ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტი ანა დოლიძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“, გამარჯვებული გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, სასტუმროების ქსელის – „მარკო პოლო“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის – „ზუმერი“ მხარდაჭერითა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილე სტუდენტთაგან, ჟიურიმ, საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი გამოავლინა.

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, ჟიურიმ ანა დოლიძის მოხსენება – „მდგრადი განვითარების კონცეპტუალური მოდელი კურორტ ნუნისის მაგალითზე“, საუკეთესოთა შორის დაასახელა.

„კონფერენციის ფორმატში განხილული იქნა სტუდენტური თეზისები საქართველოს კურორტების მოდერნიზების, ბალნეოლოგიური, კლიმატური, ველნეს და სპა კურორტების, მდგრადი განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების, ინოვაციური მიდგომების დანერგვის და სხვ მიმართულებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა ანა დოლიძემ მეორე ადგილი მოიპოვა, რომელსაც დაჯილდოების ცერემონიაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა სერტიფიკატი გადასცა, სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურის „სასტუმრო ალპინას“ და ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ზუმერი“ წარმომადგენლებმა კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ვულოცავ ჩვენს სტუდენტს და მისი თემის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ქობლიანიძეს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ნოე ხოზრევანიძემ.

ცნობისთვის, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირი ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით გადავდგამთ წინ ნაბიჯებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენ გვექნება პროგრესი – გიორგი კახიანი

მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა. „ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე, ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ნებაზე. მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას. ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით გადავდგამთ წინ ნაბიჯებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენ გვექნება პროგრესი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

„არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან „ცვლილებებისთვის“, რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“ – ელენე ხოშტარია

მიმართავს თუ არა ოპოზიცია მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტს - მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო, ოპონენტებს კითხვით მიმართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ დღეიდან არის მანდატებზე უარის თქმის იურიდიული შესაძლებლობა, ამიტომ ახლა გაირკვევა, პარტიები მართლა იტყვიან თუ არა უარს პარლამენტში შესვლაზე. კოალიციაში „ცვლილებებისთვის“ აცხადებენ, რომ სიების ჩახსნის შესახებ ცესკოს უკვე მიმართეს და მათი კოალიციიდან არცერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში. ელენე ხოშტარია, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ჩვენ ვხსნით ჩვენს სიას, არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ჩვენგან ფეხს არავინ შეადგამს ამ პარლამენტში. არ არსებობს არც მანდატი, არც სია, არ არსებობს არცერთი წარმომადგენელი - არც ინდივიდუალურად, არც პარტიულად - არ არსებობს ადამიანი კოალიციიდან „ცვლილებებისთვის", რომელიც ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“. ზურა ჯაფარიძე, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება, წესით, უკვე შესული უნდა იყოს ცესკოში და ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამიწერენ მანდატებს. ჯერ იხსნება სია, შემდეგ კეთდება ინდივიდუალური განცხადებები - ეს ადრეც გაკეთებული გვაქვს, 2020 წელს“. კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს თავისი მანდატის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა. „ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღეა აქ ვარ, თქვენთან ერთად. მე პირადად, უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი, დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გივი მიქანაძე: თუ ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მანდატებზე, რისი ალბათობაც მცირეა, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ. დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს

თუ რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ, იმიტომ, რომ მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. „ჩემთვის არ არის ცნობილი რამდენად მათ მიმართეს შესაბამის უწყებებს. ამ შემთხვევაში სიების ჩახსნაზე უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო იმ კონკრეტულმა პირებმა, ვინც არჩეულები არიან პარლამენტის წევრებად, მათ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერონ შესაბამისი განცხადებები. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ეს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება, ვინაიდან, თუ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ უპრინციპობასა და უღირსობას. კიდევ ერთხელ საზოგადოება დარწმუნდება, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით შეუძლია გარკვეული პერფორმანსების და გარკვეული დაპირებების გაჟღერება. თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტობრივად თვითლიკვიდაციას გააფორმებენ“, - აღნიშნა მან. გივი მიქანაძის თქმითვე, 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს მოპოვებული და კოორდინაციის შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ. „ვნახეთ მთელი წინასაარჩევნო პროცესის დროს, ახლაც, მას შემდეგ რაც არჩევნები დასრულდა, ეს კოორდინაცია რეალურად არ არსებობს. ეს არის მითი და რეალურად მათ შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ადგილი არ აქვს. სპონტანურად ხდება ცალ-ცალკე პარტიების მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. ამ შემთხვევაში მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობები რეგლამენტიდან გამომდინარე სხვადასხვა ფუნქციები გამოიყენონ ისევე, როგორც დაიკავონ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თანამდებობები, მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ და რეალურად ჩახსნიან სიებს, უარს იტყვიან მიღებულ მანდატებზე, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა, ამ შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, თვითლიკვიდაციას მოახდენენ. მათ უკვე დაეკარგებათ შესაძლებლობა გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რასაც პარლამენტი წარმოადგენს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ზურაბ ქადაგიძე: ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანს ეხმიანება. „ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ არჩევანი ქართველი ხალხს ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და მორჩილებას შორის. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მზად იყვნენ ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე დაეყენებინათ და სანაცვლოდ, მათი უცხოელი პატრონების ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეესრულებინათ, თუმცა ქართველმა ხალხმა აირჩია სუვერენიტეტი. ზურაბ ქადაგიძის თქმით, პარლამენტი ქართველი ხალხის საკუთრებაა და სწორედ ამიტომ, სხდომას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღევანდელი დღე შედგა, გილოცავთ! მისალოცი ამბავია არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ეს საკითხი გაიმართა და უფლებამოსილება ცნეს, არამედ იმიტომ, რომ ყველა ვთანხმდებით - ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის. ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი. ან უნდა ვყოფილიყავით სრულ პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე, რაზე წამსვლელებიც იყვნენ რადიკალები, რეალურად დაგვსვამდნენ სრულ დოტაციაზე და ამას წინაპირობები მოჰყვებოდა- ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოცემულობაში, ნებისმიერი პირობა უნდა შეგესრულებინა, ან იყო მეორე ამოცანა - ის, რაც დღეს ვნახეთ. პარლამენტში მიწვეული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები. ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა - რატომ არ იყვნენ ელჩები პირველ სხდომაზე. პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის საკუთრებაა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლება 4 წლით ანდო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ამ ძალისგან ხალხი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დაზღვევას და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაც ქართველი ხალხისთვის არის ავთენტური, ზუსტად ის იყო პარლამენტში წარმოდგენილი - ჩვენი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები და მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ახლა დაწყება მთავრობის ფორმირება“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ოპოზიციამ პარლამენტთან სცენის კონსტრუქციები დაშალა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა სცენის კონსტრუქციები დაშალეს.

ბოლო სიახლეები