სამშაბათი, თებერვალი 4, 2025

სოზარ სუბარი: წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს – USAID, NED, სოროსი ეს არიან ის ორგანიზაცები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას

წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს – USAID, NED, სოროსი (ფონდი) ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან USAID-სა და NED-ის მისამართით დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისივე თქმით, USAID-ის მისამართით პირდაპირი ბრალდებები გამოითქვა.

„წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს – USAID, NED, სოროსი (ფონდი), ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას. ეს არის სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, ეს არის ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვა და მავნე იდეების ჩანერგვა, ეს არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ბრძოლა ეროვნული ავტორიტეტების წინააღმდეგ და ბრძოლა ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონგრესში მოსმენები იყო, სადაც სახელმწიფო მდივანს უსვამდნენ კითხვებს USAID-ის საქმიანობის შესახებ და სახელმწიფო მდივანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი აფინანსებენ ძალიან ბევრ ისეთ პროექტს, რომელიც არანაირად არ შედის არც აშშ-ის და არც იმ ქვეყნების ინტერესებში, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდებოდა. სუბარის განცხადებით, ერთ-ერთი პროექტი ეხებოდა ნეპალში რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც 0,5მლნ დოლარის გრანტი იყო გამოყოფილი.

„ეს არ არის პროექტების რაღაც 3 თვით გაჩერება, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების დაწყება, რათა გამოიძიონ ის მავნებლობები, რასაც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ეს ორგანიზაციები აკეთებდნენ. განსაკუთრებით ეს გაძლიერდა იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო ენტონი ბლინკენი, ხოლო USAID-ს ხელმძღვანელობდა სამანტა პაუერი“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სამანტა პაუერი ანტიქართული განცხადებები ცნობილი იყო და ფარად ჰქონდათ გამოყენებული რადიკალ ოპოზიციონერებს, „ენჯეოებსა“ და მედიას საქართველოში. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ეპოქა დასრულდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პიტერ ფიშერი – ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება

ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს. „თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც სურს, გაწევრიანდეს ევროკავშირში და იღებ ასეთ წინადადებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ. მე ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება“, – წერს პიტერ ფიშერი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასის განცხადებას აზიარებს, სადაც კალასი ამბობს, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრამპის თქმით, შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას. ფონდის შექმნა კი ტრამპმა სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებს დაავალა. ტრამპის თქმით, სუვერენული სიმდიდრის ფონდის გამოყენება შესაძლოა, აპლიკაცია „ტიკ ტოკის“ შესაძენად გამოიყენონ. „ძალიან ამაღელვებელი შემთხვევაა. ჩვენ გვექნება სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც აქამდე არასდროს გვქონია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რაც ქმნის სიმდიდრეს და თქვენ ამას ხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი სიმდიდრე შევქმენით“, – თქვა ტრამპმა. ფონდი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეიქმნება.

VIDEO: „ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო… აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი.

„ეს თავხედი... ჩავხედე მერე მორიდებით, ვიფიქრე დისიდენტი ხომ არ ყავდა მამათქო... მამამისის მხატვრობას მე არ ვეხები, მშვენიერი მხატვარია ბატონი გურამი. აღმოჩნდა, რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი. რამდენიმე რუსეთის ჯილდოს მფლობელი. ახლა, მე მაქვს უფლება ვილაპარაკო, რომ ეს ქალი გამოშვებული იყო ხაზარაძის მიერ. იმ ხაზარაძის მიერ, რომელმაც თავის დროზე კოსტავას მოუქნია ფეხიო...“, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ თეონა დოლენჯაშვილზე საუბრისას  განაცხადა.  

USAID-ი მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად – ილონ მასკი

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად. „USAID მედიაორგანიზაციებს ფულს უხდიდა საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს. ბენცი, თავის მხრივ, აქვეყნებს ფოტოებს, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნების ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მედიაორგანიზაციები უნდა დათანხმდნენ სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას. „რატომ აძლევდა USAID-ი მედიაორგანიზაციებს ინსტრუქციას მსოფლიოს გარშემო, რომ დათანხმებოდნენ „სტრატეგიული დუმილის პოლიტიკას“ სოციალური მედიის ნარატივების კოლექტიური ცენზურისთვის?“, – წერს მაიკ ბენცი.

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სქიმმონოზონი მართა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) დედა. იგი დასვენებულია ურბნისში, წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება სამშაბათს, 4 თებერვალს,14:00 საათზე, მონასტრის ეზოში. ვუსამძიმრებთ მეუფე იობს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დედა მართას ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი სული“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები