ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მწერალ თამარ გლურჯიძეს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მწერალ თამარ გლურჯიძეს უმასპინძლეს.

 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

 

სტუ-ის ცნობით, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც მიმართულია თანამედროვე ქართული ლიტერატურის სფეროში ნიჭიერი და გამორჩეული მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. საუნივერსიტეტო ფორმატის თანახმად, შეხვედრები ღიაა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ვისაც უყვარს თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

 

სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილეები, პროფესორები – ლილი პეტრიაშვილი და ნონა ოთხოზორია, ასევე, ლიტერატორები და მოწვეული პირები.

 

თამარ გლურჯიძესთან შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ავტორმა, სტუდენტების თხოვნით, წაიკითხა ფრაგმენტები თავისი შემოქმედებიდან, ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი ხედვა და შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის ესაუბრა ცხოვრებისეულ ურთულეს პერიოდზე, ღრმა სასოწარკვეთაზე და თვითგადარჩენისთვის იმ უდიდეს ბიძგზე, რაც თამარ გლურჯიძის თქმით, მისთვის მწერლობა აღმოჩნდა. 

 

შეხვედრის მსვლელობისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, თამარ გლურჯიძის ნაწარმოებებიდან თავადაც შეერჩიათ სასურველი ფრაგმენტი ხმამაღლა წასაკითხად. მათ ავტორს არაერთი შეკითხვა დაუსვეს – მათ შორის დაინტერესდნენ შემოქმედებითი პროცესით, ლიტერატურული სტილით, პერსონაჟების პროტოტიპებით და თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების შესახებ ავტორისეული მოსაზრებებით.

 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეხვედრების იმგვარ ფორმატს, რომელიც სტუდენტებს თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის.

 

„მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ როგორი ძალა აქვს გულწრფელ საუბარს. თამარ გლურჯიძე არა მხოლოდ გამორჩეული ავტორია, არამედ ადამიანია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უდიდესი სითბოთი უზიარებს. თავისი ცხოვრებით თამარ გლურჯიძე ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრების უმძიმეს პერიოდშიც კი ადამიანმა შესაძლებელია საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის უსაზღვრო ენერგია, რომელიც მას ცხოვრების ახალ, ნათელ გზაზე გაიყვანს.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და სასიხარულოა, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არ ღალატობს ტრადიციას ნიჭიერი მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. ლიტერატურა, მეცნიერებასთან და ფილოსოფიასთან ერთად, ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის, ამავდროულად, ასეთი შეხვედრებით ფორმირდება უშუალო ურთიერთობები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, პუბლიცისტებთან. ასეთ ურთიერთობებში ისმინება არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ იკვეთება ადამიანური გამოცდილება, სითბო და პასუხისმგებლობა, რაც ფასდაუდებელი რესურსია ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ორმხრივად დიდი პატივია, როცა ქართველი მწერლები უნივერსიტეტს მოიაზრებენ სივრცედ, საიდანაც მათი ხმა გაცილებით მეტ ახალგაზრდამდე აღწევს. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ფორმატი აძლიერებს კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას შორის დიალოგს“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

 

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, ავტორმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სამახსოვრო ავტოგრაფებით საჩუქრად გადასცა კრებული – „მოფერება ლექსებად“, რომელიც შვილიშვილის, პატარა ანიტას უსაზღვრო მონატრებით შექმნილ 100 ლექსს აერთიანებს და მინიატურული პროზის კრებული – „სიცოცხლის ჟინი“, რომელიც თამარ გლურჯიძის მეორე საავტორო წიგნია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით

აშშ-მა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ვერ დავეთანხმებით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას ასევე განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.

ემანუელ მაკრონი – ომისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება, ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს, არავისზე დაგვწყდება გული

საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ ირანს ეკისრება „მთავარი პასუხისმგებლობა“ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებაზე.„ამ სიტუაციაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო  მიმართვაში.მან ახსენა ირანის „სახიფათო ბირთვული პროგრამა“, თეირანის მიერ ლიბანში და იემენში „ტერორისტული დაჯგუფებების“, ხოლო ერაყში მეამბოხეების მხარდაჭერა და „საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება“.„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ისტორია არასდროს გლოვობს საკუთარი ხალხის ჯალათებს. არავისზე დაგვწყდება გული“, – განაცხადა მაკრონმა.

რა ლოცვები იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე

ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში არ იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი, პა­რაკ­ლი­სე­ბი, და­უჯ­დო­მე­ლი ლოც­ვე­ბი, ხოლო დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის ნაც­ვლად იკი­თხე­ბა პა­ს­ე­ქის ჟამ­ნი.პა­რაკ­ლი­სე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის წა­კი­თხვის მსურ­ველთ შე­უძ­ლი­ათ წა­ი­კი­თხონ "პა­რაკ­ლი­სი აღ­დგო­მი­დან და­წყე­ბუ­ლი თო­მას კვი­რი­ა­კემ­დის, ანუ – ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში".ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დილა-სა­ღა­მოს ლოც­ვე­ბის, პა­რაკ­ლი­სე­ბის, და­უჯ­დომ­ლე­ბის და ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვა გა­ნახ­ლდე­ბა თო­მას კვი­რი­ა­კი­დან (აღ­დგო­მის მომ­დგევ­ნო პირ­ვე­ლი კვი­რა დღი­დან).თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე "მე­უ­ფეო ზე­ცა­თა­ოს" ნაც­ვლად ვამ­ბობთ აღ­დგო­მის ტრო­პარს ("ქრის­ტე აღ­სდგა მკვდრე­თით...") 3-ჯერ, ხოლო "ღირს არ­სის" ნაც­ვლად ვამ­ბობთ:"ან­გე­ლო­ზი ღა­ღა­დებს, მი­მად­ლე­ბუ­ლო წმი­დაო ქალ­წუ­ლო, გი­ხა­რო­დენ და კუ­ა­ლად გი­ხა­რო­დენ. ძეჲ შენი აღ­სდგა მე­სა­მე­სა დღე­სა საფ­ლა­ვით და მკუ­დარ­ნი აღად­გი­ნა, ერნო, გი­ხა­რო­დენ.გა­ნათლდი, გა­ნათლდი, ახა­ლო იე­რუ­სა­ლიმ, დღეს დი­დე­ბაჲ უფ­ლი­სა შენ­ზე­და გა­მობრწყინ­და, გან­სცხრე­ბო­დე და იხა­რებდ სიონ, და აწ შენ­ცა იშუ­ებ­დი, ღმრთის-მშო­ბე­ლო, აღ­დგო­მა­სა ძისა შე­ნი­სა­სა".მუხლთად­რე­კა და დიდი მე­ტა­ნი­ე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა სულთმო­ფე­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­დან (აღ­დგო­მი­დან 50-ე დღეს).ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­უ­ლი ხსნი­ლია ოთხშა­ბა­თი­სა და პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით, ხოლო თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე (აღ­დგო­მი­დან მე-40 დღე) ოთხშა­ბა­თი და პა­რას­კე­ვი ხსნი­ლია თევ­ზით.ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში საზ­რდე­ლის მი­ღე­ბის წინ და შემ­დეგ ვამ­ბობთ მხო­ლოდ აღ­დგო­მის ტრო­პარს ("ქრის­ტე აღ­სდგა მკვდრე­თით...") 3-ჯერ, ხოლო თო­მას კვი­რი­დან ამაღ­ლე­ბამ­დე საზ­რდე­ლის მი­ღე­ბის წინ ლოც­ვას ვი­წყებთ აღ­დგო­მის ტრო­პა­რით, ხოლო შემ­დეგ "ღირს არს"-ის ნაც­ვლად ვამ­ბობთ: "ან­გე­ლო­ზი ღა­ღა­დებს..."

დასახელდა მცენარე, რომელიც ორაგულზე 2-ჯერ მეტ ომეგა 3-ს შეიცავს

ჩიას თესლი უძველესი დროიდან არის ადამიანის საკვებ რაციონში, ის მექსიკური წარმოშობისაა და ძირითადი საკვები პროდუქტი იყო მაიას ტომისა და აცტეკებისათვის.მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტები, ვიტამინები, ომეგა 3, მცენარეული ცხიმები:✅ვიტამინი-A1✅ვიტამინი-B1✅ვიტამინი- B2✅ვიტამინი-B3✅ვიტამინი-PP✅ვიტამინი-Kმისი შემადგენლობის 40% არის ბოჭკო, ამის გამო ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბოჭკოსშემცველი მცენარეა. იგი ასევე ხასიათდება ცილის დიდი შემცველობით, რაც ბევრი მცენარისგან გამოარჩევს.ასევე ჩიას თესლშია შეუცვლელი ამინომჟავა ომეგა 3, რომელიც თევზთან შედარებით უფრო მაღალია. ასევე, ჩიას თესლი ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა.მისი სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია:❇️არეგულირებს წონას;❇️არეგულირებს არტერიულ წნევას;❇️არეგულისრებს სისიხლის სიბლანტეს, რაც თრომბის წარმოქმნას უშლის ხელს.❇️ამცირებს გულის დაავადებების რისკსშეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და ცილებს, რაც ძვლების ჯამრთელბისთვის მნიშვნელოვანია.მიღების წესი: რეკომენდებულიაერთი სუფრის კოვზი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ის სითხის მაღალი შეწოვის უნარით გამირჩევა და მიღებამდე სასურველია წყალში დაალბოთ.

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

„დღეს გავრცელებული ინფორმაცია, საელჩოს შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ამის შესახებ განცხადებას იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.„მსგავსი შეტყობინება რომის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე შევიდა, რაც ცრუ განგაში აღმოჩნდა. ეს დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და ინფორმაციით მანიპულირებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები