ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე – სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე 18 მარტის ჩათვლით საჯაროდ იქნება განთავსებული ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლიარი). აღნიშნულ პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავს სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად, აერთიანებს მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე მასწავლებლებს, დარგის მეცნიერებს, ფსიქოლოგებს, ფილოლოგებსა და სხვა პროფესიის სპეციალისტებს.

რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი კი – ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.

2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშრებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც 53-მა გადალახა პირველი საფეხური და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოების რეცენზენტთა შერჩევისა და მათი გადამზადების მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. სისტემის ამგვარი ღიაობა დადებითად შეფასდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ანგარიშში – „თანასწორობის პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში“. ამასთან, 2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარდა სასკოლო სახელმძღვანელოების პროცესის შეფასება და გაიცა რეკომენდაციები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბიბისის“ ცნობით, ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს

ირანში ცნობილი უფლებადამცველი და სახაროვის პრემიის ლაურეატი ნასრინ სოთუდე დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ მისი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.დაკავებულის შვილის, მეჰრავე ხანდანის თქმით, სოდუთე გასულ ღამეს დააკავეს, როდესაც ის სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ ოჯახს უფლებადამცველთან კონტაქტი არ ჰქონია.ხანდანის ინფორმაციით, როდესაც ოჯახის ახლობლები სახლში მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს, რომ სოთუდეს ელექტრონული საშუალებები, მათ შორის ლეპტოპებისა და ტელეფონების კონფისკაცია მოხდა.ჯერ უცნობია, თუ რატომ დააკავეს ნასრინ სოთუდე. „ბიბისი“ წერს, რომ 30 მარტს, უცხოურ მედიასაშუალება IranWire-თან ინტერვიუში, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებული ინტერნეტის გათიშვის გამო ტექსტური შეტყობინებებით ჩატარდა, სოთუდემ კომენტარი გააკეთა თეირანში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ მდგომარეობაზე და ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა.ნასრინ სოთუდე სახაროვის პრემიის ლაურეატი 2012 წელს გახდა. ის ირანში რამდენჯერმე იყო დაკავებული.

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება

ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტიონიუ გუტერეშმა განაცხადა.გუტერეშმა მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, შეწყვიტონ ომი, ხოლო ირანს – შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა.გუტერეშმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რომლებსაც ამჟამად საკვებისა და ენერგიის ფასების ზრდასთან გამკალვება უწევთ.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება, მაგრამ კონფლიქტები მხოლოდ მაშინ მთავრდება, როდესაც ლიდერები განადგურების ნაცვლად დიალოგს ირჩევენ.„კონფლიქტის ბევრი ასპექტი, შეიძლება, გაურკვეველი იყოს, მაგრამ ერთი რამ გაურკვეველი არ არის: თუ ომის დაფდაფებზე დარტყმა გაგრძელდება, ესკალაცია მხოლოდ გააუარესებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გუტერეშმა.

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციის წარმომადგენლები.

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

ბოლო სიახლეები