კვირა, მაისი 18, 2025

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი… – ამინდი ისევ იცვლება

17 მაისს, შაბათს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

Meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უნალექოდ.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +25, +30°; მაღალ მთაში +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან ნისლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით  ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალ მთაში  +15, +20°.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კბილაშვილი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონია

ხელბურთში ეროვნული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება.რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ ბოლო ტურში „ბაკაუ“ 42:31 დაამარცხა. ირაკლი კბილაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მატჩის შემდეგ „ტურდასა“ და კბილაშვილს რუმინეთის ვიცე-ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ჯილდოები გადაეცათ.პოლონეთის ჩემპიონატის მთავარ ლიგაში დასარჩენ ექვსეულში მოთამაშე „აზოტმა“ 43:34 დაამარცხა „სლასკი“. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს 12 მოგერიება ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიამ კი 7 გოლი გაიტანა.„აზოტმა“ 37 ქულა დააგროვა, გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 18 ქულით ასწრებს და ლიგაში ადგილი, ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს.სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის პირველ მატჩში „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „ვოივოდინა“ 34:32 დაამარცხა. მირიან გავაშელიშვილმა, რომელიც სერბეთში ბოლო სეზონს ატარებს და კარიერას პოლონეთში გააგრძელებს, ერთი გოლი გაიტანა.ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 24 მაისს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ფინალში გავა და ჩემპიონობისთვის „პარტიზანსა“ და „პანჩევოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალში დამარცხებულები კი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას, გვსურს ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება

გერმანიის კანცლერი პირობას დებს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას ახალი სანქციებით გააძლიერებს. ამის შესახებ ფრიდრიხ მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრისას განაცხადა.მერცის თქმით, მიუხედავად უკრაინის კონსტრუქციული დამოკიდებულებისა, სტამბოლში გამართულმა მოლაპარაკებებმა მათი მოლოდინები ვერ გაამართლა.„სტამბოლში გუშინდელმა მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები ვერ გაამართლა, მიუხედავად უკრაინელი მომლაპარაკებლების მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულებისა. დელეგაციებმა მაინც შეძლეს ტყვეების გაცვლაზე შეთანხმება, მაგრამ რუსეთი აქამდე უარს აცხადებს ყოვლისმომცველი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მიღებაზე. პრეზიდენტი პუტინი თავად არ იყო მზად, რომ თურქეთში ჩასულიყო. მისი ჯარები დღესაც მთელი ძალით აგრძელებენ თავდასხმებს. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას. სამშაბათს გვსურს ევროკავშირში სანქციების მე-17 პაკეტის ამოქმედება. სხვა საკითხებთან ერთად ის მიმართული იქნება ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბალტიის ზღვაში. კომისია უკვე მუშაობს შემდგომ წინადადებებზე“, – განაცხადა მერცმა.

გერმანიის საგარეო უწყება ისრაელის ახალ შეტევას ღაზაში „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს, იტალიის საგარეო უწყება კი, ისრაელელ სამხედროებს ღაზაში შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის ახალ შეტევას ღაზაში „ღრმად შემაშფოთებელს“ უწოდებს.გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიის გაძლიერებული შეტევა ღაზის სექტორში შეშფოთებას იწვევს როგორც ისრაელის სტრატეგიულ მიზნებთან, ასევე ანკლავში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.„ისრაელს, ყველა სხვა სახელმწიფოს მსგავსად, აქვს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში თავდაცვის უფლება, მაგრამ მოქმედების ამჟამინდელმა კურსმა შეიძლება, გამოიწვიოს დარჩენილი მძევლების დაკარგვა, მათ შორის გერმანელი მძევლების, რომლებიც თითქმის 600 დღის განმავლობაში კვლავ „ჰამასის“ საპყრობილეებში არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეტევამ ასევე შეიძლება, გააუარესოს ღაზის მოსახლეობის „კატასტროფული“ ჰუმანიტარული მდგომარეობა და მძევლების ხვედრი, და კიდევ უფრო შეამციროს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა.განცხადების თანახმად, გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ისრაელელ კოლეგასთან, გიდეონ საართან, სიტუაციის განსახილველად და რჩება მჭიდრო კონტაქტში რეგიონის სხვა პარტნიორებთან.ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელელ სამხედროებს ღაზაში შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ პალესტინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა აღარ უნდა გადაიხადონ ომის საფასური.„ჩვენ უნდა ვუთხრათ ისრაელის მთავრობას: „საკმარისია!” ჩვენ აღარ გვსურს, ვუყუროთ პალესტინელი მოსახლეობის ტანჯვას“, – განაცხადა ტაიანიმ.ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში იუწყებიან, ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღაზის სექტორში სტრატეგიულ ობიექტებს იკავებენ. ამავე დროს, პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 146 ადამიანი დაიღუპა.

„შევთანხმდით, რომ „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება“ – შოთა არველაძე

საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, – ამის შესახებ „ბარსელონას“ ლეგენდებისა და GEO11-ის შეხვედრის შემდეგ პროექტის ერთერთმა ინიციატორმა, შოთა არველაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.„ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ პროექტს და გვინდა, ნელ-ნელა განვავითაროთ, მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს . თუ ვინმეს აქვს უნარი, რომ ჩამოვიდეს და ქართველ გულშემატკივარს ასიამოვნოს, მოწადინებულები ვართ, რომ ჩამოვიყვანოთ და ეს სერია გავაგრძელოთ. შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება. გვქონდა თუ არა მათთან კონტაქტი?დიახ, უკვე შეთანხმებულები ვართ მატჩის 2026 წელს გამართვაზე. შესაბამისად, შემდეგი სტუმარი „სამეფო კლუბი“ იქნება. მინდა, ქომაგებს მადლობა ვუთხრა. ჩვენ კი შევეცდებით, ასეთი საღამოები ბევრი იყოს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ძლიერი ოჯახი ქმნის ადამიანის სულიერი სიმტკიცის საფუძველს, აქ ყალიბდება ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს

ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს.„დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები – სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა. ოჯახი გახლავთ ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომელთაც ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ.ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! თითოეულ ოჯახს გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას!“ – წერს ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები