ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026

საქართველოში, 2023 წელს ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში გასულ წელს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) გათვალისწინებული 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 2,3% მეტია.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 2023 წელს საქართველოში 442 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით 2,8%-ით მეტია

აბსოლუტური რაოდენობის მხრივ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი, დაიღუპა იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში (75), თბილისში (74), კახეთში (67) და ქვემო ქართლში, ყველაზე ნაკლები კი სამცხე-ჯავახეთში (8) და გურიაში (11).

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული 5594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან პროცენტულად ყველაზე მეტი დაღუპული მოდის კახეთზე (308 შემთხვევა, 67 დაღუპული – 21,8%), მცხეთა-მთიანეთზე (173 შემთხვევა, 34 დაღუპული – 19,7%) და სამეგრელო-ზემო სვანეთზე (254 შემთხვევა, 38 დაღუპული – 15%),  ყველაზე ნაკლები კი – თბილისზე (2655 შემთხვევა, 74 დაღუპული – 2,8%) და აჭარაზე (569 შემთხვევა, 43 დაღუპული – 7,6%)  რაც, დიდი ალბათობით, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან დაშავებულის კვალიფიციურ სამკურნალო დაწესებულებამდე გადაყვანის შედარებით მცირე დროის ფაქტორით და თბილისსა და აჭარაში, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო გამართული და მაღალი კლასი ავტომობილების (მათ შორის უსაფრთხოების ბალიშებით აღჭურვილი) არსებობით აიხსნება, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, მიუთითებდეს თბილისსა და აჭარაში არალეტალურად დასრულებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევების გამოვლენის და აღრიცხვიანობის უფრო გამართულ სისტემაზე.

ყოველ 100 000 მცხოვრებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 12-ის ტოლია, რაც თითქმის ექვსჯერ მეტია, ვიდრე სკანდინავიის (დანია, ნორვეგია, შვედეთი) ქვეყნებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას. ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე. დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა. რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოსპენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად. CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების წვლილი 1,2 მლრდ ლარია, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება.„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით, სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში არის 32,65%. უშუალოდ განათლების სფეროს რაც შეეხება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა, გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მით უმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინა მილიონი ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ, თითოეული 500 ათას ლარს.როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, პრემიის ოდენობა ისტორიული გამარჯვებიდან გამომდინარე გაორმაგდა.„მე მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია. განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე, მათ მწვრთნელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება საწინდარი სამომავლო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის, თითო მედლისთვის და წყვილისთვის, შესაბამისად, დაწესებული იყო პრემია 500 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 ათას ლარს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 -500 ათას ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

ალი მოჯანი:ორი რელიგია, ერთი სულიერი მიზანი, სინანული და ღმერთთან დაახლოება – რამაზანისა და დიდმარხვის მნიშვნელობა

,,რამაზანის მარხვას მუსლიმთათვის თითქმის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც დიდმარხვას მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის; ეს არის პერიოდი სინანულისთვის, შინაგანი მდუმარებისა და ადამიანის ღმერთთან კავშირის აღსადგენად. სულიერი მნიშვნელობით და საეკლესიო კალენდრის მიხედვით, ეს ორი პერიოდი ყველაზე მეტად ჰგავს ერთმანეთს, თუნდაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანთა მარხვის წესი განსხვავებული იყოს-''ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  სოციალურ ქსელში წერს.

სახელმწიფო დეპარტამენტი – მხარს აღარ დავუჭერთ, აღარ დავაფინანსებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ინტერესებს, ძირს უთხრიან სუვერენიტეტს, აღარ დავემორჩილებით მათ ბიუროკრატებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს იმის შესახებ, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.სტრატეგიული გეგმის შესავალში ნათქვამია, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილის, როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება.სტრატეგიული გეგმის პირველ მიზნად აშშ-ის ეროვნული სუვერენიტეტია დასახელებული. დოკუმენტის მიხედვით, ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის გეგმამ არ გაამართლა.„აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ამოცანაა, უზრუნველყოს ჩვენი ერის, როგორც თვითმმართველი რესპუბლიკის, უწყვეტი გადარჩენა, რომელიც იცავს ამერიკელების უსაფრთხოებასა და ინტერესებს. დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ ღია საზღვრები, გლობალური ინტეგრაცია, მრავალმხრივი ინსტიტუტებისა და შეთანხმებებისადმი პატივისცემა მოიტანდა შედეგებს, რომლებიც კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა ამერიკისთვის. ეს ექსპერიმენტი ჩაიშალა. ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტისა და ინტერესების ხელახალი პრიორიტეტიზაცია ნიშნავს ჩვენი ვარაუდების გადაფასებას მიგრაციის, გლობალური ჩართულობისა და მრავალმხრივობის მიმართ“, – ნათქვამია სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზეც. დოკუმენტის მიხედვით, ისინი თავიანთ ნამდვილ მიზანს ჩამოშორდნენ.„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ ისეთი დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია. ამერიკის ლიდერების თაობები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ჩართულობა თავისთავად კარგი იყო და მისი მეშვეობით კავშირი მოიტანდა გლობალურ მშვიდობას, გააუქმებდა დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ფუჭად ხარჯავდა ჩვენს გავლენას ამ მცდარი იდეების წინ წამოწევით, ამასობაში ჩვენ გვაჯობეს დიდ სახელმწიფოებს შორის რეალურ კონკურენციაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ძირს უთხრიან მის სუვერენიტეტს.დოკუმენტის თანახმად, „ამის ნაცვლად, დეპარტამენტი ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული გავლენის გაზრდაზე და რეფორმების განხორციელებაზე იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე“.„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს ან მხარს დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს, ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. აღარ დავემორჩილებით მათ მიერ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, რომლებიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად, ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.ამის ნაცვლად, ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდაზე და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების, ხოლო რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგისთვის ძირის გამოთხრისთვის ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდნენ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შექმნან კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბოლო სიახლეები