ორშაბათი, ივლისი 13, 2026

სოსო რობაქიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს პარტია უნდა გაუქმდეს, პირადად მე ჩავუდგები ამას სათავეში, დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა.

როგორც სოსო რობაქიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში ნორვეგიისგან ჯილდოს გადაცემა მიუღებელია.

„სტალინი და ბერია თავისი ხელით კი არ ხვრეტდა ხალხს, სისტემას ქმნიდნენ ისეთს და 37-38 წლამდე იყო რეპრესიული. როცა ნულოვან ტოლერანტობას აცხადებ, როცა ტყვიები არ გენანება… რაკეტების ბრძანება მე გავეცი აფრასიძეების საქმეში? პასუხი არ უნდა აგო? დღეს რომ რაღაც მოხდება, ყველაფერს ხომ აბრალებენ ამ მთავრობასა და ივანიშვილს, ვერ გავიგე, მაშინ რაც მოხდა, იმათ არ უნდა დაჰბრალდეთ? მე ვითხოვ და ჩავუდგები სათავეში ალბათ აპრილ-მაისში, ეს რეჟიმი უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს და მილიონ ათასზე მეტი ხელმოწერა უნდა იყოს. პირადად დავიწყებ ამას და დავანახებთ ევროპასა და ამერიკას, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს არის იმის ბრალი, რომ რეჟიმი არ გასამართლდა. ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი დახვრიტა და თითო კაცის საქმე რომ გამოეძიებინათ, დღესაც დაუმთავრებელი იქნებოდა, რეჟიმი უნდა გასამართლდეს და გაუქმდეს პარტია“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა, ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში კი მათ ფართოდ გაუღეს კარი

ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული ჩანაწერებში, რომლებიც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს ჰქონდა დაგროვილი, მათ შორის, თავიანთივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერებიც იყო. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, „რომ კასრებში იარაღი ინახებოდა, რაც იყო თავდაცვითი ზღუდე, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ“.„სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. როცა ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარი ევროპარლამენტში და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს და მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებას მართავს და მხარს უჭერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში ანტიდემოკრატიული აზროვნების ადამიანი წარმოადგენს, ამის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კალასს არც კი ხვდება, დიალოგში არ...

ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ფორმულას – „ქართველ ხალხს მხარს უჭერს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, პირველ რიგში, დემოკრატიას არ აღიარებს, ამიტომ, ანტიდემოკრატია. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს. რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.შალვა პაპუაშვილის თქმით, კაია კალასი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს.„კაია კალასი პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ კაია კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, ხელისუფლება თავად შევარჩიოთ და კაია კალასის მეურვეობა გვჭირდება. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელით უნდა გვატაროს საქართველო, ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის კარგი, რა – არა. ეს სირცხვილია. ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, რამდენად აცდენილია კაია კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს დემოკრატია. დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება და რაიმე საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში არ რთავენ. ბოლო პერიოდში დაგეგმილია რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, რადგან კაია კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ევროკავშირს ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენელის მხრიდან ქართველ ხალხზე იქნება თავდასხმა? ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან იოსელიანი – ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია –...

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება.იოსელიანს მაგალითად მოჰყავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი განაჩენები და პარალელს ავლებს ელისაშვილის სასჯელზე.„ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი; დავით კეზერაშვილი – 5 წელი; ბაჩო ახალაია – 9 წელი; მეგის ქარდავა – 9 წელი; ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი; ვიქტორ ყაჭეიშვილი – 9 წელი; ოლეგ ფაცაცია – 9 წელი; გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე; გაგა მკურნალიძე – 3 წელი და 4 თვე; და ა.შ…..ალეკო – 13 წელი!“,- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ცურტაველი მიტროპოლიტი პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის მიმართვის შესახებ კითხვაზე – მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს.ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინდივიდუალურადაც მიმართონ.„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.ამასთან, მისი განმარტებით, სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა.„სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი",-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს...

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.„მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების.დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ დავფიქრდეთ ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.

ბოლო სიახლეები