სამშაბათი, ივნისი 17, 2025

სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება-ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან

,,ორივე ბებია რაჭველი მყავდა, ლამარა და მაყვალა, თუმცა ცა და დედამიწასავით კი იყვნენ. “ლამარა” გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებს ერქვა, რომელშიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამბოხი და ბრძოლა იყო ჩაქსოვილი. ჩემმა დიდმა პაპამ, ნიკოლოზ მუსერიძემ, რომელიც თან “შევარდენის” წევრი იყო, შვილს სახელი ამ ნაწარმოების და მისი სულისკვეთების გამო დაარქვა.

ზაფხულს ლამარა ბებოსთან და ოთარი პაპასთან, მათ თბილისურ სახლში, ვატარებდი. ჯერ პაპა იძინებდა, შემდგომ ბებო სინათლეს გამორთავდა და ერთ ნათურას დერეფანში დამიტოვებდა, საპირფარეშოში რომ გავსულიყავი.
ძილის წინ კუთხესთან მივიდოდა, სადაც ბებიამისი ეფროსინე იაშვილის დატოვებული ხატი ეკიდა. პირჯვარს სამჯერ გადაიწერდა და თან ოჯახის ყველა წევრის სახელს ჩამოთვლიდა. მისი “კარგად მიმყოფე” ახლაც ყურებში ჩამესმის.
სახლის ფანჯრიდან ვიყურები და ყველგან სინათლე ანთია, თითქმის ყველას ღვიძავს. ახლა დავფიქრდი, ამ ფანჯრებიდან, გამჩენს, მათი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნას რამდენი შესთხოვს. რამხელა ბედნიერება და თანაც სევდა ყოფილა, ადამიანად დაბადება.
ძილი ნებისა. ამ სტატუსის ყველა წამკითხველის თავი კარგად მიმყოფე, გამჩენო! ❤ עם ישראל חי!-წერს ებრაისტი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელიდან.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უნიკალური ექსპერიმენტი – ჩინეთში ღორის ემბრიონებში ადამიანის გულები გაზარდეს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს.მეთოდი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თავდაპირველად ღორის ემბრიონს გულის ფორმირებისთვის საჭირო გენებს აცლიან. შემდეგ კი ემბრიონში წინასწარ მოდიფიცირებული ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ, რომლებსაც ზრდისა და გადარჩენის მაღალი უნარი აქვთ.როდესაც ემბრიონი მორულის ეტაპს აღწევს - დაახლოებით 12 უჯრედამდე, მას სურგოგატი ღორის ორგანიზმში ათავსებენ. ამის შემდეგ ადამიანის უჯრედები იწყებენ გულის ფორმირებას. ამ ექსპერიმენტში გულები 21 დღე ვითარდებოდა.მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებულ ორგანოების გასაზრდელად ტრანსპლანტაციისთვის. ამჟამად განვითარებაზე დაკვირვება დროებითია შეზღუდული, ხოლო ეთიკური საკითხები საერთაშორისო დისკუსიას საჭიროებს .

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იერუსალიმსა და თელ ავივში აფეთქებების ხმა ისმის

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „ბიბისი” წერს, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმსა და თელ ავივში.მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის ხმა ისმის.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓

„ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“,  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები