ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, კონფერენციაში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში – არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებმა, იურიდიულმა კომპანიებმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტებმა.

კონფერენცია გახსნეს IP & Tech Law Research Center-ის დამფუძნებელმა ლიკა შიხიაშვილმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჯიბუტმა. მათი განცხადებით, კონფერენციაზე დარეგისტრირდა 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, დარგის სპეციალისტი, სტუდენტი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი, რომლებიც განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი საკითხები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვა, საქართველოში არსებული გამოწვევები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ნინო ომანაძის თქმით, პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ძალაში შესვლისთანავე უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქმიანობას.

„საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე, უნივერსიტეტში შეიქმნა შესაბამისი სამსახური, გავიარეთ ტრენინგები და შევუდექით საქმიანობას. პირველ რიგში, შევიმუშავეთ სამართლებრივი აქტები, რომლითაც ჩვენი საქმიანობა მოვიყვანეთ კანონთან შესაბამისობაში. კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუცია ახალი შექმნილია, ხოლო IP & Tech Law Research Center კი არის ევროპაში მოქმედი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს საშუალება გაგვიზიაროს ევროპული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია”, – აცხადებს ნინო ომანაძე.

ინფორმაციისთვის: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. ამ თანამდებობის შემოღების აუცილებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს სამართლებრივი აქტებით. კანონი უკვე მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით სონღულაშვილი – მადლობა გუნდს ნდობისთვის, მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან

დასახული მიზნების შესასრულებლად მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა. სონღულაშვილმა პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ უზარმაზარი ნდობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა, გამოწვევა. მადლობა ბატონ ოთარ შამუგიას. გვქონდა შესაძლებლობა, პარლამენტიდან გვეთანამშრომლა  ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს შესაძლებლობა გვქონდა, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაში. მინისტრის პორტფელით გავაგრძელებთ დაწყებულ რეფორმებს და დავიწყებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა დასახული მიზნები შევასრულოთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვარამიას ჟურნალისტებთან გამგზავრების მიზნებზე ვრცლად არ უსაუბრია. მან მედიის კითხვების საპასუხოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში მიემგზავრება. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მიატოვა აქციის მონაწილეები და რატომ არ იმყოფება მათ გვერდით, გვარამიამ განაცხადა, რომ დემონსტრანტები არ მიუტოვებია და უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიდის ევროპარლამენტში.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის წევრობაზე ფროიდისეული წამოცდენები ოპოზიციას ხშირად აქვს, ვნახოთ, ვინ დაწერს უარის განცხადებას მანდატებზე

პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას. „პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკო-დან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას. ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად წარადგინა. XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის. ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება. ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

პრემიერმა ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის. ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება. ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.

ბოლო სიახლეები