ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

სენსაციური მოვლენა-ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის მეთოდს მიაგნეს

ცუდი მოგონებებისა და ტრავმული მოვლენების წაშლის შესაძლებლობა შეიძლება სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროს. და, აი, ახლა მეცნიერებმა ამის გასაკეთებლად ახალი პერსპექტიული მეთოდი აღმოაჩინეს – უარყოფითი მოგონების შესუსტება პოზიტიური მოგონების ხელახალი გააქტიურებით.

ექსპერიმენტში, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა, მკვლევრებმა 37 მონაწილეს სთხოვეს დაეკავშირებინათ შემთხვევითი სიტყვები ნეგატიურ სურათებთან. ამის შემდეგ მოგონებების ნახევრის “გადაპროგრამირება” სცადეს და ისინი დადებით მოგონებებთან დაკავშირებას.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ პროცედურამ შეასუსტა ავერსიული მეხსიერება და გაზარდა დადებითი მეხსიერება”, – აღნიშნეს მკვლევრებმა.

კვლევისთვის ჯგუფმა გამოიყენა სურათების მონაცემთა ბაზები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ნეგატიური ან დადებითი. მაგალითად, ადამიანის დაზიანებები ან სახიფათო ცხოველები შედარებული მშვიდ პეიზაჟებთან და მოღიმარ ბავშვებთან.

კვლევის პირველ საღამოს მეხსიერების სავარჯიშოები გამოიყენეს, რათა მონაწილეებს ნეგატიური გამოსახულებები კვლევისთვის შექმნილ სიტყვებისთვის დაეკავშირებინათ. მეორე დღეს მოგონებების გასამყარებლად, მკვლევრებმა სცადეს ამ სიტყვების ნახევარი მონაწილეთა გონებაში დადებით სურათებთან დაეკავშირებინათ.

მეორე ღამის განმავლობაში (NREM ძილის ფაზაში) მონაწილეებს გამოგონილ სიტყვებს ასმენინებდნენ. ცნობისთვის NREM ფაზა მეხსიერების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული. მეცნიერები კვლევის მონაწილეების ტვინის აქტივობის მონიტორინგს ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით ახორციელებდნენ.

ტვინში ისეთი აქტივობა დაფიქსირდა, რომელიც ემოციური მეხსიერების დამუშავებასთან არის დაკავშირებული. ეს აქტივობა გაიზარდა აუდიო მეხსიერების გააქტიურებისას და მნიშვნელოვნად მაღალი იყო დადებით მახსოვრობასთან დაკავშირებული მახასიათებლებისას.

რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლევრებმა კითხვარების მეშვეობით დაადგინეს, რომ მოხალისეები ისეთ უარყოფით მოგონებებს ნაკლებად იხსენებდნენ, რომლებიც შერეული იყო პოზიტიურთან. საინტერესოა, რომ პოზიტიური მოგონებები უფრო ხშირად ჩნდებოდა მათ გონებაში, ვიდრე ნეგატიური.

“ეს ნიშნავს, რომ არაინვაზიური ძილის ინტერვენცია შესაძლებელია და მას შეუძლია შეცვალოს ავერსიული მეხსიერება. ამას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი შეხედულებები ტრავმებთან დაკავშირებული მეხსიერების მკურნალობის მხრივ”, — აღნიშნულია კვლევაში.

თუმცა, კვლევა ჯერ ახალია და მას გადამოწმება კიდევ სჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცუდ მოგონებასთან დაკავშირებული ვიზუალის გონებიდან “წაშლა” შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ტრავმული მოვლენის.

ჩვენ ვიცით, რომ ტვინი მოგონებებს ძილის დროს მათი ხანმოკლე გამეორებით ინახავს და ბევრმა კვლევამ უკვე შეისწავლა, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესის გაკონტროლება. ამით შეიძლება დადებითი მოგონებების გააქტიურება და ცუდი მოგონებების დავიწყება.

ეს მეხსიერების რედაქტირების კიდევ ერთი საინტერესო საშუალებაა. ყველაფერი ამის გაერთიანებით მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მალე მოგონებებზე კონტროლი შეგვეძლება და ამით ტრავმული მოვლენებისგან ჩვენი ფსიქიკის დაცვას შევძლებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც. მისივე თქმით, შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში. „კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

VIDEO: როგორ გამოიყურება $2,000,000 შეფასებული სახლი ბათუმში – ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

ცნობილი ტიკ-ტოკერის, ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა, რომლის სახლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია. ნახეთ როგორ გამოიყურება ქართველი მილიონერის სახლი ბათუმში ⇓    

რას წერს ირმა ინაშვილი გახარიასა და სამხარაძის ინციდენტზე

"ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით. ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც! ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას! აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი. საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან. დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს. გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება! მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია! აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს... უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც! წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ! ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?! ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?"- წერს ირმა ინაშვილი.

ჯო ბაიდენი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის და ირანის დასუსტების, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის...

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. „ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება. რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ბაიდენის თქმით, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა. ბაიდენის თქმით, შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ, აღადგინონ ღაზა „ჰამასის“ გარეშე.

ახალგაზრდა ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ძიუდოისტი გიგი ხარებაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ყვარელი, დღეს შავებით შეიმოსა... გაუსაძლისი ტკივილია შენი შეწყვეტილი სიცოცხლე გიგი. გისამძიმრებთ უდიდეს ტკივილს სრულიად კახეთს. დღეს, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყვარლის ძიუდოს სკოლის აღზრდილი, პერსპექტიული ძიუდოისტი, 20 წლის გიგი ხარებაშვილი. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები