პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

სოზარ სუბარი: ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში

ზიზღის ენით საუბარი დაიწყო სწორედ ჩვენმა ოპოზიციამ და პასუხიც მიიღეს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ეს ბანერები არის ძალიან მარტივი არჩევანი, რა გველოდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში და რა არის იმის ალტერნატივა „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში.

თუ ვისაუბრებთ მორალის ჭრილში, აქაც ძალიან მარტივი არჩევანია. იქით მხარეს არის უჩა აბაშიძე და მისი მორალის ხალხი და მეორე მხარეს არის ჩვენი ტრადიციული ღირებულებები, ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატრიოტიზმი, ოჯახი, ეკლესია და სარწმუნოება. ამ ორს შორისაა არჩევანი და არჩევანი და ძალიან მარტივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბესო ხარძიანი: ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს

ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. „საზოგადოების გარკვეული ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით „მოწამლეს“ ბოროტულმა სისტემამ, არ ვიცი როგორ მოახერხეს, არ მინდა რომ შეცდომაში შეიყვანონ. მეც მათ ხელა ვიყავი, 18-19 წლის, როდესაც მამაჩემი დაიჭრეს, ნარკოტიკული საშუალება პირში ჩაუყარეს და ვუყურებდი უდანაშაულო მამაჩემს როგორ უსჯიდნენ 8 წელს. არ მინდა, რომ იგივე გზა გაიარონ, თორემ მე არც მათი მობრუნების მეშინია, ვინც არ უნდა დამეკარგა, ის უკვე დავკარგე. აქ გულის გადასაშლელად კი არ მოვედი, არამედ იმის სათქმელად, რომ ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და ეს არჩევანი არის ის, რომ არ დაუჭირონ მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რაღაც განშტოებებს“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა – ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება

ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, ოპოზიცია 27 ოქტომბრისთვის ემზადება. „შეიძლება ოპოზიციას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა იმედი, რომ უცხოეთიდან განცხადებებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლით ისინი შეძლებდნენ ქართველი ხალხის რწმენის რყევას, მაგრამ დღეს სრულ უიმედობაში არიან და ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება. ისინი ვერ ატარებენ საარჩევნო კამპანიას, მათ არ აქვთ არანაირი გეგმა წარმოსადგენი, არ იციან რა უთხრან ხალხს. მათ გათვლა აქვთ 27 ოქტომბერზე, რომ ქუჩაში ხალხს გამოიყვანენ, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ამის შანსი არ აქვთ. როდესაც მუხტი არაა, როდესაც ხალხი ხედავს, რომ არჩევნები არ ყალბდება, ქუჩაში არავინ გამოვა. სხვათა შორის, ამას ხედავენ მათი უცხოელი პატრონებიც, ბოლო დღეებში გარკვეულწილად შეიცვალა რიტორიკა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროპული საბჭო – ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით

ევროპული საბჭო ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. ამავდროულად, იგი კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში. დოკუმენტის თანახმად, „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ განაგრძობს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს. „ევროპული საბჭო ელოდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“,- აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ჯო ბაიდენი – კარგი დღეა ისრაელისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს „ჰამასის“ ლიდერები​, იაჰია სინვარი იყო გადაულახავი დაბრკოლება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის მკვლელობას გამოეხმაურა. „ეს კარგი დღეა ისრაელისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის“,- აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, გაანადგუროს „ჰამასის“ ლიდერები. „7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ მე დაუყოვნებლივ მივეცი მითითება ჩვენი დაზვერვის წევრებს, ეთანამშრომლათ ისრაელელ კოლეგებთან სინვარისა და „ჰამასის“ სხვა ლიდერების მოძებნასა და თვალთვალში, რომლებიც ღაზაში იმალებოდნენ. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არ შეუძლია, თავი დააღწიოს სამართალს, იმის მიუხედავად, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამას. ჩემი ისრაელელ მეგობრებისთვის, ეს უდაოდ შვების და მოგონებების დღეა, იმ დღის მსგავსი, როდესაც 2011 წელს პრეზიდენტმა ობამამ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა“,- განაცხადა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მალე გამართავს სატელეფონო საუბარს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მძევლების დაბრუნების გზების განსახილველად. „ახლა ღაზაში „შემდგომი დღის“ შესაძლებლობა არსებობს „ჰამასის“ ხელისუფლების გარეშე და ასევე პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის. იაჰია სინვარი იყო გადაულახავი დაბრკოლება ყველა ამ მიზნის მისაღწევად. ეს დაბრკოლება აღარ არსებობს. თუმცა, ჩვენს წინაშე ბევრი სამუშაო რჩება“, – აცხადებს ბაიდენი.

ბოლო სიახლეები