ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

„საქართველოში, სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი, 8 წლის ბავშვი ჯანმრთელი აღმოჩნდა…“ – რას ჰყვება დედა, რომელმაც შვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წაიყვანა

ჟურნალისტი და ბლოგერი ლიკუნა მეგუთნიშვილი ჰყვება, რომ მის 8 წლის შვილს საქართველოში ექიმებმა ფარისებრ ჯირკვალთან რამდენიმე პათოლოგიური წარმონაქმნის დიაგნოზი დაუსვეს და ჰქონდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ავთვისებიანი სიმსივნე ყოფილიყო. თუმცა, თურქეთის კლინიკაში გადამოწმებისას, აღმოჩნდა რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

„რატომ დავიწყე გამოკვლევების ჩატარება? ამის მიზეზი არის ის, რომ დაეწყო ოფლიანობა. ალექსანდრა არის 8 წლისა და 6 თვის დაახლოებით. მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო ნორმალური. თურმე ამ ასაკში ბავშვებს დაწყებული აქვთ მომწიფების პერიოდი და ეს ყველაფერი არის ძალიან ნორმალური“, – აცხადებს მეგუთნიშვილი და დიაგნოზს დეტალურად აცნობს საზოგადოებას

მისი თქმით, ექოსკოპიის გადაღების შემდეგ ექიმმა ის კონკრეტულ ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა.

„ოთახში ვისხედით ბავშვთან ერთად და ენდოკრინოლოგი მეჩხუბება ასეთ რაღაცას: შეიძლება, 90–95% შეიძლება ეს იყოს კეთილთვისებიანი, მაგრამ დანარჩენი პროცენტი ავთვისებიანი… მომენტალურად გავხდი ცუდად. ეს იყო წარმოუდგენელი რამ ჩემთვის. დავდექი საშინელი ფაქტის წინაშე. ბავშვმა დაინახა ტირილი რომ დავიწყე და მას შემდეგ ყოველ დღე თვალებში მიყურებდა — დე, თვალი სველი გაქვს? დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ჩავატარეთ ძალიან ბევრი ანალიზი…“ – ვიდეოში მშობელი ჰყვება, რომ მათ გადაწყვიტეს ანალიზები კიდევ სხვა ექიმთან გადაემოწმებინათ. თუმცა, დიაგნოზი უცვლელი დარჩა.

პაციენტის ოჯახს ახლა უთხრეს, რომ ფარისებრ ჯირკვალთან არსებობდა ჯამში 4 წარმონაქმნი, რომელიც საშიში იყო.

„უკვე გადავწყვიტეთ, რომ მივდივართ თურქეთში. ექიმს ვეუბნები, რომ მივფრინავდით თურქეთში გადასამოწმებლად და ამ დროს მიკარგავს ყველანაირ იმედს. მეუბნება ასეთ რაღაცას: თურქეთში წასულან ჩემგან პაციენტები, ვერ დაუსვიათ დიაგნოზი. იგივე პაციენტი წავიდა ისრაელში და იგივე დიაგნოზი უთქვამთ რაც მე.

ჩავედით თურქეთში, კლინიკაში. ბოლოს კი ყველაფერი დასრულდა იმით, რომ თვითონ ფარისებრი ჯირკვალი იყო ოდნავ ზომაში გაზრდილი. ეს არ იყო არანაირი პათოლოგია, ეს იყო ვირუსის ფონზე“, — ამბობს ლიკუნა მეგუთნიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია – მგონია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია

ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ. ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციისა და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც ბევრი ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა.„მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა, როგორც შეუძლია. ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, არცერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება აქვს, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი. ქალბატონი სალომეს მიერ რამის ჩაბარება ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ზურაბიშვილს 2011 წლის 26 მაისის სცენარის გამეორება უნდა, უბრალოდ, დღეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა -გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ისეთი დაპირისპირება მოხდეს, სადაც სისხლი დაიღვრება. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა.„საყოველთაო დღესასწაულის მიტაცება ვერ შედგება. 9 აპრილის თემაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა. ბურჭულაძე პუტინს პირისპირ, რამდენიმე მეტრში მდგომი უმღეროდა და მისგან აპლოდისმენტებს იღებდა, ეს ყველაფერი ომის შემდეგ ხდება. მერე თანამდებობებზე მუშაობდა და დღეს ორპირი განცხადებებით თავს გვაწონებს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მეომარი. ასეთივეა სალომე ზურაბიშვილიც, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მომხდარიყო, იმ სცენარის გამეორება უნდა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როდესაც სახელმწიფო მომიტინგეებს ბრუტალურად დაუპირისპირდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც სცენარი იყო, რათა ის მომხდარიყო, რაც მოხდა და საქართველოში კიდევ ერთხელ დამტკიცებულიყო, რომ აქ არის სადისტური მმართველობა, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. ამ 26 მაისსაც ასეთივე სურათის შექმნა უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, 26 მაისს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩატარება უნდათ.„ეს თარიღი, წესით, გამაერთიანებელი უნდა იყოს. მორალურის გარდა, ბოროტი სცენარის ნაწილია, როდესაც სურთ, დაპირისპირება იყოს, რადგან გეგმა ვერ შეასრულეს. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ თანამშრომელია. „მაკკეინის ინსტიტუტი“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასაც უპირისპირდება და პირდაპირ გამოხატავს ინტერესს, რომ საქართველოში სისხლისღვრა მოხდეს. ყველაფერი ამისკენ არის მიმართული. 26 მაისს იქნება, 27 მაისს თუ ნებისმიერ სხვა დროს, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, როგორმე მოხდეს ისეთი დაპირისპირება, სადაც სისხლი დაიღვრება. ამოცანა ეს არის. თუ ამ ამოცანის შემსრულებელი სააკაშვილის ხელისუფლება გლობალური ოლიგარქიის ფავორიტი იყო, დღეს მისი ადგილი სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. უბრალოდ, სახელმწიფოა სხვა, სახელმწიფოს დამოკიდებულება თავისი ქვეყნის ინტერესების მიმართ აბსოლუტურად სხვაა. დღეს ამ სცენარის მიხედვით გადაწყვიტეს, იგივე მდგომარეობა შექმნან, რაც იმ სადისტური მმართველობის პერიოდში იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დო­ნეც­კის ოლ­ქში ქა­ლაქ პაკ­როვ­სკის­თან დაიღუპა უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი 34 წლის თარ­ბეი (თაბო) არ­ქა­ნია. ­ინფორმაციას არქანიას დაღუპვის შესახებ მისი მეგობარი გაგა კიკ­ნაძე ავრცელებს.არქანიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. არ­ქა­ნი­ას ოდე­სა­ში, 10 მა­ისს დაკ­რძა­ლა­ვენ. დაღუპულს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა, არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, 26 მაისთან დაკავშირებული ინიციატივაც ცუდად დამთავრდება

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის მთავარი შეცდომა და არცერთი მისი ინიციატივა კარგად არ დამთავრებულა, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის სასიკეთოდ არ დამთავრებულა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გეგმებზე 26 მაისთან დაკავშირებით.„არ ვიცი, ამჯერად რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, არც ახლა გამოვა რამე კარგი. სახალხოა, ვერ მიისაკუთრებ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა თვითონ უნდა განმარტოს, რას გეგმავენ. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით რაიმე ისეთი მოხდეს, რაც ოპოზიციას დაეხმარება და ჩვენ ხელისუფლების ცვლილებაში დაგვეხმარება. ცუდად მთავრდებოდა ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდა. 26 მაისის ინიციატივაც ცუდად დამთავრდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, 26 მაისის ღონისძიებით ვის ემიჯნებიან, რაზეც რაქვიაშვილმა აღნიშნა:„უმნიშვნელოა, არ აქვს არანაირი ღირებულება და აზრი არ აქვს ამის სერიოზულად აღქმას, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა ეს საზოგადოების გახლეჩა. არ მგონია, სალომე ზურაბიშვილს იმხელა რეპუტაცია დარჩა, რომ საზოგადოება გახლიჩოს, ჩვენი საზოგადოება ისედაც გახლეჩილია, მაგრამ სხვა მიზეზების გამო. სალომე ზურაბიშვილი ამას ვერც იქეთ, ვერც აქეთ ვერ შეცვლის“.

გია ვოლსკი – მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს მსოფლიოში მიმდინარე ომის პირობებში გააჩნია, ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, უსამართლობის ხარისხმა მოიმატა.„მთელ მსოფლიოში დაუნდობელი ომი მიმდინარეობს, საქართველო ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სეგმენტია. უსამართლობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცივსისხლიან პრაგმატიზმზეც, რომელიც ასეთი აქტის მიღებას განაპირობებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის და ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირ შემთხვევაში თავის საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოლიტიკას, რომელიც ბრიუსელს გააჩნია ომის პირობებში, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. გარკვეულწილად ეს კონგრესის გადაწყვეტილებაში აისახა. იმედს ვიტოვებთ, საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს, ვინაიდან, ისტორიის არცერთ ეტაპზე ჩვენ, როგორც მოკავშირეს, არ გვიღალატია მთავარი პრინციპისთვის, გინდათ, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდზე დგომით და თუნდაც, იმ ევროპული ფასეულობების დაცვით, რაც საქართველოში დღეს არსებობს და ასეთი თვალნათელია. ჩვენ მართლები ვართ ჩვენი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. ამ გადაწყვეტილებებს თუკი განაპირობებს გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, ამასაც მყარად, საღი აზრით და საზოგადოებისადმი რეალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით უნდა შევხვდეთ. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც დღეს მივყვებით“, – განაც ხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, „დიფ სთეითის“ შტაბბინა ბრიუსელში გადაინაცვლა.„აშშ-ში სერიოზული და მასშტაბური ბრძოლა მიმდინარეობს. უამრავი ადამიანი სამსახურიდან დათხოვილია, რომელიც კონკრეტულ სტრუქტურებს ემსახურება და ჭანჭიკებს წარმოადგენენ იმ უშველებელ სისტემაში, რომელსაც „დიფ სთეითი“ მართავს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია კონკრეტული მოსამართლისგან მოითხოვს, აღიაროს, რომ „დიფ სთეითან“ დაკავშირებულ ორ ადამიანთან კავშირი არ ჰქონდა და უტევდა ტრამპს, როდესაც ის პრეზიდენტი იყო პირველი ვადით, ახლაც და როდესაც ტრამპი პოლიტიკაში არ იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, ყველამ ბრიუსელის ერთი დამახასიათებელი ნიშანი უნდა გაითვალისწინოს, ქვეყნები კი არ განაპირობებენ პოლიტიკას კონსენსუსით, არამედ ბიუროკრატია განაპირობებს გარკვეულ პოლიტიკურ ნაბიჯებს.„მსოფლიო იცვლება, საფრთხეები რეალურია და ამ საფრთხეებს პრაგმატული პოლიტიკა უნდა დავუპირისპიროთ, ისევე, როგორც ჩვენ გვიპირისპირდება პრაგმატული და ცივსისხლიანი პოლიტიკა. საქართველოში გარკვეული ძალა არსებობს, რომელიც გლობალური ომის პარტიას სრულად ექვემდებარება, რომელიც მსოფლიოს მართვის პრეტენზიას აცხადებს. იმედი გვაქვს, ეს ძალა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. ახლი ადმინისტრაციაც მარტო არ უნდა დარჩეს, რადგან ეს ბრძოლა არ შეიძლება, რომელიმე ძალის ასპროცენტიანი გამარჯვებით დამთავრდეს. გარდამავალ უპირატესობას ვხედავთ, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც. „მეგობარი აქტი“ გარდამავალი უპირატესობის ერთ-ერთი გამოხატულებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები