შაბათი, ივნისი 14, 2025

სოზარ სუბარი – დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარმა კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები.

სოზარ სუბარის თქმით, გრანტების მიზანი კეთილშობილური ვერ იქნება, როდესაც ამ გრანტებით ფინანსდებიან ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში, იარაღის გამოყენებასა და პარლამენტზე შტურმში.

„ვერანაირად ვერ იქნება კეთილშობილური ის, როცა აფინანსებ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ან პირდაპირ აცხადებენ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის ქვეყნის მტერიაო. მაგალითად, გიგა ბოკერია ამბობს ასეთ რამეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არასწორი გადაწყვეტილებაა. მისი მეუღლე კიდევ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინააღმდეგ. ამ დროს კი მათი მედიაპლატფორმა უნდა დაფინანსებულიყო დაახლოებით 50 000 ფუნტი სტრელინგით. ეს გვაგონებს 2020 წლის ისტორიას, როდესაც NGO „სამართლიანი არჩევნები“ USAID-ის დაფინანსებული გრანტით ცდილობდა არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, მაშინ როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

დღესაც რა გამოდის, რომ ბრიტანეთის საელჩოს სურს, დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება? ამის დაფინანსებას აპირებს?! ეს აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომაა არჩევნებისადმი. ბუნებრივია, ასეთი პროექტების დაფინანსებას სახელმწიფო მხარს არ დაუჭერს და თუ აქამდე ბერკეტი არ გვქონდა, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროექტები შეგვეჩერებინა, ახლა კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დააკვირდება და გაცხრილავს, რა არის სახელმწიფოებრივი და რა – ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

ირანი აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს მათი სამხედრო ბაზებისა და გემების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს ირანის მიერ საპასუხო იერიშის ფარგლებში გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით ვრცელდება.აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 ივნისს, ირანზე ისრაელის იერიშების პირველი ტალღის შემდეგ Fox News-თან საუბრისას თქვა, რომ "საჭიროების შემთხვევაში" აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება. პარალელურად, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ამერიკული ძალები ისრაელს ირანის მიერ საპასუხოდ გაგზავნილი დრონების ჩამოგდებაში ეხმარებოდნენ.საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 13 ივნისს ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელს ირანის თავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარებოდა.გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 13 ივნისს განაცხადა, რომ მის შეიარაღებულ ძალებს ისრაელისთვის რაიმე სახის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა დეესკალაციის საჭიროებას გაუსვა ხაზი.ამასთან, The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელის თავდაპირველი იერიშების გეგმის შესახებ წინასწარ არ იცოდა.ცნობისთვის, ისრაელმა 13 ივნისის გამთენიისას ირანის წინააღმდეგ, ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, კოდური სახელით "აღმავალი ლომი" წამოიწყო. ოპერაციაში 200-ზე მეტი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რომლებმაც დაახლოებით 330 ბომბით 100 სამხედრო სამიზნეზე ხუთ ეტაპად მიიტანეს იერიშები. ისრაელმა დაარტყა ირანის ბირთვული პროგრამის ისეთ საკვანძო ობიექტებს, როგორებიცაა ნათანზის, ისპაანისა და ფორდოს ბირთვული კომპლექსები.იერიშების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანებულია ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაც. ირანელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, თეირანის გარშემო დაბომბილია, სულ მცირე, 6 სამხედრო ბაზა."აღმავალი ლომის" სამიზნეები გახდნენ ირანის სამხედრო გენერლები, მეთაურები თუ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მაღალჩინოსნები. ოპერაციის შედეგად განეიტრალებულთა შორის არიან IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი და საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი ამირ ალი ჰაჯიზადე. მოკლულია რამდენიმე მეცნიერიც, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდა.ირანმა საპასუხო იერიშის ფარგლებში ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და დრონი გაუშვა, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში  25 წლამდე გოგონების სიცოცხლე ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას გონიოში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს სამი გარდაცვლილი დახვდა.ადგილობრივების ცნობით, და­ღუ­პუ­ლე­ბი 25-წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნე­ბი არი­ან.ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებულ გადამზიდ სატვირთოს შეეჯახა.დაშავებულები კლინიკა "ბიემსიში" არიან გადაყვანილები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ საჭირო კვლევები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში, ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს

ისრაელი დაარტყამს ირანის თითოეულ ობიექტსა და სამიზნეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ისრაელმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ურანის გასამდიდრებელ ობიექტს.ჩვენ მივაყენეთ უზარმაზარი დარტყმა ირანის მთავარ ურანის გასამდიდრებელ ობიექტს და თუ საჭირო იქნება კიდევ დავარტყამთ. უდიდესი საფრთხეა ბალისტიკური რაკეტებიდან, ჩვენ მივიღეთ ზომები ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების გასანადგურებლად. ძალიან მალე თქვენ იხილავთ ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს თეირანის ცაში. ჩვენ დავარტყამთ აიათოლას რეჟიმის ყველა სამიზნეს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ამ დრომდე განხორციელებული დარტყმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში იქნება.

ვახტანგ გომელაური შსს-ში საკადრო ცვლილებებზე – პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ – ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი?...

პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ - ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე, მათ შორის მისი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) თანამდებობიდან წასვლაზე.ვახტანგ გომელაური, რომელიც გელა გელაძემ შს მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა, მიიჩნევს, რომ გელა გელაძე „ბევრ კარგს გააკეთებს“, თუმცა კითხვა - შეათანხმა თუ არა თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გომელაურმა უპასუხოდ დატოვა.„პენსიაზე გავედით, პატარები ხომ არ ვართ, 50 წლისები ვართ. ძალიან კარგი ახალი მინისტრი დაინიშნა, მინდა წარმატებები ვუსურვო, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე...ბიძინა ივანიშვილთან მქონდა თუ არა წასვლასთან დაკავშირებით საუბარი? - ვინ გეკითხებათ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენგომელაურმა დაადასტურა, რომ პროკურატურაში ჩორჩანასთან 2019 წელს პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით იკითხებოდა.„გიდასტურებთ, რომ გამოკითხვა ეხებოდა ჩორჩანას საქმეს. ჰქონდათ კითხვები, რადგან მაშინ ვიკავებდი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას. მოგეხსენებათ, საოკუპაციო მიმართულებით ყველა მნიშვნელოვანი თემა. რა თქმა უნდა, გადის უსაფრთხოების სამსახურთან. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესწრება აიპიემის შეხვედრებს და ა.შ.ჩაგვაყენეს თუ არა საქმის კურსში და შევთანხმდით თუ არა საგუშაგოს აღმართვაზე, გიდასტურებთ რომ შეთანხმება არ ყოფილა, ჩვენ შეთანხმებული არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. მთავარი არ არის, ვიყავი თუ არა საქმის კურსში, მთავარია, რომ საგუშაგო არ უნდა დადგა იქ, სადაც გინდა. ჩვენი ტერიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენია აქეთაც და იქითაც, თუმცა სამწუხაროდ ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება. ისინი საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, რომ კი ბატონო გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არა გვაქვს იქითა მხრიდან. ასე რომ, მარტო უშიშროების ხელმძღვანელი ან თუნდაც ვინმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩააყენო საქმის კურსში, ესე არ ხდებოდა. ეს ხდებოდა უკვე კომპლექსურად, საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა პრემიერ-მინისტრი, უსაფრთხოების სამსახური. ჩვენ მერე საქმის კურსში ვაყენებდით ევროკავშირის მისიას. ესე ხდებოდა ყველაფერი, თუნდაც გაძლიერება ამა თუ იმ მიმართულებით. ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა, გავიგეთ პოსტფაქტუმ. გავიგეთ უკვე, რომ დაიწყო გზის დამუშავება და ერთ დღეში ხომ არ გაკეთდა ეს საგუშაგო, გზის გაყვანა, მოსწორება. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა, მე როგორც ვიცი, არ იყო საქმის კურსში და, როგორც მახსოვს, ჩვენ მოვახსენეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

ბოლო სიახლეები