„სისხლის სამართლის კოდექსში“ სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების თაობაზე ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების მიხედვით, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიც არის – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლეობის გაცემა. ასევე, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.