ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

“საქართველოს ფოსტამ” მსოფლიო საფოსტო კავშირის აუდიტის უმაღლესი შეფასება მიიღო

მიმდინარე წლის სექტემბერში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ „საქართველოს ფოსტის“ აუდიტი განხორციელდა, რომლის მიზანია საფოსტო ადმინისტრაციების ელექტრონული კომერციისთვის მზადყოფნის შეფასება, შესაბამისად, მომსახურეობის ხარისხის, პროგრამული უზრუნველყოფის, გზავნილთა უსაფრთხო დამუშავებისა და საოპერაციო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა შეფასდა. აუდიტის შედეგად „საქართველოს ფოსტამ“ ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება მიიღო.

„აღნიშნული შეფასება ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ საქართველოს ფოსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიო საფოსტო საზოგადოების მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალი შეფასება მივიღეთ“, – აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

თავის მხრივ, აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაირე ლოდიმ განაცხადა, რომ „დღეს „საქართველოს ფოსტა“ არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საფოსტო ადმინისტრაცია“.

„მათ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლეს ამ შედეგების მიღწევა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. დღეს ბევრი მოწინავე ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას არ აქვს ასეთი გამართული სისტემა, როგორც საქართველოს ფოსტას. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვეთ გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს“, – განაცხადა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

როგორც „საქართველოს ფოსტაში“ განმარტავენ, პროექტი ხელს უწყობს საფოსტო სექტორში რეფორმების დანერგვას და ახალი დარგობრივი გამოწვევებისთვის ადმინისტრაციების მომზადებას. დღეისათვის საფოსტო დარგის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა. მსოფლიო საფოსტო კავშირის მიზანია დაეხმაროს საფოსტო ადმინისტრაციებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ამასთანავე უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო ვალდებულების შესრულება და საფოსტო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო პირობების შექმნა.

ამასთანავე, „საქართველოს ფოსტის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა მანჯგალაძე, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ შერჩეული იქნა აუდიტის ექსპერტთა გუნდში, რომელიც ანა მანჯგალაძის მონაწილეობით მიმდინარე წელს ბელარუსიის ფოსტის Belposhta-ს აუდიტს განახორციელებს.

საქართველოს ფოსტის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ამ გამოცდილების კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო...

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

ბოლო სიახლეები