ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ფაქტს ეხმაურება .

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ოპოზიციური პარტიებისა და ლიეტუვას ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს შორის თბილისში, გუშინ გამართულ შეხვედრაზე ცალკეული მედიის წარმომადგენლების არ დაშვების ფაქტს.

სახალხო დამცველს სხვადასხვა პერიოდში შეუფასებია, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის პრაქტიკა.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ ფუნქციას, გაავრცელოს საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ინფორმაცია რაც თავის მხრივ, აუცილებელი პირობაა საზოგადოების თვითგამორკვევისა და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და მოუწოდებს ყველა მხარეს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების თანაბარი დაშვება ღონისძიებებზე, რომლებიც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს, რათა არ შეიზღუდოს საზოგადოების უფლება, მიიღოს მრავალმხრივი ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სააკაშვილისა და კეზერაშვილის შემდეგ გილაური – “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის "რეფორმატიკსმა" ამერიკაში ლობისტური კომპანია "კონტინენტალ სტრათეჯი" დაიქირავა. მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.საუბარია ადგილობრივ სამთავრობო წრეებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ეს ოპონენტების მხრიდან ქვეყნის დაზიანების მცდელობის მორიგი მტკიცებულებაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გილაური, მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდებით, ერთგვარ შირმას ქმნის, რეალურად კი მხოლოდ საკუთარ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნავს."კურიერმა" დღეს ნიკა გილაურისა და მისი ფონდის წარმომადგენლების ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა. გილაური "ფარა-ზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დღის ბოლოს, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებდა, რომ ლობისტები მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. თუმცა, "კონტინენტალ სთრათეჯის" მიერ აღებულ ვალდებულებებში სხვა პუნქტებსაც ვხვდებით.გილაურის პოზიციების დაცვა დღეს ოპოზიციის წევრებმა სცადეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ დამფინანსებელს, პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია, ლობისტებს კი მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ქირაობს.ნიკა გილაურის პოლიტიკური მიზნები და სურვილები ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი რეალურად უცხოელი მფარველების ნებას ემორჩილება, მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. უმრავლესობის წევრებმა დღეს, შტატების მსგავსად, "ფარა-ს" ანალოგიური კანონის საქართველოში დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.ნიკა გილაურს ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის, პირველ ეტაპზე, 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, შემდგომ 6 თვის განმავლობაში კი ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გასატარებლად, "კონტინენტალ სთრათეჯის" თვეში 100 ათას დოლარს გადაუხდის.

გია აბაშიძე თამუნა დემეტრაშვილზე: დავით მათიკაშვილს ვითომ ამუნათებს მძარცველი კეზერაშვილის სატელევიზიო მარიონეტი, ვინმე თამარ დემეტრაშვილი, ქომაგობს შარლატანობაში ეჭვმიტანილ ნანული ჟორჟოლიანს, გაუმძაფრდათ სასოწარკვეთილება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფორმულას“ ჟურნალისტის თამუნა დემეტრაშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის მისამართით ამბობს, რომ მისმა შვილებმა „ჯართის შეგროვების იქით შემოსავალი ვერ მონახონ“.როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ქართველი ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა."პარლამენტარ დავით მათიკაშვილს ვითომ ამუნათებს მძარცველი კეზერაშვილის ერთ-ერთი სატელევიზიო მარიონეტი, ვინმე თამარ დემეტრაშვილი, ქომაგობს შარლატანობაში ეჭვმიტანილ ნანული ჟორჟოლიანს, გაუმძაფრდათ სასოწარკვეთილება. ქართული ჯარის მაროდიორის, ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის მიერ დასპონსორებულ ფსევდოჟურნალისტს სინდისის ქენჯნა არასდროს შეაწუხებს, რადგან ნაცბოგანოა. ამასობაში, ნანული ჟორჟოლიანის მასობრივი სოლიდარობა სადაა? თავად სექტაში ყველას არ ადარდებს მისი ე.წ. საქველმოქმედო ფონდის ბედი. ამიტომაც ეს გამწარებულნი გადასულნი არიან კოპროლალიაზე (ბერძნულად - kopros განავალი, lalia ლაპარაკი)", - წერს გია აბაშიძე.

“ბოლო 150 წელთან შედარებით, ტემპერატურის მატების სიჩქარე 10-ჯერ გაიზრდება” – გეოლოგი, სტიქიური მოვლენების მატების მიზეზებს განმარტავს

მსოფლიოში სტიქიური მოვლენების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ეს უცხო არავისთვის აღარ არის. საქართველოსაც არაერთხელ გადაუტანია ისეთი კატასტროფები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყანას განუზომელი რაოდენობის ზიანი მოუტანა.დარგის ექსპერტები ბუნებრივი მოვლენების მატებას ვარაუდობენ. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი, კლიმატის ცვლილება სახელდება.გეოლოგი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ექსპერტი, არჩილ მაღალაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს განმარტავს, რომ "კლიმატის ცვლილებას, ანუ დათბობასა და სტიქიური მოვლენების მატებას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს".თუმცა, როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდა კლიმატის ცვლილებისა, ბუნებრივი კატასტროფების მატებაზე გავლენას ადამიანების საქმიანობაც ახდენს - ახალი მშენებლობებით, ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ა.შ.რით არის განპირობებული კლიმატის ცვლილება - ტემპერატურა სტაბილურია მაშინ, როდესაც დედამიწიდან იმდენივე სითბო გადის, რამდენიც დღის განმავლობაში, მზის ენერგიისგან შემოდის. თუმცა ამ დროისთვის, ეს პროცესი დარღვეულია.როგორც გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში, დედამიწიდან ნაკლები ენერგია გადის, რაც გარკვეულწილად, ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული.“ჩვენ ვქმნით და ხელს ვუწყობთ ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მომატებას – სათბური გაზები ის გაზებია, რომელიც ხელს უშლიან დედამიწიდან სითბოს გასვლას და მას უკან აბრუნებენ, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარეობს დათბობა.უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დედამიწაზე დათბობა აჩქარებულად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი პროგნოზები, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში, ბოლო 150 წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება ტემპერატურის მატების სიჩქარე," - ამბობს ექსპერტი არჩილ მაღალაშვილი.გახშირებული ბუნებრივი მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კატასტროფებისთვის მოემზადოს, რაც მათ სტიქიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაში დაეხმარება."სტრატეგია ერთნაირია, როგორც გლობალურ, ის ლოკალურ შემთხვევაში და ის მოითხოვს თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას - პირველი, ეს არის საფრთხეების იდენტიფიკაცია, ანუ სად და რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გველოდოს.შემდეგ, შეტყობინებების სისტემების და მექანიზმების დანერგვა, რეაგირების გეგმების შემუშავება - ეს არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია სტიქიის მართვის პროცესში.გარდა ამისა, მოსახლეობაც უნდა იყოს მზად და ამის გადასარევი მაგალითი არის იაპონია, სადაც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის ან განგაშის შემთხვევაში," - განაცხადა გეოლოგმა.რთული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა სახის სტიქიური მოვლენები ახასიათებს, როგორც არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, მთიანი რეგიონები უფრო მოწყვლადია გარკვეული ტიპის მოვლენებისთვის, ეს არის მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და მსგავსი მოვლენები. დაბლობში უფრო წყალდიდობებს და მეტეოროლოგიური ტიპის მოვლენებს უნდა მოველოდეთ, მათ შორის, გახშირდა ქარბორბალას შემთხვევები, ასე რომ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა რელიეფის პირობებში, სხვადასხვა ტიპის მოვლენები არის მოსალოდნელი, ეს გარკვეულწილად შესწავლილია და რა თქმა უნდა, ეს ცოდნაც უნდა იყოს გამოყენებული.“ნუ ვიფიქრებთ, რომ კატასტროფები მარტო თავსხმა წვიმებს უკავშირდება, კატასტროფა არის გვალვა და მსგავსი ტიპის მოვლენები, რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ დამატებით უნდა შევქმნათ და სწორად ვმართოთ წყლის რესურსები, უნდა გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა, კარგად უნდა გავერკვიოთ სად, რა ტიპის კატასტროფებს მოველით და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს შესაბამის რესურსებს, კადრების გაზრდას – შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენას და ა.შ. დღეს ეს პრობლემა არაა მარტო საქართველოსთვის, ეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია. კარგია, რომ მედია დაინტერესდა ამ საკითხებით იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს თემები შუქდებოდა- ხოლმე კატასტროფების დროს, როცა ურემი გადაბრუნდება მერე ვიცით ხოლმე ამ თემებზე საუბრები, რომელიც ხანდახან, სამწუხაროდ, ასევე საუბრებად რჩება. კი სახელმწიფო უწყებები მუშაობს, მათ თავისი გეგმები აქვთ და ამ გეგმებს ახორციელებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავძინო, რომ ვინაიდან კლიმატი აჩქარებულად იცვლება, ჩვენი მხრიდანაც ეს პროცესები ასაჩქარებელია - ყველა დონეზე, მოსახლეობასთან მუშაობით დაწყებული, დამთავრებული ტექნოლოგიებით, კადრების მომზადებით და ა.შ.ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიყენოთ იქ, სადაც არ შეიძლება. მე იმ ინჟინრებს და მეცნიერებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხრეა საქართველოში ჰესების მშენებლობის, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია და მხოლოდ ისეთის, რომელიც იქნება საჭირო, უსაფრთხო და შესაბამისი კვლევებით გამყარებული”, - განაცხადა ექსპერტმა, არჩილ მაღალაშვილმა "რუსთავი 2-თან" საუბარში.

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს – როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა

საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპელი ლიდერებისადმი წერილში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.წერილში გამოთქმულია მოწოდება, „სათანადო ყურადღება დაეთმოს საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს“.ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია და ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული და, საბოლოოდ, ამერიკული მაღალი დონის მედიაციის გზით. ამავდროულად, წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა.„ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით, მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ.ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო:დემოკრატიის კუთხით:საქართველოს მმართველი ძალა ანგრევს ყველა ინსტიტუტს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც ოც წელზე მეტია, ევროპის აქტიური ჩართულობით შენდებოდა და დაცული იყო. რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დიქტატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, უგულებელყოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, შეცვალოს მტკიცედ პროევროპული მოსახლეობის კურსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა რუსეთის სატელიტად აქციოს. საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ევროპული საგარეო პოლიტიკის სანდოობა.სუვერენიტეტის კუთხით:გაყალბეული არჩევნებისა და 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული ევროპული გზის გამო საქართველოში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ალტერნატიული ჰიბრიდული ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა, რათა ხელახლა მოიპოვოს გავლენა სუვერენულ, დამოუკიდებელ და პროევროპულ ქვეყანაზე. სამხედრო აგრესია, რომელიც კრემლის მიერ დაპყრობის ინსტრუმენტია, რუსეთმა საქართველოში 2008 წელს დატესტა, ხოლო უკრაინაში 2014 და 2022 წელს გამოიყენა მაღალი დანახარჯებითა და მოსალოდნელი დომინაციის მიღწევის გარეშე. საქართველოში (ისევე როგორც რუმინეთში, მოლდოვასა და თუ არ შეაჩერებთ, სამომავალოდ, შესაძლოა, უკრაინაშიც) მიმდინარეობს ჰიბრიდული ომის ტესტირება არჩევნების მანიპულაციის გზით, რომელიც ნაკლებად აგრესიული სურათის შემქმნელი და ნაკლები დანახარჯების შემცველია და გზას უხსნის მარიონეტულ მთავრობას. წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ეს ევროპის საზღვრებსაც გასცდეს. ამგვარი ახალი ტენდენცია ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს და არამხოლოდ მათთვის, ვინც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობს.სტრატეგიული კუთხით:საქართველოს ბედი არ უნდა გაიმიჯნოს უკრაინისგან, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს საქართველოს ამოღება უკრაინაში მშვიდობის შესახებ დისკუსიებიდან. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იგნორირება. როდესაც საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე, არ შეიძლება საქართველოს მივიწყება, მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს ანაკლიის ახალ პორტში ჩინეთის, როგორც მთავარი პარტნიორის, შეყვანას. საქართველოს ბედი (რაც რუსეთს უკეთ ესმის, ვიდრე ბევრ სხვას) განაპირობებს კავკასიის მომავალს და ევროპა-ცენტრალური აზიის კავშირებს. მაშინ, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალ შესაძლებლობებს აჩენს მშვიდობიანი კავკასიისთვის, როდესაც თურქეთი უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას და მასტაბილიზებელ როლს თამაშობს შავ ზღვაში, საქართველოს დაკარგვა ამ რეგიონში რუსეთის დომინანტობის ტოლფასია. ეს არ არის ძლიერი ევროპა, არც ძლიერი ამერიკა.მოგიწოდებთ, რომ გამოწვევებისა და თქვენ წინაშე მდგარი პრიორიტეტების მიუხედავად, თქვენი ყურადღება მომართოთ საქართველოსკენ, საქართველო იმსახურებს თქვენს ჩართულობას, თუ ამ რეგიონში სტაბილურობა გაღელვებთ.ოთხთვიანი უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველო ღრმა კრიზისშია. მმართველი ძალა არ მართავს ქვეყანას, ისინი მხოლოდ რეპრესიებს რეპრესიებზე ამატებენ, პროტესტი არც ნებდება, არც ეგუება. ღრმავდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. მმართველი ძალა არ აწარმოებს დიალოგს ოპოზიციასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან გამოსავალი. ამგვარი განგრძობითი კრიზისი კი მხოლოდ და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც შესაძლოა, უმნიშვნელო ინციდენტით დაიწყოს, მიუხედავად საზოგადოების მშვიდობიანი განწყობისა.არსებული ჩიხიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ამ გამოსავლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროპული (და, საბოლოოდ, ამერიკული) მაღალი დონის მედიაციის გზით.მოგიწოდებთ, რომ სათანადო ყურადღება მიაქციოთ ამ გამოწვევას და განიხილოთ ჩართულობის ყველა გზა ოპოზიციასთან და მმართველ ძალასთან, რათა შედგეს მაღალი დონის განხილვა საქართველოში ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამავდროულად, გვჭირდება თქვენი პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე მეტად მოწყვლადი სეგმენტებისათვის: სინდისის პატიმრები, რეგიონული და ცენტრალური მედია. როცა ამერიკა გადის, ევროპამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არა მხოლოდ თავდაცვის საკითხები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ძირითადი თავისუფლებების მხარდაჭერა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ინიციატივას „ევროპის ხმა“, რომ ევროპამ გადაიბაროს თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერისთვის საინფორმაციო ბრძოლა.მოგიწოდებთ, საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი, მზად ვარ, წარვდგე, პროევროპულ პარტიებთან ერთად, ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია წერილში.

