სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა რამაზ ხუროძე, ელგუჯა მეძმარიაშვილი და მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის მედლით, ხოლო სოლომონ პავლიაშვილი სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თავმჯდომარეობით აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხორიძე, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრები.

სტუ-ის რექტორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მიღწევებისთვის, ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის რექტორი 1994-2007 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, რამაზ ხუროძე, ასევე: ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენების კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი, სტუ-ის პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, სტუ-ის პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით, ხოლო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსს დავით კუჭაიძეს საპატიო დიპლომით გადაეცა.

სტუ-ის ინფორმაციით, დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, კოლეგებს მხარდაჭერისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

„დღეს დაჯილდოებულ მეცნიერთაგან თითოეული არის ჩვენი უნივერსიტეტის შვილი. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა გაჭირვებამ მოიცვა ყველა სფერო, განსაკუთრებით მეცნიერები დაზარალდნენ. სწორედ ამ დროს, როინ მეტრეველის, იმჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, რამაზ ხუროძის დამსახურებაა ის, რომ ორი უნივერსიტეტის განსაკუთრებული მეგობრობის ფონზე, ბევრი სახელოვანი ადამიანი გადარჩა ფიზიკურად და მიუხედავად სიძნელეებისა, მათ აღზარდეს ნიჭიერი თაობები, რომელთაც თავის მხრივ, აღმზრდელები და საქართველო ასახელეს – მადლობა მათ ამისთვის. დღეს სხვაგვარი მოცემულობაა და კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს ბატონი როინის, ბატონი რამაზის და სრულიად საქართველოს მეცნიერთა ეროვნული აკადემიის ღირსეული წევრების საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გვერდში დგომა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მეცნიერების აღლუმი, გამარჯვებისა და წინსვლის გზაზე სიარული, რაშიც აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. დღეს ჩვენ ასევე დავაჯილდოვეთ ბატონი სოლომონ პავლიაშვილი, ბატონი ელგუჯა მეძმარიაშვილი, მიხეილ ჯანიკაშვილი, ადამიანები, რომელთაც საქართველოს მომავალი თაობის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს – მადლობა მათ. მომავალი თაობა სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების მაგალითზე იზრდებიან და სწორედ ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მოწაფეები, ჩვენი სტუდენტები ასახელებენ საქართველოს და ალმა მატერს. ასევე, დიდი მადლობა მათ, ამ ნიჭიერ თაობას, წინსვლა და ბევრი გამარჯვება მისურვებია“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს როინ მეტრეველმა, რამაზ ხუროძემ, ელგუჯა მეძმარიაშვილმა, სოლომონ პავლიაშვილმა, მიხეილ ჯანიკაშვილმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ამ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღეს მათთვის დიდი ბედნიერების მომტანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები