თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშო ბაღი აშენდა, რომელიც 3 სოფელს მოემსახურება (ასურეთი, შავსაყდარი, ენაგეთი). ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
წლების განმავლობაში სოფლებს ბაღის შენობა არ ჰქონდა და ბავშვები ნაქირავებ სახლში, არასათანადო პირობებში იყვნენ. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ახალი ინვენტარით.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 374 303 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 348 415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 25 888 ლარი.