კორუფცია ევროპარლამენტში: ჩინური „ჰუავეის“ მიერ მოსყიდვის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, ტარდება ახალი ჩხრეკები

ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ სამშაბათს, 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია „ჰუავეის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციას უკავშირდება, ხუთი პირია დადანაშაულებული. „ამ დროისთვის მოსამართლემ ოთხ პირს ბრალი აქტიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის წაუყენა, მეხუთე პირი კი ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული. ოთხი პირი დაკავებულია, ხოლო მეხუთე პირობით გაათავისუფლეს“, - აცხადებს პროკურატურა და იქვე დასძენს, რომ ორშაბათს ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფისებში ახალი ჩხრეკები ჩატარდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტის ზოგიერთი ოფისი ჯერ კიდევ 13 მარტს დაილუქა. იმავე დღეს, ასამდე პოლიციელმა 21 ჩხრეკა ჩაატარა ბელგიასა და პორტუგალიაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეის“ ლობისტები იყვნენ ჩართულები. ამ უკანასკნელებმა სავარაუდოდ მოისყიდეს ევროპარლამენტარები, რათა მათ ისეთი პოლიტიკური პოზიცია დაეკავებინათ, რომელიც ევროპაში „ჰუავეის“ კომერციულ ინტერესებს გააძლიერებდა და ამ გზით ჩინური კომპანია დაუპირისპრდებოდა აგრესიულ ამერიკულ ლობირებას, რომელსაც „ჰუავეი“ 2019 წლიდან აწყდება. ევროპარლამენტარების მოსყიდვა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა: საჩუქრებით, კვების ხარჯების ანაზღაურებით, მოგზაურობებით, ფეხბურთის მატჩებზე მოსაწვევების გადაცემით... გამოცემების: Le Soir-ის, Knack-ის, RTBF-ის, Follow The Money-ის და Reporters United-ის ცნობით, ერთმა ან რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფული პორტუგალიაში არსებული კომპანიის მეშვეობით მიიღო, რომლის ჩხრეკა უკვე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლები „დაინტერესებულები“ არიან დაახლოებით 15 ევროდეპუტატის საქმიანობით, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ბოლო სიახლეები