შაბათი, მაისი 24, 2025

საქართველოში დანიის ელჩი – დანია შეშფოთებას გამოხატავს ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომების გამო

საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, დანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ მიზანმიმართულ ზომებსა და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას.

„დანია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მიღებული არაპროპორციული ზომებისა და ასევე ბოლო დროს კანონმდებლობის მიღების გამო, რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციური საქმიანობის შეზღუდვა. დანია მხარს უჭერს მიზანმიმართულ ზომებს და ევროკავშირის ერთობლივ ქმედებას საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად“, – წერს დანიის ელჩი.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს."დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ.-ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

“შენ ანგელოზად იქეცი და ზეციურად ანათებ” – მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

მარიამ ფილია გარდაცვლილი ძმის ბოლო ზარიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს და ასეცე სევდიან ლექსს აქვეყნებს.“ტკივილმა სული გარინდა, სხეულს ეფარა ნისლები, დღეს გიო სკოლას ამთავრებს დიდია ,დიდი ხვალიდან, საფლავზე მეგობრები და ზეიმი ახალ სახლ-კარზე შენ ანგელოზად იქეცი, და ზეციურად ანათებ.სკოლის დასრულებას გილოცავ გიო🥹🕊🕊”- წერს მარიამ ფილია.

საქართველოში შვედეთის ელჩი – შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება

შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ შვედეთის ელჩი ანა ლიბერგი წერს.მისი თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაკავება ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.„შვედეთი შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით ოპოზიციაზე მზარდ ზეწოლასთან ერთად, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებით და რეპრესიული კანონების მიღებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ეს ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება“, – წერს შვედეთის ელჩი.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა, 1:1 ითამაშა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.32-ე ტურის მატჩში სანდრო ალთუნაშვილი დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ვოლფსბერგერის“ მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 75-ე წუთზე შეცვალა, ხოლო კიტეიშვილმა „შტურმში“ სრულად ითამაშა.თამაში „შტურმისთვის“ სასურველი სცენარით წარიმართა – გრაცელები 45+1-ე წუთზე ბოვინგის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 67-ე წუთზე სტუმართა მოთამაშე ბალომ წონასწორობა აღადგინა.საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა, კონკურენტებს დაწევის საშუალება არ მისცა და ზედიზედ მეორედ გახდა ავსტრიის ჩემპიონი.

საქართველოში ლატვიის საელჩო – შეშფოთებული ვართ ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ლატვიის საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ„იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, – ნათქვამია საქართველოში ლატვიის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები