ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

სოფიო ხუნწარია: თბილისში ბიბლიოთეკების მოდერნიზება იგეგმება და არა ლიკვიდაცია

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაქალაქში არსებული ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც ხუნწარიამ შეხვედრის დასაწყისში განაცხდა, იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

“ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ერთმანეთს და ვისაუბრეთ თუ რა პროცესები გველოდება, რა პროცესები უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, რომელიც ქალაქის საიმიჯო სივრცე უნდა იყოს და არა პირიქით, რაც ახლა ხდება. ვწუხვარ, რომ ბიბლიოთეკების რეფორმას მოყვა პროტესტი გარკვეული ბიბლიოთეკარების მხრიდან. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და არა ლიკვიდაცია.

ბიბლიოთეკა დღეს არის კულტურის სამინისტროს სსიპ-ი და მას აფინანსებს თბილისის მერია, რაც სამართლებრივად გაუმართავია. მეორე საკითხია ის, რომ 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნის ფონდების და შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს უკვე სოკო აქვს იმ ინფრასტრუქტურის გამო, რომელშიც დღეს თქვენ გიწევთ ყოფნა. ასევე, მძიმე მდგომარეობაა თქვენთვისაც, რადგან გაუსაძლის მდგომარეობაში გიწევთ ყოფნა, შეუსაბამოა ის გარემო, სადაც მუშაობთ და ასევე შეუსაბამოა მკითხველისთვისაც. რასაკვირველია, პრობლემაა დაბალი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც გაქვთ, არ უნდა გქონდეთ. იმისთვის რომ გავმართოთ სისტემა, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები. რათა ჩვენ მივიღოთ ახალი ტიპის ბიბლიოთეკები. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ”, – მიმართა ხუნწარიამ ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია, რომელიც მერიის მხრიდან ა(ა)იპ-ისდაფუძნებას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას

თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს  ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალება ,,მეფედრონის“ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, საკვები დანამატებისთვის განკუთვნილ ექვს პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში 6 კილოგრამამდე "მეფედრონის" მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

დონალდ ტრამპი – ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს

დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, მისივე თქმით, ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.„ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით  შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლა კი ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება“.მისივე თქმით, „ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა“.ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“ განხორციელდება.პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.

ბოლო სიახლეები