ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით წარმატებული კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით.

„ვულოცავ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, – განაცხადა რექტორმა.

პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს.

„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის. ბედნიერი ვარ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს – მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.

ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს. მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციას “საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.ხუთი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის ერთობლივ პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ფუნქციონალური პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის განუყოფელი სვეტია და სასამართლო საშუალებებით ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება შეუსაბამოა დემოკრატიასთან. რეზოლუციაში ევროპარლამენტი:„აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ანადგურებს რეჟიმის წინა ნარატივს თითქოს სამიზნე მხოლოდ “ბოიკოტში მყოფი” პარტიებია. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიასი, და ყველა იმ პირის, ვინც მშვიდობიანი პროტესტისთვის დააპატიმრეს; მოწოდებით გამოდის, გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებულ “საბოტაჟში” ბრალდებები; მოწოდებით გამოდის, გაწვეულ იქნას დებულებები, რომლებიც არაპროპორციულ აკრძალვებს უშვებს პარტიებისა და პირების წინააღმდეგ, ვინც ასოცირებული არიან აკრძალულ პარტიებთან; გმობს კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად; მოწოდებით გამოდის, დასრულდეს ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის ხელის შეშლა; სინანულს გამოთქვამს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მხრიდან ქმედებების მუდმივი არარსებობის გამო, რათა ხელშესახები შედეგები შექმნან საქართველოში სულ უფრო მძიმე ვითარებისთვის; ხელახლა იმეორებს თავის მოწოდებას პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე, უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ; ხელახლა იმეორებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის მხარდაჭერას; იმეორებს თავის არაერთხელ გაჟღერებულ გაფრთხილებას, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს და გამორიცხავს ნებისმიერ ნაბიჯს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ; ავალებს თავის პრეზიდენტს, რომ რეზოლუცია გადასცეს საბჭოს, ევროკომისიას, უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითდანიშნულ მთავრობას”, - ნათქვამია რეზოლუციაში.რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან ევროპის სახალხო პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის (Greens/EFA) წარმომადგენლები.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2026 წლის 7 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.„გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა. ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

პაატა ბურჭულაძე – ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა

ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა.პაატა ბურჭულაძის თქმით, მხარდაჭერას უცხადებს „არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“.„მინდა, გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ კრებაზე დაკავებულების, საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლების საკითხს, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.ყველა სასამართლო პროცესზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მე ვარ ამ ეროვნული კრების ერთადერთი ორგანიზატორი და სხვა არავინ. ვამაყობ ამ დღით და მისი ისტორიული მნიშვნელობით. მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი ერთობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამაგალითო დღე, რომელმაც მიძინებული წინააღმდეგობა გამოაღვიძა და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ გამქრალა და რომ კვლავ ვიბრძვით და „ოცნება“ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.ბრძოლას ყოველთვის სჭირდება თავგანწირვა. არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური პატიმარი სინანულით იხსენებდეს იმ დღეს. პირიქით, ვიცი, რომ ისინი ამაყობენ და ბედნიერები არიან, რადგან იბრძოდნენ და იბრძვიან სამშობლოს განთავისუფლებისთვის. ხოლო, ციხის გარეთ მყოფნო „კეთილისმსურველებო“, დაიმახსოვრეთ, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა! ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში და თავი არ დააღწიონ ამ უკანონობას. მითუმეტეს, ყველამ ვიცით, რომ „ოცნებასთან“ საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა.ჩემი მხარდაჭერა არა მხოლოდ სინდისისა და პოლიტიკურ პატიმრებს, არამედ გიორგი დავითაძესა და მის ოჯახს, ყველა პატიმარს, ვინც რეჟიმის ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია! რეჟიმი დაშლის პირასაა და გამარჯვება გარდაუვალია! მთავარია, ვიყოთ ერთად და არ გავთითოკაცდეთ! მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ! გაუმარჯოს დაუმონებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

„ბიბისი“ – ესპანეთში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია

ესპანეთში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.„მწუხარებით გაცნობებთ, რომ მარიკარმენი დღეს გარდაიცვალა“,- ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აბასკალის შემთხვევა „ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად“ იქცა.87 წლის მარიკარმენ აბასკალი სექტემბერში საკუთარი ბინიდან, სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, იძულებით გამოასახლეს. ქალი საცხოვრებლიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. ცვლილებები 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდის აკრძალვას, ასევე ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებდა.

რასა იუკნევიჩიენე – სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ, თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია

სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ, წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ, თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია, სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.„ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო დაკარგული შემთხვევაა. ამბობენ: „შეეგუეთ ვითარებას, ვიყოთ რეალისტები“. ბევრს ეგონა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ იყო. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი დღეს მათთვისაც მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის აპატიმრებს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის მუშაობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა, ქართველი ხალხის ნების უარყოფით, რუსეთი აირჩია. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს პუტინიზაცია განწირულია. რუსეთი არავისთვის არის მომავალი. უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის.სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების წყურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდება საქართველოს“,- განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“.რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა. პროექტის კენჭისყრა ხვალ, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები