ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდები EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდებმა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების მოსწავლეთა შემადგენლობით, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გამართულ ევროპის STEAME აკადემიის სიმპოზიუმში – EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 – მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, STEM აკადემიის გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ ოთხი მიმართულებით: ტექნოლოგია – საბა ბანძელაძე, თემურ ჩიტაია, ლილე კაჭარავა, ლუკა ნაბორაშვილი, პროექტით – Robot Guide (რობოტი გიდი); ფიზიკა – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა პროექტით: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process (ფუტკრის შხამის აღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა); ბიოლოგია – თეკლა ბანძელაძე, ანა-მარიამ კიპაროიძე, ნინო სხილაძე, პროექტით: The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives (ხავსებისა და ლიქენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი საკვები კონსერვანტები); ინჟინერია – ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა, ნინო სულამანიძე, მაკინე თოდუა, პროექტით: Wave Energy (ტალღის ენერგია).

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ზე, მეცნიერების მიმართულებით (SCIENCE Presentation) გამარჯვება სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს. პირველ ადგილზე გავიდა პროექტი – Robot Guide, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაისაკუთრეს პროექტებმა: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process და The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives.

„STEM აკადემიის გუნდების გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა გონიერებისა და შრომისმოყვარეობის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარ-მენტორების წარმატების დასტურიცაა. ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და უნარების გამოვლენა-განვითარებაში მენტორების მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. მენტორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის დოქტორანტებს – მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას“, – აღნიშნავს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებს და მათ მენტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა 9-18 წლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ექმნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, თანატოლებს გაუზიარონ ცოდნა და ხელი შეუწყონ თანატოლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განვითარებას.

„საერთაშორისო სიმპოზიუმში ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თავიანთი უნიკალური იდეების მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად, ცოდნის გაღრმავებისა და ღირებული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კი უდიდესი აღიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს შედეგებს ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით აღწევენ.

ყველა ახალგაზრდას, რომელსაც მეცნიერებისკენ მიუწევს გული, ვუსურვებ გადაელახოს შესაძლებლობების ზღვარი და გაითვალისწინოს უმნიშვნელოვანესი რამ – მეცნიერება და მათემატიკა პროგრესის ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით ჩადებული დღევანდელი კონტრიბუცია ხვალინდელ სამყაროს შექმნის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 საერთაშორისო სიმპოზიუმია, რომელშიც 9-18 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ნაშრომები მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, როგორიცაა: MATHFactor, SCIENCEFactor, MATHeatre და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის დემოკრატი სენატორები თავდაცვის მდივანს ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმის გამო განმარტებებს სთხოვენ

აშშ-ის დემოკრატმა სენატორებმა წერილით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს და მოითხოვეს პასუხები ირანში, ქალაქ მინაბში მდებარე დაწყებით სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ, რომლის შედეგადაც, ირანის ოფიციალური პირების ცნობით, 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.წერილს თითქმის ყველა დემოკრატი სენატორი აწერს ხელს და მასში დეტალური კითხვებია დასმული მინაბში განხორციელებული თავდასხმის შესახებ, მათ შორის – ნამდვილად განახორციელა თუ არა ეს დარტყმა აშშ-მა. სენატორები ასევე კითხულობენ, ხომ არ შეიძლებოდა, რომ მოძველებული მონაცემების გამო სკოლა სამხედრო ობიექტად შეცდომით ყოფილიყო მიჩნეული.წერილში სენატორები კითხულობენ, დაიცვა თუ არა თავდაცვის მდივანმა ის წესები, რომლებიც სამხედრო დანაშაულის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.წერილის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სენატორმა გარი პიტერსმა ინციდენტს „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა.„ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ფაქტები, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა და შემდეგ განვიხილოთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა პიტერსმა „ბიბისისთან“ საუბრისას.როგორც მედია იუწყება, რესპუბლიკური პარტიის არცერთ წევრს წერილისთვის ხელი არ მოუწერია. დემოკრატებს შორის კი მხოლოდ სენატორმა ჯონ ფეტერმანმა არ მოაწერა ხელი, თუმცა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის გამოძიება აუცილებელია.ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირების წინასწარი შეფასება მიუთითებს, რომ დარტყმა სავარაუდოდ აშშ-მა განახორციელა, თუმცა სკოლა მიზანში განზრახ არ ამოუღიათ და შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა შეცდომას. ერთ-ერთი წყაროს თქმით, რომელიც წინასწარ შეფასებას გაეცნო, შესაძლოა, გამოყენებული სადაზვერვო მონაცემები ძველი იყო და ტერიტორია მითითებული იყო, როგორც სამხედრო ობიექტი.პენტაგონში აცხადებენ, რომ წერილის ავტორებს კონგრესის წესის შესაბამისად უპასუხებენ.

რეგიონული განვითარების მინისტრი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი ტყიბულში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.კახაბერ გულედანმა საგანგებო შტაბში სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა.რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული და სრულად უზრუნველყოფილი არიან პირველადი საჭიროების ნივთებითა და მედიკამენტებით.მეწყრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა.„სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების სამინისტროში.

ომს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რამდენიმე შეტყობინებით ვერ მოიგებთ-ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიმართა

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ანტონიუ გუტერეში – რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება, კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიცვან საერთაშორისო სამართალი

ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალი ლარიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ომის მოგება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებებით შეუძლებელია.მისივე თქმით, ირანი არ დანებდება და ბრძოლას გააგრძელებს.„ტრამპი ამბობს, რომ სწრაფი გამარჯვებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყება ადვილია, მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია. ჩვენ არ დავნებდებით მანამ, სანამ ამ მძიმე შეცდომას არ განანებთ”- წერს ლარიჯანი სოციალურ ქსელში.

ირანული მედია – გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.მათივე ცნობით, მანსურეს გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.

ბოლო სიახლეები