შაბათი, აგვისტო 16, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სტუ-ის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, სასწავლო პროცესის დაწყების მზადებასთან დაკავშირებით, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თამარ წერეთელი ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს გრიგოლ ცნობილაძეს, თანამშრომლებსა და პედაგოგებს შეხვდა. ვიზიტის, რომლის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების დაგეგმვა, ფარგლებში ვიცე-რექტორი გაეცნო ინსტიტუტში მიმდინარე სასწავლო, ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესებს.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, სამთო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტის ადმინისტრაციასა და პედაგოგებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-ტექნოლოგიური ლაბორატორიების მდგომარეობის, სასწავლო რესურსების განახლების და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვას. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ერთეულების განვითარება და მათთვის მეტი რესურსის მოზიდვა. ამ კონტექსტში ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ობიექტად განიხილება.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სასწავლო ცენტრების როლი ინჟინერული და ტექნოლოგიური პროფილის სპეციალისტების მომზადებაში. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმოადგენს დარგის ერთ-ერთ საყრდენ რგოლს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მაღალკვალიფიციური განათლება რეგიონის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, პროფესიული და აკადემიური პროგრამების გაძლიერებით, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უპასუხებს როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ეკონომიკის მოთხოვნებს. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებას, ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებასა და მჭიდრო კავშირების განვითარებას ინდუსტრიასთან. სწორედ ეს გახდება ის საფუძველი, რაზეც შეიქმნება კონკურენტუნარიანი კადრები როგორც შიდა ბაზრისთვის, ისე საერთაშორისო სივრცისთვის“, – აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, პროფესიული და აკადემიური კომპონენტების ინტეგრირებული განვითარება, როგორც უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაკულტეტებისთვის, რომელთა საგნობრივი არეალი პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიულ სექტორს.

„პროფესიული განათლების განვითარებასა და ინტეგრაციას, ტექნიკური უმაღლესი განათლების სისტემაში, სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს როგორც ადგილობრივი ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადების, ისე ინოვაციური საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, გაიღრმაონ სპეციალიზებული ცოდნა და, რაც მთავარია, გამოიმუშაონ პრაქტიკული, ინდუსტრიაში მოთხოვნადი უნარები. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიმართულებებზეა აგებული, შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალი განვითარების სტრატეგიაა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების ჰარმონიული თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცის ერთიან და მძლავრ პლატფორმად ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად მზად ვართ, ჩვენს გამოცდილებასა და რესურსებს გავუზიაროთ ტყიბულის ინსტიტუტს და ხელი შევუწყოთ მის პროფესიულ წინსვლას“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.

ინფორმაციისთვის, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტში ხორციელდება ექვსი მოდულური პროფესიული პროგრამა, მათ შორის: „სამთო ტექნიკოსი“, „სამთო ელექტრომექანიკოსი“, „მყარი წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიის სპეციალისტი“, „მებათქაშე“, „მღებავი“, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს, ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს.„უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.ამასთან, როგორც პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები აქვს.„ყველა საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შევძლებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმებები უკრაინის პრობლემის გადაჭრისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის საყრდენ წერტილად იქცევა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კიევი და ევროპა დაბრკოლებებს არ შეუქმნიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს.ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

დონალდ ტრამპი – პუტინთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა

ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, ბევრ რამეზე შევთანხმდით, ვიტყოდი უმრავლეს მათგანზე, რამდენიმე დიდ საკითხზე არ გვაქვს შეთანხმება, მაგრამ არის გარკვეული წინსვლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული და შეხვედრასთან დაკავშირებით დაურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ასევე დარეკავს ნატო-ში.დონალდ ტრამპის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე დიდი პროგრესი იქნა მიღწეული.„მე ყოველთვის ფანტასტიკური ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონდა, კარგი შეხვედრები. ჩვენ ხელი შეგვიშალეს რუსული შეთქმულების გაყალბებით, რამაც ეს პროცესი გაართულა, მაგრამ მას ესმოდა, რომ ხედავს რაღაცებს თავის კარიერაში. მან იცოდა, რომ ეს სიყალბე იყო. რაც იყო, ეს კრიმინალური იყო და შეთანხმება გაართულა. ჩვენ გვექნება კარგი შანსი, როდესაც ეს დასრულდება. ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ რამეზე შევთანხმდით. ძალიან ცოტა დარჩა შესათანხმებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგი შანსი გვაქვს ამის მისაღწევად, ჯერ არ მივსულვართ იქამდე, თუმცა კარგი შანსებია. ჩვენ შევაჩერებთ ხუთი, ექვსი, შვიდი ათასი ადამიანის მკვლელობას კვირაში და პრეზიდენტ პუტინს სურს ამის ნახვა, ისევე როგორც მე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვლადიმერ პუტინი – პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები, ყველა საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით უკრაინის კონფლიქტის დასრულებას...

საერთო ჯამში, ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გვაქვს ძალიან კარგი, საქმიანი და სანდო კონტაქტები და ყველა საფუძველი მაქვს, ვიფიქრო, რომ ამ გზით სიარულით ჩვენ შევძლებთ უკრაინის კონფლიქტის დასრულებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაზე ვიწრო ფორმატში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტი ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებას, 2022 წელს დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.პუტინი იმედოვნებს, რომ ალასკაში მიღწეული შეთანხმებები უკრაინის პრობლემის გადაჭრისა და რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენის საყრდენ წერტილად იქცევა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ კიევი და ევროპა დაბრკოლებებს არ შეუქმნიან კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეულ პროგრესს. პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშაოს.„უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას“, – აღნიშნა პუტინმა.ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი. ვიწრო ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

თეთრი სახლი დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს – „მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე ტრამპთან და პუტინთან ერთად ალასკაში“

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.„მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ალასკაში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ვებგვერდზე ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში.ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.სამი სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

აგვისტო ცხელი იქნება…ამინდის განახლებული პროგნოზი

ზაფხული ძალაში შევიდა და უკვე სეზონის ბოლო თვე დადგა.აგვისტო ცხელი გველოდება და თითქმის უნალექო. ყველაზე მაღალი ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება, ხოლო ყველაზე დაბალი – 26 გრადუსი.,,პრაიმტაიმი", გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს დოდო გვაზავას ესაუბრა.,,დასავლეთ საქართველოშია შედარებით გრილი ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება, ამიტომ აქ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. მაქსიმალური ტემპერატურაა, 37 გრადუსი.ცალკეულ რეგიონებში, ხანმოკლე ხასიათის წვიმა, დიდ ეფექტს არ გამოიწვევს, რომ აგრილდეს, რადგანაც, ამინდი განპირობებულია სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერია მასების.მკვეთრი ტემპერატურის კლება და აგრილება მოსალოდნელი არ არის...ზოგადად აგვისტო, როგორც ჩანს შუა თვემდე ცხელია.ზღვის კურორტებს რაც შეეხება, თვის პირველი კვირის განმავლობაში შესაძლებელია, ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს, თუმცა სიცხე ნარჩუნდება",-ამბობს ,,პრაიმტაიმთან" დოდო გვაზავა.

ბოლო სიახლეები