პარასკევი, ივლისი 18, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი „ჰანიველ ცემენტის“ მიერ ორგანიზებული სტუდენტ არქიტექტორთა კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის“ (Hunnewell Cement) მიერ ორგანიზებულ სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში, სტუ-ის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის მენტორობით წარდგენილი პროექტისთვის – „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში” – I ადგილი მოიპოვა და შედეგად, კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსზე, რომელიც „ჰანიველ ცემენტის“ ინიციატივით, ხარისხის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ მომავალი არქიტექტორები სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან: ანა ჭელიძე (მენტორი: ასოცირებული პროფ, ვასილ ქობულია), ალექსანდრე დგებუაძე (მენტორი: პროფესორი გია ნადირაძე), თათია ჩერქეზიშვილი (მენტორი: ასოცირებული პროფესორი ბესარიონ ტატიშვილი) და ანრი ფერცელაძე (მენტორები: პროფესორი ნინო იმნაძე და ვასილ ქობულია).

ფაკულტეტის პროფესორის, ნინო იმნაძის თქმით, გამოფენა-კონკურსზე, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტთა არქიტექტურული პროექტები, ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებსა და დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდათ, ყველაზე შთამბეჭდავი პროექტებისთვის ხმა მიეცათ. როგორც ნინო იმნაძე აღნიშნავს, გამარჯვებული სტუდენტური პროექტების დაჯილდოების ცერემონია „წინანდლის მამულში“ გაიმართა, ჟიურის გადაწყვეტილება კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან გამოფენა-კონკურსში პირველი ადგილი ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო კოპალეიშვილმა მოიპოვა.

სტუდენტსა და მის მინტორს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი. პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, ნებისმიერი მსგავსი აღიარება ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც, სწავლების პროცესის ორგანიზებისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ხელმძღვანელობს.

 

„ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ნინო კოპალეიშვილს – მან სტუდენტ არქიტექტორთა გამოფენა-კონკურსში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ და მის მენტორს, ჩვენი ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორ ბესარიონ ტატიშვილს. სასიხარულოა, რომ ჩვენი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში. ასეთი მონაწილეობები უაღრესად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული და კარიერული ზრდისთვის – სტუდენტები იღებენ რეალურ გამოცდილებას, თავიანთ ნამუშევრებს აცნობენ ფართო საზოგადოებას, დარგის სპეციალისტებს და ამყარებენ ასე აუცილებელ ფართო კავშირებს პროფესიულ წრეებთან.

 

სტუდენტის პირად წარმატებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის სკოლისთვის. ნებისმიერი მსგავსი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომლითაც ფაკულტეტი სწავლების პროცესის ორგანიზებისას ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური პროგრამები მთლიანად არის მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე. ყოველი ასეთი წარმატება მიუთითებს პროფესორ-მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, სტუდენთა ნიჭიერებასა და დიდ მოტივაციაზე. დარწმუნებული ვართ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ არქიტექტორებს წინ მრავალი პროფესიული გამარჯვება ელით.

 

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ჰანიველ ცემენტს“ გამოფენა-კონკურსის ორგანიზებისა და ახალგაზრდა არქიტექტორთა მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა პროექტებით ახალგაზრდების წახალისებას. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის პარტნიორობას და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ახალი თაობის არქიტექტორთა პროფესიულ და კარიერულ განვითარებას“, – აღნიშნავს დეკანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში დაღუპული მცირეწლოვანი აღსაზრდელის ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრავიდეო“ ავრცელებს.დაღუპულის ბავშვის დედის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა.„რაც მოვიდა პასუხები, არის სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში. დილით იყო ჩვეულებრივი დღე. არაფერი ყოფილა გამოკვეთილი, არც ცუდად გახდომა, არც სხვა წინაპირობა...მე და ჩემმა მეუღლემ წავიყვანეთ და დავტოვეთ ბაღში და წამოვედით სამსახურებში. უკვე საღამოს საათებში მაცნობეს, რომ ბავშვი იყო დაღუპული“, – ამბობს დედა.ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.წყარო: palitravideo.ge

ტემი ბრუსი აცხადებს, რომ აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს

აშშ გმობს ძალადობას სირიაში და ყველა მხარეს დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.„ამერიკის შეერთებული შტატები ნათლად გმობს ძალადობას. ყველა მხარემ უკან უნდა დაიხიოს და ჩაერთოს მნიშვნელოვან დიალოგში, რომელიც ცეცხლის ხანგრძლივ შეწყვეტას მოიტანს“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის დიპლომატიურ ძალისხმევას.„ბოლო 48 საათის განმავლობაში აშშ ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ ძალისხმევას რეალური დეესკალაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინ აღნიშნა, ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას დღეს საღამოს დაასრულებს“,- განაცდადა ბრუსმა.ბრუსმა აღნიშნა, რომ შეთანხმების წარმატება დამოკიდებულია ყველა მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებაზე.„ეს მოითხოვს ყველა მხარისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, და ეს არის ის, რასაც ჩვენ ველით მათგან“, – განაცხადა ბრუსმა.ამასთან, მისივე თქმით, აშშ-მა არ დაუჭირა მხარი ისრაელის დარტყმებს.

16 წლის ბიჭს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული – მოზარდი აპარატიდან მოხსნეს

კვლავ მძიმე რჩება 16 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.16 წლის ბიჭი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს.ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად ის უკვე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისის ღამით ზემო ყულარში მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 19 წლის მოზარდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მრავლობითი დანის ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შსს-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის  19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა

ზიმბაბვეში ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა, სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე ბრალდებით ქალი უკვე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.გამოცემის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 12 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში მოხდა. დილით, 26 წლის ამანდა ჩიზანგა ჩაკანიუკა თავისი ყოფილი შეყვარებულის, 38 წლის ლინოს გაპანგას სახლში მივიდა. გოგონას თან ხუთი თანამგზავრი ახლდა.მამაკაცი შავ BMW-ში ჩასვეს და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში წაიყვანეს.  ქალის მიერ დაქირავებულ ოთახში შეათრიეს და „ჯადოს მოსახსნელად“ მასთან დაუცველი სექსი აიძულეს. ამის შემდეგ, გოგონას თანამზრახველებმა მამაკაცს 142 აშშ დოლარი წაართვეს და გაუჩინარდნენ, ის კი სასტუმროში მიატოვეს.ქალსა და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს გატაცებასა და ძარცვაში.„პოლიციამ გატაცებისა და ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ქალი დააკავა. საქმეში კიდევ ხუთი მამაკაცი ფიგურირებს. დაზარალებულს სახის შეშუპება, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციელმა.

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს

პოლონეთიდან 27 ქართველი გამოაძევეს.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აღნიშნავს, ერთ-ერთ ქართველს მოსამართლეებმა 12 განაჩენი გამოუტანეს ქურდობისთვის. დანარჩენები დაკავებულნი იყვნენ, მათ შორის, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისა და პოლონეთში არალეგალურად ყოფნის გამო.პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის (Straż Graniczna) ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანა იძულებით ან ნებაყოფლობით 4 600-ზე მეტს უცხოელს დაატოვებინეს.დეპორტირებულ უცხოელებს შორის იყვნენ პირებიც, რომლებიც სხვისი არალეგალური გადაადგილების ორგანიზებას უწყობდნენ ხელს.

ბოლო სიახლეები