კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მზის ელექტროსადგურის მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა დაათვალიერა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო
ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის
რესპუბლიკის საგანგებიო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მატუ
ბუოვსკმამ დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო
და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვახტანგ გვიშიანი, პროფესორები – გიორგი
გიგინეიშვილი და ევტიხი მაჭავარიანი. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს
წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა, SlovakAid-ის ფინანსური მენეჯერები საბინა
ბურეშოვა და ანა-მარია ბენკოვა, სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
პროფესორი ჯუმა ჰაიდარი, ELVOSOLAR-ის გაყიდვების დირექტორი და დირექტორთა
საბჭოს წევრი  რადოვან ანჩიჩი.
საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით,
სტუ-ის სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე
სლოვაკეთის მთავრობის გრანტით მიმდინარეობს 20 კვტ მზის ელექტროსადგურის
მშენებლობა და ასევე, არაპირდაპირი გათბობის ციკლით და კონტროლის სისტემით,
1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, თერმული მზის სისტემის მონტაჟი.
„21-ე საუკუნეში შეუძლებელია პროგრესი არსებობდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის
მიღების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე თბური და
ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს
ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს, რისი
ერთ-ერთი დასტური „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობაა,
რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას ახორციელებს Viessmann-ის ფირმა,
რომელიც  არის გათბობის/გაგრილების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი
მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში ანალიზხელსაწყოში მოეწყობა ლაბორატორია და
ტრეინინგცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან ადგილობრივი და სლოვაკეთის წამყვანი
სპეციალისტები, რათა მათ მოამზადონ და გადაამზადონ განახლებადი ენერგიის
სფეროში მომუშავე პერსონალი. ასევე ეს იქნება ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული
პროგრამების მსენელებისათვის ახალი შესაძლებლობა ადგილზე შეისწავლონ და
გაეცნონ განახლებად ენერგიებში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის
კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიების ათვისების გზაზე
საქართველოში“, – აცხადებს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – სამეცნიერო-
სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე
მშენებლობა 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები