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის საკითხებში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამგზავრებამდე ვიდეომიმართვაში განაცხადა.გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია, რაც ხასიათდება „ურთიერთგაგებითა და ნდობით“ და ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობით „ძირითადი ინტერესების“, მათ შორის „სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დაცვის“ საკითხებში.„მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვესტუმრები პეკინს ჩემი კარგი მეგობრის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევით. რეგულარული ვიზიტები და მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია, რათა განვავითაროთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრული სპექტრი და გამოვავლინოთ მათი ჭეშმარიტად უსაზღვრო პოტენციალი.დღეს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა ნამდვილად უპრეცედენტო დონეს მიაღწია. ერთად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენი სახელმწიფოების განვითარების წინსვლას ემსახურება. ეს საკითხები პეკინში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგს წარმოადგენს.მჯერა, ჩვენი თბილი და მეგობრული კონტაქტები გვეხმარება მომავლისთვის ყველაზე თამამი მიზნების დასახვასა და მათ რეალობად ქცევაში. რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა აგრძელებს ზრდას და დიდი ხანია, 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა არ არის მიმართული „ვინმეს წინააღმდეგ“.„რუსეთ-ჩინეთის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვან სტაბილიზაციის როლს ასრულებს გლობალურ ასპარეზზე. ამავდროულად, ჩვენ არ ვართ მეგობრები ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ვმუშაობთ მშვიდობისა და საყოველთაო კეთილდღეობისთვის“, — აღნიშნა პუტინმა.ვლადიმერ პუტინის ოფიციალური ვიზიტი პეკინში 19-20 მაისს გაიმართება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან  10 წელი გავიდა."ათი წელი გავიდა...ამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა და დამანახა,ყველაზე მეტად კი იმ დიდი სიყვარულით ცხოვრება ,რომელიც შენ დამიტოვე.ამბობენ გმირები არ კვდებიანო და ეს მართალია - შენ ცოცხლობ ჩვენში. მენატრები  და შენთან გატარებული ყოველი წამით ვცოცხლობ.",-წერს ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავა სოციალურ ქსელში.ცნობისთვის,2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან, 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ე.წ. აფხაზ მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. ოთხოზორია ადგილზე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებულად რაშიდ კანჯი-ოღლი დასახელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლომ სასჯელი 14 წლამდე გაზარდა.გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ რჩებოდა. 2023 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.„ამა წლის 16 მაისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო.დელეგაციაში შედიოდნენ თიატირის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსვინგელოსი იერონიმე.დელეგაციის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცეს და მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს მსოფლიო პატრიარქის ვიზიტზე ისაუბრა და ნუგეშისთვის მათ მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ასევე ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და დელეგაციის წევრების მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები