სამშაბათი, აპრილი 29, 2025

„სიკეთით სავსე ცოლ-ქმარი…“ – ცნობილია, ავარიაში დაღუპულების ვინაობა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები მარინა ქათამაძე და მისი მეუღლე, თენგო ზოიძე არიან.

„სიკეთით სავსე ცოლ-ქმარი…“; „თურმე, ბოლო დღე გქონდა, მარინა…“; „ჩემი ძვირფასი ადამიანები!100 წელი უნდა ყოფილიყავით ასე გაღიმებული, სითბოთი და სიყვარულით სავსე, რომ არა ეს უბედურება…“ – წერენ დაღუპულების ახლობლები.

არსებული ინფორმაციით, ორი მანქანა შეეჯახა დაიღუპა ორი და დაშავდა ორი ადამიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია, ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი რეიტინგის შესახებ მედიაში გავრცელებული გამოკითხვების შედეგებს ყალბად მიიჩნევს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.„მედიის გამოკითხვები, ისევე როგორც თავად ეს ყალბი ახალი ამბები, ყალბია! ჩვენ შესანიშნავად ვმუშაობთ, უკეთესად, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ გამოკითხვაზე საუბრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ტელეარხმა „სიენენმა“ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ტრამპის მხარდაჭერა მისი მეორე ვადის 100 დღის მოახლოებასთან ერთად უფრო დაბალია, ვიდრე მისი ყველა წინამორბედის ბოლო 70 წლის განმავლობაში.მანამდე გამოქვეყნდა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.

შოთა ხაბარელი-სპორტის თითქმის ყველა სახეობაში გამარჯვება ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით

„ჩვენი ძიუდოისტები ძალიან გვანებივრებენ ბრწყინვალე გამოსვლებით. ევროპის ჩემპიონატზე ახლანდელმა გამოსვლამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.შოთა ხაბარელის თქმით, სპორტსმენებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.„გარდა იმისა, რომ მოიპოვეს ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი, გუნდურ შერეულ ჩათვლაში,  ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გაიმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი გოგონების ბრწყინვალე  გამოსვლა. ეს  იყო უპრეცედენტო  წარმატება  ძიუდოს ისტორიაში გუნდურ ჩათვლაში, სადაც გოგონები მონაწილეობდნენ. ეს არის ქართული ძიუდოს უდიდესი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.მან ყურადღება გაამახვილა  ხელისუფლების მიერ სპორტის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.„სპორტის  თითქმის ყველა სახეობაში ეს  სერიული გამარჯვებები ზუსტად ასახავს იმ დამოკიდებულებას, რასაც სახელმწიფო აკეთებს სპორტის მიმართულებით. ყველას გვახსოვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ქვეყანაში სპორტი არის პრიორიტეტი.  ეს არის მოტივაცია და მაგალითი თუ როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სპორტი დაფინანსებული და როგორი პირობები უნდა იყოს  შექმნილი. ის, რომ ინფრასტრუქტურა  ვითარდება, ბიუჯეტი ორმაგდება, გამარჯვებულ სპორტსმენებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემა- ეს გვაძლევს ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.

გიორგი ვაშაძე – რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას

ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას.„ეს არის შიშის რეჟიმი, რომელიც ცრუ ბრალდებებით, სასამართლო ფარსებით, ღამით სახლში შევარდნებით და ჩხრეკებით ინიღბება. ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ, რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას. ეს არის ივანიშვილის პანიკა და ამ პანიკაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა შევხედოთ სერიოზულად, რომ ახლა საქართველოში გარდამტეხი მომენტი დგას და საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი ორგანიზება და მეტი გაბედული მოქმედება“, – წერს ვაშაძე.დილიდან, რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც. 

თქვენი ახსნა-განმარტებებიდან დგინდება ის, რომ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“ – გურამ მაჭარაშვილი მაყვალა გონაშვილს

პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაყვალა გონაშვილს მიმართა.„ის ფაქტები, რაც თქვენ მოიყვანეთ ამ კომისიის დასკვნაში აისახება და ასევე, დაერთვება საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს“- განუმარტა დეპუტატმა პოეტს და აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობა არის რეჟიმი, რომელიც იბრძვის ქართული იდენტობისა და ღირებულებების განადგურებისთვის იმ მიზნით, რომ უცხოელ პატრონებთან ერთად „ახალი ქართველი“ შექმნან.„მადლობა ქალბატონო მაყვალა. თქვენი მობრძანება კომისიაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კომისიის დასკვნაში აისახება ფაქტები, რაც მოხდა ნაცმოძრაობის რეჟიმის დროს. უფრო მთავარი არის ის, რომ რა უბედურებებიც მოვისმინეთ და მოისმინა საზოგადოებამ, მთელი ამ კომისიის განმავლობაში, ამის შემდეგ თქვენი ახსნა - განმარტებები შემაჯამებელი გამოდის. ბოლშევიკური რეჟიმის მოსვლის პერიოდში, მათი იდეა იყო, რომ ქართული იდენტობისთვის უნდა დაეპირისპირებინათ რაღაცა ახალი, სხვა შემთხვევაში ფეხს ვერ მოიკიდებდნენ და ეს სხვა იდეა შესთავაზეს სოციალიზმის სახით. ამას ვინც შეეწინააღმდეგებოდა იწყებოდა მათი ტერორი და პირველ რიგში ამიტომ იყო, რომ ინტელიგენცია, მწერლები და ხელოვანი ხალხი შეეწირა ბოლშევიკურ რეჟიმთან ბრძოლას. ამ შემთხვევაშიც, მათ შორის, თქვენი ახსნა - განმარტებებიდან დგინდება ის, რომ ნაცმოძრაობა ანუ სააკაშვილი იყო დასავლეთის და ამერიკის პროექტი და მათ უნდა გამოეყვანათ „ახალი ქართველი“. „ახალი ქართველის“ გამოყვანისთვის საჭირო იყო, პირველ რიგში, წყაროების და ფესვების გადაჭრა, რაზეც იდგა ქართული იდენტობა, ეს არ იყო ძნელი ამოსაცნობი. ის ფაქტები, რაც თქვენ მოიყვანეთ ამ კომისიის დასკვნაში აისახება და ასევე, დაერთვება საკონსტიტუციო სარჩელს, რომლის გამოც შესაბამისი უწყება გააუქმებს ამ პოლიტიკურ რეჟიმს. კიდევ ვიმეორებ, ის ათასობით უბედურება (წამება, ადამიანის უფლების დარღვევა, ქონების ჩამორთმევა და ა.შ) ემსახურებოდა ზუსტად იმას, რომ ქართული იდენტობა გაენადგურებინათ. თქვენს მიერ დასახელებული პირები, კულტურის მინისტრი (ნიკოლოზ რურუა), ჭიაბერაშვილი, ბუღაძე და ა.შ დაუფარავად ბედავდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა გამოვიდეს „ახალი ქართველი“ და წარსული უნდა დაავიწყო ადამიანს. ეს რას ნიშნავს? - ადამიანს რომ წარსულს დაავიწყებ, მარტივად დაიყოლიებ შენთვის სასურველ მომავალზე იმიტომ, რომ მიზანი აღარ ექნება.არ მინდა გამომრჩეს ფაქტი, რაც თქვენ თქვით - როდესაც ღამე მიბრძანდით მწერალთა კავშირის შენობაში, შესასვლელში გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობლის ხატი დაგხვდათ დაგდებული.ჩემი აზრით, ეს არის იმ რეჟიმის სიმბოლო. ვიცით, რომ ასი ათასი მოწამის დღესასწაული გვაქვს საქართველოში, რომელიც პირდაპირ შეურაცხყო ნაცმოძრაობის ყოფილმა თუ ახლანდელმა ლიდერმა, ზურა გირჩი ჯაფარიძემ. სადაც არ უნდა შეხვიდე და რა შენობაც არ უნდა მიიღო უკანონოდ, ღვთისმშობლის ხატს რომ დააგდებ და ადამიანს ეუბნები ზედ გადაუარეო - ასე იქცეოდნენ ჩვენი მტრები და ამას ეუბნებოდნენ ქართველებს, ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატისთვის გადაევლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტკვარში აგდებდნენ. ეს ფაქტი მინდა კარგად გაათვითცნობიეროს საზოგადოებამ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს ეკლესიებში დადიან, მაგრამ ბევრი ინფორმაცია არ აქვთ თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე და რომელ რეჟიმს სურს დღეს დაბრუნება ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ასე პირდაპირ მოსპონ ქართული იდენტობა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებას

მიხეილ ყაველაშვილი – ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო მზადაა გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და წვლილი შეიტანოს სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში.„ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობო მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია, სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა. აქვე, მსურს პირადად ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის. დღეს ჩვენ პირისპირ შეხვედრისას ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ჩვენ ერთგული ვართ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს.სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ რეგიონული თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები