ორშაბათი, მარტი 10, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილ მეცნიერს, ეკონომისტს, ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ცნობილ მეცნიერსა და დამსახურებულ ეკონომისტს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის მკვლევარს, პარლამენტის ყოფილ წევრს, მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი ჯილდოს, მათ შორის სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას დაბადებიდან 89-ე წელს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონო ნოდარ, გულითადად გილოცავთ 89-ე დაბადების დღეს! თქვენმა გამორჩეულმა კარიერამ და ფასდაუდებელმა წვლილმა მეცნიერებასა თუ საჯარო სამსახურში, წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ჟორდანიას სახელობის საქართველოს სამრეწველო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მკვლევარმა, რომლის სამეცნიერო ინტერესები მოიცავს გლობალიზაცისა და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემატიკის, ასევე, სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემების შესწავლას, 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის ავტორმა და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელმა, თქვენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ ქართული მეცნიერების განვითარებაში, ხოლო როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერმა, გადამწყვეტი როლი ითამაშეთ ჩვენი ქვეყნის სწრაფვაში სუვერენიტეტისკენ.

თქვენი თავდადება, სიბრძნე და დაუღალავი ძალისხმევა მაგალითს აძლევს მეცნიერთა, მკვლევართა და პროფესიონალთა თაობებს. მადლობელი ვართ თქვენი ხანგრძლივი აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს“, – აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამეცნიერო-აკადემიური წრეები უერთდებიან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის საკითხებს სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტისა და სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ნარჩენების მართვის, ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისა და ამ მიმართულებით კვლევითი თანამშრომლობის თემებზე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სტუ-ის საპატიო დოქტორი, აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილი, ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გოში, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის გარემოს დაცვის მენეჯერი ხათუნა ჩიკვილაძე, ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ბიზნესკომპანიების გარემოს დაცვის მენეჯერები, სტუ-ის მეცნიერები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.ვიცე-რექტორის განცხადებით, ნარჩენების სწორად მართვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. მისი თქმით, სამეცნიერო კონფერენცია ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებსა და ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე.„დღევანდელ რეალობაში თითოეული ჩვენგანი ღრმად ვიაზრებთ ნარჩენების სწორად მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების დიდ მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების ჭრილში. ამავე მიზეზით დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია ფართოდ წარმომადგენლობითია და მონაწილენი ყურადღებას ვამახვილებთ როგორც ნარჩენების მართვის მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკებზე, ასევე, ცირკულაციურ ეკონომიკაზე გადასვლის შესაძლებლობებზე. ნარჩენების მართვა არ არის მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემა. ის მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და ჯანდაცვის ასპექტებსაც. ნარჩენების სწორად მართვით თავიდან ავიცილებთ გარემოს დაბინძურების საფრთხეებს, რომელიც თავის მხრივ ანგარიშგასაწევ საფრთხეებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ეკოსისტემებს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია გავიზიაროთ, შევიმუშაოთ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობით შევძლებთ ნარჩენების მინიმიზაციას, მათ სათანადო გადამუშავება-რეციკლირებას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებას ცირკულაციური ეკონომიკის განვითარებით შევძლებთ. საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ცირკულაციური ეკონომიკის უახლესი მოდელები, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრას, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას მოემსახურება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს აქვთ ფართო პოტენციალი აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების მართვა-შემცირების და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვაში. მიგვაჩნია ეს პროცესი მოითხოვს ერთიან ძალისხმევას - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ასევე, ინდუსტრიების აქტიურ ჩართულობას და ეფექტიან კოლაბორაციას, რათა შევძლოთ ნარჩენების სრულყოფილად მართვა და ცირკულაციური ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ყველა შესაძლო მიმართულებით, საქართველოს მდგრადი მომავლისთვის“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. სოლომონ პავლიაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა მდგრადი განვითარება და რესურსების მდგრადი მოხმარება, გარემოს დაბინძურების აღმოფხვრა და კლიმატური ცვლილებების შერბილება.„ცირკულარული ეკონომიკა ქმნის შესაძლებლობებს, მოვიზიდოთ ახალი ინიციატივები, რომლებიც გარემოს დაცვასთან ერთად ეკონომიკის მოდერნიზებასა და გარდაქმნას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ისეთი მდგრადი პროდუქტების წარმოება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იქნება გამოყენებული, ამასთან ერთად, ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთონ ცირკულარულ ეკონომიკაში და მიიღონ მისგან გამომდინარე სარგებელი. საგულისხმოა, რომ ცირკულარული ეკონომიკა ბუნებრივ რესურსებს ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და საქონლის წრებრუნვის მეშვეობით ინარჩუნებს მათ ღირებულებას. ცირკულარ ეკონომიკაში პროდუქტები იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მათი მოდერნიზაცია, შეკეთება და ხელახლა გამოყენება; ამასთან, ცირკულარული ეკონომიკა პროდუქტის ხმარებიდან ამოღების შემდეგ ითვალისწინებს მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალების მეორად გამოყენებას, ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. ყოველივე ამცირებს ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების დამატებით მყარ გარანტიებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.სამეცნიერო კონფერენციაზე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნინო ჩხობაძე, მარიამ ქიმერიძე, ხათუნა ჩიკვილაძე, GGU ჯგუფის გარემოს დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილი, პროფესორი სადჰან კუმარ გოში, სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი და ღონისძიების სხვა მონაწილეები.სტუ-ის ინფორმაციით, ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორმა სადჰან კუმარ გოში, რომელიც, ამავდროულად, მდგრადი განვითარებისა და ცირკულარული ეკონომიკის კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორია, კონფერენციის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციით - „ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა და კვლევითი თანამშრომლობა“ წარსდგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.ამასთან, 11 მარტს ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

სოზარ სუბარი Deep State-ზე: იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები

Deep State-ის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის აღკვეთაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.როგორც მან აღნიშნა, იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში Deep State-ის მხრიდან შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, ბევრ ქვეყანას ავნო და არც ამერიკის შეერთებული შტატები აღმოჩნდა გამონაკლისი.„დღეს, როდესაც ტრამპმა დაიწყო Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას გარკვეულწილად სურს ამ გავლენების შემცირება. თუმცა, რამდენად შეძლებს და რამდენადაა ბოლომდე მონდომებული, ამაზე ამ წუთში ცოტა ძნელია საუბარი.ფაქტი ერთია - თვითონ იმ პოლიტიკამ, რაც ამ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში ხორციელდებოდა, თავად შტატებსაც შეუქმნა პრობლემები.ბალტიისპირეთის ყოფილი სამი რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები გადავიდეს სხვა მხარეს, თვითონ იყვნენ მშვიდად და გააგრძელონ ვაჭრობა რუსეთთან და მეორე, რაღაცნაირად თავს იჩენს პატარა კაცის სინდრომი, იმიტომ, რომ ბალტიისპირელებს ევროკავშირში სერიოზულად არავინ იღებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მარკო რუბიო – ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს

ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.„5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი იხარჯებოდა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აზიანებდა კიდეც) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროგრამების დარჩენილი 18%-ის (დაახლოებით 1000 კონტრაქტი) უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება განხორციელდეს. მადლობა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და ჩენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომელმაც მრავალი საათი იმუშავა ამ დიდი ხნის საჭირო და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო.After a 6 week review we are officially cancelling 83% of the programs at USAID.The 5200 contracts that are now cancelled spent tens of billions of dollars in ways that did not serve, (and in some cases even harmed), the core national interests of the United States.In…— Marco Rubio (@marcorubio) March 10, 2025

ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა – იაგო ხვიჩია

"როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!" - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა.როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ."ჩვენი გეგმები არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენი ძვირფასი კოლეგები რას იზამენ, რას იტყვიან ან შეიცვლიან თუ არა აზრს. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ დარჩნენ საკუთარი სიტყვის ერთგული და რომ იძახიან არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, არ მიიღონ. ისედაც არ არის რელევანტური, როდესაც პარლამენტზე უარი თქვი, აირჩიეს ბოიკოტის ეს ფორმა და მერე ქუჩაში წინ და უკან სიარული, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში რა გინდა?!ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და სანამ არსებობს პოლიტიკური პარტია, ვიცით, რომ მან არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები