კვირა, მარტი 22, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა GFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტმა ლევან ოღაძემ კადეტთა და ჭაბუკთა შორის პროფესიონალური კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირზე GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის 90+ კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ერევანში 22-24 ნოემბერს K1 ვერსიით გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის გუნდ „სტუ-ს“ წევრმა, სტუდენტმა ლევან ოღაძემ მონაწილეობა პრესტიჟული ქართული საბრძოლო ორგანიზაცია GFC-ის ოფიციალური მიწვევის საფუძველზე მიიღო. საერთაშორისო ტურნირში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიკბოქსინგის ცენტრ „სტუ-ს“ ხელმძღვანელი და საუნივერსიტეტო გუნდის მწვრთნელი ლერი სუბელიანი აღნიშნავს, GFC-ის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლევან ოღაძე ირანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, მასთან სამი რაუნდი ჩაატარა, საბოლოო ჯამში, მოპოვებული ქულებით სძლია.

„საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა და გამარჯვება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო კიკბოქსინგის პოპულარიზაციისა და გუნდში ახალგაზრდების მოსაზიდად. მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს კიკბოქსინგის და, ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების სრული მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენს გუნდს დიდ მოტივაციას უქმნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ლერი სუბელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, კიკბოქსინგის საუნივერსიტეტო გუნდი „სტუ“ რამდენიმე წელია აქტიურ წვრთნებს გადის. გუნდში 37 სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 12 სპორტსმენი აქტიურად მონაწილეობს როგორც ამხანაგურ შეხვედრებში, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები