სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს როინ მეტრეველს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
თავმჯდომარეობით, აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუ-ის
აკადემიური საბჭოს წევრები და ასევე, საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის
პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხორიძე, გენერალ-მაიორი,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა
მეძმარიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ
პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები ესწრებოდნენ. ამის
შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიურმა საბჭომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს სტუ-ის საპატიო დოქტორის
წოდება მიანიჭა.
დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული
აკადემიის პრეზიდენტს მხარდაჭერის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი
წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალი მიესალმება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ისეთ დიდ მეცნიერს,
საზოგადო მოღვაწეს, როგორიცაა როინ მეტრეველი, მიენიჭოს სტუ-ის საპატიო
დოქტორის წოდება.
„მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიურ საბჭოს ჩემი ინიციატივის მხარდაჭერისა და
აკადემიკოს როინ მეტრეველისთვის სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდების
მინიჭებისთვის. როინ მეტრეველი არის მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერი,
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მემატიანე, ამდენად, ჩემთვის დიდი
პატივია აღვასრულო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და მივანიჭო მას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. წარმატება და
ხანგრძლივი მოღვაწეობა მინდა ვუსურვო ბატონ როინს“, – განაცხადა დავით
გურგენიძემ.
აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორს და აკადემიურ საბჭოს. როგორც საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია
ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი საინჟინრო უმაღლესი სკოლის საპატიო დოქტორის
წოდების მინიჭება.
„მე მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ვარ, მაგრამ, გულწრფელად შემიძლია
გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
გამორჩეულია და ჩემთვის მეტად სასიხარულო. ჩვენს ქვეყანაში, ამიერკავკასიაში და

მსოფლიოს მასშტაბით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც მე წლების
განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
გამორჩეული უნივერსიტეტები იყო, რაც დღემდე ასეა. წარმატებები მინდა ვუსურვო
უნივერსიტეტის რექტორს, კოლეგებს და სტუდენტებს. კიდევ ერთხელ, მადლობა
დაფასებისთვის“, – განაცხადა როინ მეტრეველმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები