კვირა, მარტი 30, 2025

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ – ნიკოლოზ სამხარაძე

საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა. სამხარაძემ ბელგრადში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაგეგმილ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა.

„ასევე შეხვედრები გვექნება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ხვალ დაგეგმილია თავდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა. შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს.

საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა. ასევე, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გამოწვევებია პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.

გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთა შორის მიმოსვლა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ფორვარდმა „სტრასბურთან“ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდერ ლაკაზეტს გადაასწრო. მიქაუტაძის აქტივში ახლა 14 გოლია: ლიგა 1-ში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა, 4-ჯერ ევროპა ლიგაზე და ორჯერაც საფრანგეთისთასზე. ლაკაზეტმა ჯერჯერობით 13 გოლი გაიტანა - 10 ლიგა 1-ში და 3 ევროპა ლიგაზე. შემდეგ მოდის მალიკ ფოფანა 10 გოლით (4 ელიგა 1-ში, 6 ევროპა ლიგაზე), ხოლო რაიან შერკისა და კორენტინო ტოლისოს ანგარიშზე 8-8 გოლია. მიქაუტაძეს 14 გოლი 38 შეხვედრაში აქვს გატანილი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 17-ჯერ იყო.აღსანიშნავია, რომ 2017 წლისა და მარიანო დიასის შემდეგ ის „ლიონის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც საწყის 17 სასტარტო მატჩში 11 გოლი გაიტანა (დანარჩენი 3 გოლი გიორგიმ შეცვლაზე შესვლიდან გაიტანა). შეგახსენებთ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მიქაუტაძემ თავის გამოჩენა 8 გოლით და 5 საგოლე პასით შეძლო.

დონალდ ტრამპი – ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, – თქვა ტრამპმა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.შეკითხვაზე, – რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს? – დონალდ ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ. სინამდვილეში, ეს არ მადარდებს. გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

დონალდ ტრამპი – ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს აშშ-ისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა,დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დინა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

ბოლო სიახლეები