ზოგადი განათლების მასწავლებლები წარმოადგენენ განათლების სექტორში დასაქმებულთა უმსხვილეს კატეგორიას. ქალი სკოლის მასწავლებლების რაოდენობამ 2019 წელს დაახლოებით 55 000 შეადგინა, რაც 6.5-ჯერ აღემატება მამრობითი სქესის მასწავლებელთა რაოდენობას, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში 2020“ წერია.
საქსტატის ინფორმაციით, ქალების რაოდენობა კაცებისას აღემატება პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.
ამავე პუბლიკაციის თანახმად, ქალებს უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უფრო მეტად ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებაში, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროგრამებში. კაცები დომინირებენ საინჟინრო, საწარმოო და სამშენებლო პროგრამებში.