ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა.

„ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება” – წერს უგრეხელიძე

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც imedinews-თან ანონიმურობის პირობის დაცვით ილაპარაკა, თქვა, რომ მისთვის მტკივნეულ საკითხზე პრესასთან ღიად ლაპარაკი რამდენიმე გარემოების გამო გადაწყვიტა. მისი თქმით სამოქალაქო აქტივისტის და CiDA-ს დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდებები ერთადერთი მოტივატორი არ იყო.

ქალი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის მიუხედავად, რომლის გავლაც მას მოუწია, დღეს პაპუნა უგრეხელიძე ისევ თანამდებობაზეა, ხოლო იმის გამო, რომ მან თავისი უფლებების დაცვა გაბედა, მის დაჩაგვრას დღემდე ცდილობს.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად 2013 წლიდან მუშაობდა.

ამ საკითხს 26 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.განსახილველი საკითხია განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება თბილისისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ.შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, რაც აკადემიურ საბჭოს აქვს გადაწყვეტილი, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას. ვესაუბრებით და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა დავით გურგენიძემ მედიის წარმომადგენლებს.

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით, იმედია, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება

ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადასატვირთად გარკვეული ჯგუფები შეიქმნება.„საქართველოს ინტერესებს არც ხელის ჩამორთმევაში გავცვლით, არც ვიზიტებში, არც „დიფ სთეითის“ ფილიალის მსგავსად ცალ ფეხზე არ დავდგებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორებიც ვიქნებით. ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს. საქართველო რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იყო. ეს აღიარეს ევროკავშირსა და ამერიკის ადმინისტრაციაში, რომ დიდი რისკი იყო, უკრაინის შემდეგ ომი საქართველოში დაწყებულიყო. მხოლოდ საქართველოზე იყო საუბარი. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იყო, ქვეყანაში ომი არ ყოფილიყო. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, აქ ომი მომხდარიყო და რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოსულიყო. წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებდით იქამდე, რაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა.იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება. ჩვენ ყველასთან პარტნიორობა გვინდა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო მდივანი განცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთან მიმართებით როგორი იქნებოდა, როცა თავისი ქვეყნის ოპოზიციის მიმართ ასეთი ნეგატივი ჰქონდა? რუბიოს განცხადებას ანტიამერიკულს რატომ არ უწოდებენ? ჩვენ რასაც ვამბობდით, რომ წინა ადმინისტრაცია ანტიქართულ განცხადებებს აკეთებდა და სიმართლის მხარეს არ იყო, იმაზე თქვენ ამბობდით, ეს პოზიცია ანტიამერიკული იყოო. რუბიოს განცხადება ანტიამერიკულია? – თქვენი ველია, არაფერი მოისმინოთ და ისე ისაუბროთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირანის ელჩი ალი მოჯანი-„ხმალი ქარქაშში, მაგრამ არა ცარიელი – ირანის გზავნილი დასავლეთს

,,ხმალი ქარქაშში, ხელი ვადაზე. სეიედ ალი მოჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ვაშინგტონისა და ზოგადად დასავლური სამყაროს თვალსაზრისით, გასულ პარასკევს მასკატში გამართულ მოლაპარაკებებში ყველაზე მეტად გამორჩეული არა საუბრების შინაარსი იყო, არამედ ირანის ქცევის ფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა. ეს ქცევა თანდათან გამოჰკვეთს ირანის ახალ იმიჯს დასავლეთის აღქმაში — იმიჯს, რომელიც შორდება „მხოლოდ კონფრონტაციული მოთამაშის“  ძველ სტერეოტიპს და მიისწრაფვის უფრო რთული და დახვეწილი მოდელისკენ. ირანის ისლამური რესპუბლიკა აჩვენებს, რომ არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დიალოგი და ამავე დროს არ არის მზად წინასწარ განსაზღვრული და იძულებით დაკისრებული წესები მიიღოს. ამერიკისთვის ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები არ ახალია.  წლებია, ამ  ფაქტს პენტაგონის გათვლებში თავისი ადგილი უკავია. ახალი რეალობა ისაა, რომ ირანი ხდება „დამოუკიდებელი“ პოლიტიკური სუბიექტი. კავკასიის ხალხები კარგად იცნობენ ამირანის ეპოსს. ამ ეპოსმა აჩვენა, რომ ლეგიტიმური ძალა წინააღმდეგობიდან მოდის. ირანმაც 2025 წლის ზაფხულში, ისრაელისა და ამერიკის აგრესიის წინააღმდეგ 12-დღიანი თავდაცვითი ომის შემდეგ, დაამტკიცა, რომ არ არის უბრალოდ „უსაფრთხოების საკითხი“, არამედ გეოპოლიტიკური რეალობაა. მისი ძალა მხოლოდ სიმტკიცისადმი რიდზე არ არის აგებული, არამედ გარკვეული რბილი ძალის კაპიტალზეა დაფუძნებული. ირანის დღევანდელი ძალა ისტორიული იდენტობის, ხანგრძლივი ზეწოლის გამოცდილებისა და კოლექტიური პოლიტიკური რაციონალობის შერწყმითაა წარმოქმნილი. დასავლეთის სტრატეგიულ ლიტერატურაში ასეთი ტიპის ძალის მოთოკვა გაცილებით რთულია, ვიდრე სამხედრო ძალისა. რაკეტას შეიძლება თვალ-ყური ადევნო, ბაზას — თავს დაესხა მაგრამ საზოგადოება, რომელიც ერთდროულად ეუბნება „არას“ არაკონვენციურ იარაღსა და ატომურ ბომბს, და უცხო პოლიტიკის თავს მოხვევასაც ეწინააღმდეგება, შედის გეოპოლიტიკური ძალის იმ სივრცეში, სადაც დასავლეთის ტრადიციული შეკავების ინსტრუმენტები შეზღუდულ ეფექტს იძლევა. ამ კუთხით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გზავნილი დასავლეთისთვის ორმაგი იყო: პირველი ფენა — ღია გზავნილი: ირანი მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ ზეწოლის ქვეშ გარიგებას არ დათანხმდება, ანუ ეთანხმება დიალოგს, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულ, ცალმხრივ მოდელს არ იყაბულებს. მეორე ფენა — ფარული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი გზავნილი: ირანი წარმოადგენს „არაკონვენციური იარაღის გარეშე ძალის“ მოდელს; ძალას, რომლის ლეგიტიმაცია არა ბირთვული მუქარიდან, არამედ სოციალურ-პოლიტიკური წინააღმდეგობის უნარიდან მოდის. ეს მეორე ფენა სწორედ ისაა, რაც დასავლეთის უსაფრთხოების ლოგიკაში პარადოქსს ქმნის: როგორ უნდა გაუმკლავდე მოთამაშეს, რომელსაც არც ატომური ბომბი აქვს, არც ამ ბომბის შექმნას ცდლობს, მაგრამ ამავე დროს უარს ამბობს სუსტის პოზიციას დაჯერდეს? ეს სიტუაცია ამერიკას რომელ გამოცდილებას ახსენებს? კუბას რევოლუციის პირველ ათწლეულებში თუ ვიეტნამს ომის შემდეგ პერიოდს?! პასუხი მარტივია: ირანი ქვეყანაა, რომელსაც ერთდროულად ესმის საერთაშორისო სისტემის ენა, ამავე დროს კი არ სურს მთლიანად მასში გაითქვიფოს. ამ გაგებით, ირანის ქცევა ბოლო მოლაპარაკებებში უფრო მეტად მიანიშნებს „შორსმჭვრეტ რბილ ძალაზე“, ვიდრე მხოლოდ სამხედრო სიმტკიცეზე. ეს ძალა უფრო საზოგადოებიდან იკვებება და არა მხოლოდ სამხედრო საწყობებიდან. თამარ მეფის ეპოქის სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმალი ქარქაშშია, მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ეს ქარქაში ცარიელი არ არის- ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

კაია კალასი აცხადებს, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ჯეი დი ვენსის მისამართით უკმაყოფილო შეძახილები ევროპული ღირსების გამოხატულება იყო – „ჩვენ ძალიან ბევრი არცთუ სასიამოვნო სიტყვები მოვისმინეთ...

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მისამართით ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა ნაწილისგან უკმაყოფილების შეძახილებით გამოხატვა ევროპული ღირსების გამოხატულება იყო.ამის შესახებ კალასმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ჟურნალისტმა კალასს ჰკითხა, თუ რაზე მეტყველებს ოლიმპიურ ცერემონიაზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის ნაკრებისადმი მისალმებისას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მისამართით აუდიოტორიის ნაწილმა უკმაყოფილება შეძახილებით გამოხატა, და რას ამბობს ეს აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, რაზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასე უპასუხა: „ჩვენ ძალიან ბევრი არცთუ სასიამოვნო სიტყვები მოვისმინეთ აშშ-სგან ევროპის მისამართით. და ცხადია, ჩვენს საზოგადოებას აქვს ღირსება, ევროპული ღირსება და ეს ჩანს“.

სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი

სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი წვრთნების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.ქვეყნის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის არმიის AH-1S Cobra-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, გაპიონგის ჩრდილოეთ ოლქში, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.ეკიპაჟის ორი წევრი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ქვეყნის სამხედრო ძალების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი.როგორც მედია წერს, შემთხვევის შემდეგ სამხრეთ კორეის არმიამ ყველა AH-1S ვერტმფრენის ექსპლუატაცია შეაჩერა და ჩამოვარდნის მიზეზის გამოსაძიებლად საგანგებო რეაგირების ჯგუფი შექმნა.

ბოლო სიახლეები