რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სომხეთის მიმართ ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს მოსკოვი უცნაურად მიიჩნევს.
„ჩვენთვის ცოტა უცნაურია პერიოდული განცხადებების მოსმენა ჩრდილოეთიდან სომხეთის წინააღმდეგ მომზადებულ მითიურ თავდასხმებზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის შესახებ და ამ მხრივ, ასევე აღვნიშნავდი ჩვენი საერთო ისტორიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობებს.
თქვენ იწყებთ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ კამპანიას. გარწმუნებთ, რომ როდესაც საზღვარგარეთიდან მოდის სიგნალები, რომ ვიღაც გეგმავს ჩარევას, რუსეთის ფედერაციაზე მკაფიო მითითებით და როდესაც ერევნიდან ევროკავშირისკენ მოწოდებები ისმის – „დაგვეხმარეთ ასეთი ჩარევის თავიდან აცილებაში“ – ეს ჩვენთვის უცნაურია., – განაცხადა ლავროვმა სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ალენ სიმონიანთან შეხვედრაზე.
ცნობისთვის, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი. არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა ბრიუსელს არჩევნებში უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისთვის მიმართა.

