კვირა, ივნისი 1, 2025

საშიშია თუ არა ორსულებისთვის რენტგენი და ულტრაბგერითი კვლევა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 375 341 ლარია გამოყოფილი.

ულტრაბგერა არ არის იონიზებული გამოსხივება, რომელიც დეენემს აზიანებს და მონაცემების დიდი მოცულობა, რომელიც დღეს ექიმებს აქვთ, აჩვენებს, რომ ის არანაირ უარყოფით გავლენას ქალზე ან ნაყოფზე არ ახდენს. თუმცა, ულტრაბგერითი კვლევის გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ექიმი ნიშნავს.

იმავეს თქმა შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზეც: ეს ელექტრომაგნიტური რადიოტალღებია, რომლებიც იონიზებულ გამოსხივებას არ განეკუთვნება და მეცნიერებმა მისი მავნე გავლენის დამადასტურებელი ვერაფერი იპოვეს. თუმცა, შესწავლილია მხოლოდ ის შემთხვევბი, როდესაც ტომოგრაფის მაგნიტური ველი დიდი არ იყო.

რაც შეეხება ორსულებისთვის რენტგენის რისკს, მისი გაკეთების აუცილებლობა გარემოებებზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რენტგენოგრაფიას ზიანზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამ პროცედურის დროს მუცლის დასხივების შემცირება შესაძლებელია, მაგალითად, თუ პაციენტს ფოტოს ზურგიდან გადაუღებენ.

თავის, კისრის, მკერდის და კიდურების რენტგენოგრაფია არანაირ განსაკუთრებულ ზიანს ნაყოფს ა აყენებს, განსაკუთრებით დამცავი ტყვიის წინსაფრის გამოყენების შემთხვევაში. მუცლის დაფარვის შემთხვევაში შედარებით უვნებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილების კომპიუტერული ტომოგრაფიაც. გარდა ამისა, სხივური დატვირთვის შესამცირებლად შეიძლება შედარებით დაბალი ხარისხის ტომოგრაფიის გაკეთებაც.

შთანთქმული რადიაციის 0,05 გრეი (5 რად) დოზა ფეხმძიმე ქალისთვის – ნერვიულობის საბაბი არ არის. და კვლევების უმრავლესობა ამ ზღვარს არ სცდება. 14 დღემდე ორსულობისას 0,1 გრეი (10 რად) დოზას მოსდევს ან ემბრიონის „გაწოვა“, ან მასზე საერთოდ არანაირ გავლენას არ ახდენს. ორსულობის უფრო გვიან ეტაპზე ასეთი გამოსხივება ზრდის ნაყოფის შეფერხებებით განვითარების რისკს, ბავშვს განვითარების თანდაყოფილილი დეფექტები და შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობები ექნება. მაგრამ დასხივება 20-25 კვირის შემდეგ, შედარებით უსაფრთხოა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს

,,ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას''-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

ბოლო სიახლეები