შაბათი, მარტი 29, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში. მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია.

1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, – აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები მიანმარში. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა

მიანმარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. სტიქიური მოვლენის გამო, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.

რატომ ტირის ადამიანი ლოცვის დროს და რა ხდება ამ დროს

დიდი ძალა აქვს ლოცვას, მაგრამ ცრემლით ლოცვა, - ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი - ეს სიტყვები უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2008 წლის ქადაგებიდანაა.მისი თქმით, როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს!„მართლაც, მძიმეა ცრემლი და ამავე დროს წმინდაა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.მახსენდება, ჩვენი პირველი ვიზიტი იერუსალიმში, - დიდი დელეგაციით ვიყავით. როდესაც მაცხოვრის საფლავს მივუახლოვდით, მიმოვიხიდე და დავინახე, რომ ყველა ტიროდა, - ვერავინ იკავებდა ცრემლს. როდესაც გარეთ გამოვედით, ცალ-ცალკე ყველას ვკითხე, რა იყო თქვენი პირველი ლოცვა, რას სთხოვდით უფალს-მეთქი და ყოველმა მათგანმა მიპასუხა: სამშობლოს გადაარჩენა შევავედრეთო...“ - თქვა პატრიარქმა.

შალვა პაპუაშვილი – 2012 წელს როცა ხელისუფლება შეიცვალა და შეიქმნა კომისია, ვხედავდი, რა რეაქციები იყო დასავლეთიდან, რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ, ახლაც...

ეს იყო მძიმე წლები, როდესაც რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რატომ დადგა დღის წესრიგში დამატებითი კომისიის შექმნა ახლა.„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უხეშად შემოიპარა საქართველოში და, რომელსაც ჩადენილი აქვს არა ერთი დანაშაული, გასამართლდა საქართველოს სასამართლოს მიერ და მანამდე გასამართლებული იყო, როცა შემოიპარა. დღეს კანონიერ სასჯელს იხდის საქართველოს ციხეში. დღემდე ხომ არ შემწყდარა ზეწოლა, რათა რამენაირად დაიხსნან მართლმსაჯულებისგან? აი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ, როგორც მოქალაქის, თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს და როდესაც მაშინ შეიქმნა კომისია, რათა განეხილათ წინა რეჟიმის დანაშაულები, ვხედავდი, რა რეაქციები იყო მაშინდელი დასავლეთიდან – მფარველობა და ხელის დაფარება მათი მითითებებით მოქმედი ადამიანების მიმართ.ეს იყო მძიმე წლები, როდესაც რთული იყო, წასულიყავი ამ დიდი მფარველობის წინააღმდეგ. ახლაც ვხედავთ, რომ ზუსტად ამ წინააღმდეგობას ვაწყდებით. მათ შორის, ეს ისტერია, რომელიც უნდათ, რომ მოაწყონ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ზუსტად ამას უკავშირდება. კიდევ ერთხელ ვხედავთ, ვინ იყო დღეს პლაკატით ხელში და ვინ ტეხდა ისტერიას. ესაა ორგანიზაცია „სირცხვილია“ და საიდან ფინანსდება ორგანიზაცია „სირცხვილია“? უცხოეთიდან. რას აკეთებდა სხვა დროს ორგანიზაცია „სირცხვილია“? „მოლოტოვის კოქტეილებს“ არეკლამებდა. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც დგამენ სცენებს სპეციალურად, რომ ემოციებზე ითამაშონ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე და ასეთი ისტერიები შექმნან. საქმეც იმაშია, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება დიდი ხანია, შეჩვეულია. თავადაც ხედავთ, რომ არიან აბსოლუტურად ფრუსტრაციაში, საკუთარი უუნარობიდან გამომდინარე. საზოგადოება უკვე ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ ის იყო მომხრე, ეს პროცესი 2012 წელს დაწყებულიყო, მაგრამ საერთაშორისო აქტორების, კონკრეტული სუბიექტების მხრიდან იყო პირდაპირი მოთხოვნა, არ მომხდარიყო პოლიტიკური შეფასება და არ დამდგარიყო სამართლებრივი თუ პოლიტიკური შედეგები, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ასე იყო.„თავისთავად. წინა პერიოდზე მე თავად მომსწრე არ ვარ, მაგრამ რისი მომსწრეც ვარ, 2021 წლიდან არა ერთ ვიზიტში ყოფნის დროს იდგა ხან მელიას, ხან სააკაშვილის საკითხი, ხან ის, ხან ის. მთელი ეს ორი-სამი წელი ამით იყო დაკავებული რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომ ყოველდღიურად, ისტერიულ რეჟიმში ემყოფებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა, რათა დაეხსნათ სააკაშვილი ციხიდან. ბოლო-ბოლო, პოლონეთის ხელისუფლების უფლებამოსილი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა და ადამიანებმა სპეცოპერაცია მოაწყვეს სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკაში, როდესაც ჩუმად გაჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის რაღაც ანალიზები. სპეცოპერაცია მოგვიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა და ამაზე რაღა უნდა გააკეთონ, თუ რაღა უნდა გამოჩნდეს, როდესაც რაღაც სპეცაგენტის მეთოდებით ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის დახსნას? მათ შორის, ის ყალბი შიმშილობის პერიოდი რაც იყო და ამაზე ატეხილი მთელი ისტერია, საზღვარგარეთიდან მოწყობილი, free misha კამპანიები, ექიმების ჩამოსვლა და მთელი ეს კასკადი; პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი სანდუ ხომ გახსოვთ, ფოტოებით რომ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს აწამებსო? პრეზიდენტებს ტყუილები ალაპარაკეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ასეთი დონის მფარველობაა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ.„რა თქმა უნდა, სადაც 2021-2022-2023 წლებში რთული იყო, ყველა ხედავდა და ყველას ახსოვს, რამხელა ბატალიებს გავდიოდით და გავდივართ დღესაც, რადგან ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და, რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდა მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდან, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული fara ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვანო ბეჟაშვილი – ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ...

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული“- წერს სოციალურ ქსელში ვანო ბეჟაშვილი.როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ის განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. ამასთან, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის, ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ხალხს. ასევე ვთხოვ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.“- წერს ვანო ბეჟაშვილი. 

შალვა პაპუაშვილი – აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები

აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს. საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული“.„რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს ჩვენებებს, რომლებსაც საგამოძიებო კომისიას აძლევენ სხვადასხვა მოქალაქე. ამ დღეებშიც რაც ვნახეთ, უკვე ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს, შესაძლოა, მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა და ამით განიახლა საკუთარი მეხსიერებაც, აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად. ვხედავთ, სინამდვილეში, რა ანატომია ჰქონდა ამ რეჟიმს, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ისტორიები, როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას, რათა ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ასევე ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები.მოვისმინეთ ისტორიები, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, რომლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი. ეს ისტორიები კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, მათ შორის, იგივე ძალა შემდეგ სხვადასხვა კონფიგურაციით როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვხედავდით, ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის. დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული მათი ხელისუფლებაში ყოფნისა და ხელისუფლებაში არყოფნის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები