პარასკევი, აგვისტო 1, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სემეკის თავმჯდომარესა და კომპანია „ჯივიპის“ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას და საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (გწპ) კომუნიკაციის დირექტორ ეკატერინე ბერიძესა და ტექნიკურ დირექტორ გიგა ნადირაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს წყალმომარაგება-წყალარინების სექტორის განვითარების შესაძლებლობები, ახალგაზრდა კადრების მომზადების პერსპექტივა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

„სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე, მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ და სამომავლო კოოპერაციის დეტალები შეათანხმეს.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

რექტორმა ისაუბრა წყალმომარაგებისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მომზადების მნიშვნელობაზე, ასევე, ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

რექტორის განცხადებით, კომპანია „ჯივიპი“, რომელსაც მენეჯმენტს უწევს ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი – ესპანური კომპანია დაინტერესებულია უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიის, გარემოს ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ჩართვით კომპანიის საქმიანობაში, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ახალგაზრდების დახელოვნებას და მათ მონაწილეობას კომპანიის საქმიანობაში.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მისი თავმჯდომარე დავით ნარმანია მხარს უჭერენ უნივერსიტეტსა და წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შორის მსგავსი ტიპის კოლაბორაციის გაღრმავებას. რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო სპეციალობებს მრავალი წარმატებული სტუდენტი ეუფლება, რომელთაც „ჯივიპიში“ სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, დამატებით მოტივაციას შეუქმნის.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდეს მჭიდრო კავშირი როგორც მარეგულირებელ ორგანოებთან, ისე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, რათა ერთად შევქმნათ ისეთი სასწავლო და პრაქტიკული სივრცე, რომელიც მომავალ სპეციალისტებსა და მკვლევრებს რეალურ გამოწვევებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას მისცემს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად რეალურ სამუშაო გარემოში პრაქტიკული უნარებიც განივითარონ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზრუნავს, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები ინდუსტრიებთან და მათი მხარდაჭერით თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა შექმნას. მოხარული ვარ, რომ სემეკის თავმჯდომარესთან და კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ არა მარტო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებზე – სამშენებლო, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიების მოდერნიზების, ასევე, ახალი ლაბორატორიების შექმნის შესახებ. საგულისხმოა, რომ „ჯივიპი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი კომპანიები, მაგალითად, „არემჯი“, „თეგეტა მოტორსი“, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში მოქმედი მსხვილი კომპანიები და სხვა, გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზის განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მოდერნიზება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის ქმნის ღირებულ სასწავლო გარემოს, არამედ აძლიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით პოტენციალს. ჩვენი მიზანია, სტუდენტები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას დაეუფლონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არამედ აქტიურად ჩაერთონ კვლევით საქმიანობაშიც, იმუშაონ რეალურ პროექტებზე სხვადასხვა კომპანიაში და სტუდენტობის წლებიდანვე ეზიარონ პროფესიულ გამოცდილებას. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის საფუძველი სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებისა და მათ შორის წყალმომარაგება-წყალარინების სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იზრუნებენ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტის მომზადებაზე. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სემეკის თავმჯდომარე და კომპანია „ჯივიპის“ ხელმძღვანელობა ახლო მომავალში მოაწერენ ხელს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თელავში ძლიერმა ქარმა და წვიმამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები

თელავში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი. მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანება გამოიწვია.ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქართველებმა მილიონ ლირამდე ძვირფასეულობა მოიპარეს – ისინი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

თურქეთში, სივასის სუშეჰრის რაიონში მდებარე სამკაულების მაღაზიიდან მილიონ ლირამდე ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.სამი პირი ეჭვმიტანილი ქვეყნის დატოვებას და საქართველოში გაქცევას შეეცადა.სამკაულების მაღაზიის მეპატრონემ მალევე შეამჩნია ქურდობის ფაქტი და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დაადგინეს, რომ ეჭვმიტანილები გადაადგილდებოდნენ საქართველოს სანომრე ნიშნებით აღჭურვილი ავტომობილით.ეჭვმიტანილები სარფის საზღვართან დააკავეს. 

ქართველმა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა – მამაკაცი დაკავებულია

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, ანალიფსის რაიონში ქართველმა კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მუცლის და კისრის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.მომხდარის შესახებ ბერძნული მედია წერს.სამართალდამცველებმა ქართველი შემთხვევის ადგილას დააკავეს.ქალი კლინიკაშია გადაყვანილი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულშიც ფიგურირებდა სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმეში, მათ შორის ყაჩაღობასა და ქურდობაში.

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს

დმანისში, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, აღმოჩენის ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური.„საექსპედიციო ჯგუფმა, არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, სააგენტოს მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა. აღნიშნული აღმოჩენა, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.გათხრები მიმდინარეობს 1.84-1.77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში, ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. გათხრები 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.ექსპედიციაში, პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად, მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან“, – წერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ქართველი მეზღვაური გარდაიცვალა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგობრები და ნათესავები მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, აჩი უსტიაშვილს ემშვიდობებიან. როგორც პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევა გახდა.„ცრემლებით ვაკოწიწე შენი ფოტოები აჩი... იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა... მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი. რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე... როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო. როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ? გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო... გელოდებით შორეული ნაოსნობიდან, გულგახეთქილები“.„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები