სამშაბათი, ივლისი 22, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტს – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“ მასპინძლობს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩვენ ვმასპინძლობთ ამ ინოვაციური და ინტერდისციპლინური პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროში, რომელსაც საქართველოში ღრმა ფესვები და ისტორიული დატვირთვა აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) დელეგაციასთან შეხვედრისას, „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზუსტად მსგავს პროექტებზე დაყრდნობით დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომები.

„ასევე შევქმენით საერთო კვლევითი სივრცეები და გავაძლიერეთ საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხიან განათლებასა და ინოვაციურ განვითარებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნა ლომინაძემ.

სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025“ – ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HESˑSO) მევენახეობისა და მეღვინეობის უმაღლესი სკოლის პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საერთაშორისო პროექტის – „ზაფხულის უნივერსიტეტი 2025” – ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის სლოგანია: „მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია: შვეიცარიის ალპებიდან და ნაპირებიდან მეღვინეობის აკვნისაკენ“.

მისივე განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შვეიცარიის HES-SO უნივერსიტეტთან, ჩანგინის მევენახეობისა და მეღვინეობის სკოლასთან გაფორმებული 5-წლიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, 2018 წლიდან თანამშრომლობს. ვიზიტის განმავლობაში იგეგმება მემორანდუმის განახლება, ასევე, ავსტრალიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალი მემორანდუმების გაფორმება.

„ზაფხულის უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებისთვის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება, კულტურათშორისი უნარების განვითარება და საერთაშორისო პროფესიული კავშირების შექმნა. პროგრამაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის მაღალი კურსებისა და მაგისტრატურის სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ზაფხულის სკოლა ორგანიზებულია შვეიცარიის HESˑSO უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენს Vinifera EuroMaster პროგრამის პარტნიორ პროექტს, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებთან ერთად, ვიზიტით გვეწვია Vinifera EuroMaster პროგრამის მენეჯერი და ზაფხულის სკოლის თანახელმძღვანელი პატრის ლალემანი. 40-კაციან დელეგაციას აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფაკულტეტს ეძლევა შესაძლებლობა, უმასპინძლოს საერთაშორისო სტუდენტებს და გაუზიაროს მათ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ გააცნოს მათ ქართული ვაზის და ღვინის უნიკალური მემკვიდრეობა“, – განაცხადა ნინო ჩხარტიშვილმა.

სტუ-ის ინფორმაციით, შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (HES SO) დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ლაბორატორიები, გაეცნენ მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებსა და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში

ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში - ტიტულოვან მოჭიდავეს და დეპუტატს მამა გარდაეცვალა.სპარტაკ პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.პეტრიაშვილი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელად 2014 წლიდან მუშაობდა. 

ირაკლი კობახიძე – გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა

გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას.„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს. საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოსა და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ – მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არამარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50 პროცენტი. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტმა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დაიტბორა და დაზიანდა სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

„იმედს ვეპოტინებით… მეორე დღეა, სიცხემ დაიწია…“ – როგორია მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობა ცოტა ხნის წინ დამძიმდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამინდელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, „პრაიმტაიმთან“ თაკო ჩარკვიანი საუბრობს.„ვეპოტინებით და გვიხარია, რომ მეორე დღეა, სიცხემ დაიჭირა, როგორც იტყვიან. სეფსისს, როგორც სჩვევია, ერთი დღე ავარდებოდა ხოლმე სიცხე, მეორე დღეს ჰქონდა 36.6, უცებ ისევ 39-მდე აუწევდა.ახლა არ ვიცი, თქმა მეშინია — ოდნავ რაღაც გამოკრთა. როგორც ექიმები იტყვიან ხოლმე, დინამიკაში სტაბილურობაა და არა უარესობა. სიცხის გამო, შეუძლებელია ხოლმე კომუნიკაცია, არ არის ხოლმე კონტაქტური, მაგრამ როგორც კი ოდნავ გაუმჯობესდება, იმავე წამს ვეუბნები ხოლმე, რომ ბიჭებმა დარეკეს, ყველამ მოიკითხა, მთელი ესტრადა რეკავს და კითხულობს...“ – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩის გადაყენება, ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან კონკრეტული გზამკვლევით

როგორც კი გადმოიდგმება ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას.„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ერთ დღეს, რეალურად, გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ ე.წ. აგრემანი, ანუ თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე და დაინიშნა თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს. ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც ითქვა უარი წერილის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და ჩვენ მადლობელი ვართ ამ ჟესტისთვის იმიტომ, რომ რეალურად, კიდევ ერთხელ შეიძლება, თამამად ითქვას, წინა ორი ელჩის პირობებში, მანამდე იყო მესამეც, იქაც ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ განსაკუთრებით წინა ორი ელჩის პირობებში თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. კონკრეტულად ელჩებმაც შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, სამწუხაროდ. ელჩის გადაყენება და ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. მთავარია, რომ ამას ჰქონდეს შემდგომი განვითარება, ჩვენ ამას ველოდებით. ჩვენ ველოდებით არა იმ მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ რაღაც გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი და მაღალი განაცხადი გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი მარტივი რამ, მაქსიმუმზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული – როგორც კი გადმოიდგმება ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადას ვერ გააკეთებ. ვართ მოლოდინის რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები